ინტერიერის დიზაინერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ Trimble SketchUp-ს მისი მარტივი გამოყენებისა და მდიდარი 3D ბიბლიოთეკის გამო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა საკმაოდ ესთეტიკური მოდელების შექმნის საშუალებას იძლევა, მას არ აქვს ფოტორეალისტური რენდერების შექმნის შესაძლებლობა. სწორედ ამ ხარვეზის შესავსებად კომპანია Chaos ქმნის Enscape-ს, SketchUp-ის დამატებით ხელსაწყოს რენდერინგისთვის.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ მნიშვნელოვან რჩევებს იმ ინტერიერის დიზაინერებისთვის, რომლებიც იყენებენ Enscape-ს SketchUp-თან ერთად. ასევე წარმოგიდგენთ სტატიის ავტორის, დენ სტაინის, ახალ წიგნს – SketchUp-ის სახელმძღვანელოს ინტერიერის დიზაინისთვის, სადაც ცალკე თავი ეძღვნება Enscape-ის საფუძვლების შესწავლას, და გაგიზიარებთ რამდენიმე ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ რენდერინგი პროცესის გაუმჯობესებას, რომლებიც ავტორმა წიგნის ყდის დიზაინის შექმნისას გამოიყენა.

5 რჩევა ინტერიერის დიზაინერებისთვის
აქ არის ხუთი მოკლე რჩევა იმ ინტერიერის დიზაინერებისთვის, რომლებიც SketchUp-ში იყენებენ Enscape-ს:
1. განათების ოპტიმიზაცია რეალიზმისთვის
სტრატეგიულად გამოიყენეთ ბუნებრივი დღის შუქი და საჭიროებისამებრ შეავსეთ იგი ხელოვნური განათებით. მოარგეთ Enscape-ის დროის პარამეტრები (time-of-day settings), რათა ნახოთ, როგორ იცვლება სივრცე სხვადასხვა განათების პირობებში. მოერიდეთ ზედმეტად განათებულ ზონებს. კონტრასტის ბალანსი სცენას სიღრმეს მატებს. ხელოვნური განათებისთვის, ყოველთვის უმჯობესია გამოიყენოთ ფოტომეტრიული ფაილები (IES files), ვიდრე ზოგადი სინათლის წყაროების პარამეტრები.
2. მასალების დახვეწა სიღრმისთვის
გამოიყენეთ Enscape-ის Material Editor, რათა დაახვეწოთ ტექსტურები — შეასწოროთ რელიეფის რუკები (bump maps), არეკვლა (reflections) და სიუხეშე (roughness). დარწმუნდით, რომ ხის ტექსტურა, ქსოვილები და მეტალის ზედაპირები სინათლეს ბუნებრივად ირეკლავს. ეს ქმნის ფოტორეალისტურ ეფექტს.
3. მაღალი ხარისხის ობიექტების გამოყენება (Entourage)
დაამატეთ თქვენს დიზაინს დეტალურად მოდელირებული 3D ობიექტები, ავეჯი და ადამიანების მოდელები ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა Enscape Asset Library, RenderPeople ან Turbosquid. გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი ობიექტები (custom assets) უნდა იყოს ოპტიმიზებული რეალურ დროში რენდერინგისთვის. სწორად შერჩეული entourage აძლიერებს სივრცის მასშტაბს და ატმოსფეროს, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე.
4. ხედის კომპოზიციის გაუმჯობესება
ფრთხილად შეარჩიეთ კამერის პერსპექტივა და ფოკუსის წერტილები. გამოიყენეთ Enscape-ის Depth of Field პარამეტრი, რათა შექმნათ კინემატოგრაფიული ეფექტი. ყურადღება გადაიტანეთ დიზაინის მთავარ ელემენტებზე, ხოლო ფონური ნაწილი რბილად დააბუნდოვნეთ.
5. რეალურ დროში უკუკავშირის გამოყენება
Enscape-ის რეალურ დროში რენდერინგის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ დიზაინის პროცესშივე შეიტანოთ ცვლილებები — ექსპერიმენტი ჩაატაროთ მასალებზე, განათებასა და დეკორზე. ასე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ საბოლოო ვიზუალიზაცია არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველია, არამედ ფუნქციურადაც გამართლებულია, სანამ მას კლიენტს წარუდგენთ.
ქვემოთ წარმოდგენილი სურათი ასახავს რეალურ დროში უკუკავშირის ძალას დიზაინის პროცესში: არქიტექტორი ჯოზეფ მილსი, სტუდია Lake | Flato Architects-ის ეკო-კონსერვაციის განყოფილებიდან, მუშაობს SketchUp-ში Enscape-ის გამოყენებით სასტუმრო პროექტზე ცივი კლიმატის ზონაში. მისი გადაწყვეტილებები შემდეგ ემოციურად და ეფექტურად გადაეცემა კლიენტს Enscape-ის ეკრანზე ან ვირტუალურ რეალობაში.

ეს რჩევები დაგეხმარებათ SketchUp-ში Enscape-ის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში, რათა შექმნათ შთამბეჭდავი და ამაღლებული ინტერიერის ვიზუალიზაციები, რომლებიც რეალისტურად ასახავს თქვენს დიზაინერულ ხედვას.
ახალი წიგნი SketchUp-ის შესახებ, რომელშიც ერთ-ერთი თავი Enscape-ის შესაძლებლობებსაც ეხება
დენ სტაინმა და პროფესორმა მარია დელგადომ ერთად შექმნეს SketchUp-ის სასწავლო სახელმძღვანელო, რომელიც სპეციალურად ინტერიერის დიზაინზეა ორიენტირებული.
„SketchUp for Interior Designers“ სთავაზობს მიზანმიმართულ მიდგომას ინტერიერის დიზაინერებს, რათა ისინი სრულად დაეუფლონ იმ აუცილებელ უნარებს, რომლებიც საჭიროა SketchUp 2024-ის ეფექტურად გამოყენებისთვის საკუთარ პროექტებში. წიგნი გატარებთ ეტაპობრივ ტუტორიალებში — დაწყებული მარტივი 2D ნახაზებიდან, დამთავრებული სრულად რეალიზებული 3D ინტერიერის მოდელებით.
ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც თვითშემსწავლელთათვის, ასევე სასწავლო გარემოსთვის. იგი აძლევს მკითხველს მყარ საფუძველს SketchUp-ის ძირითად ელემენტებზე და თან აცნობს გაუმჯობესებულ ფუნქციებს, რომლებიც დიზაინის პროცესს უფრო ეფექტურსა და ინოვაციურს ხდის. იქნება ეს სართულების გეგმების შექმნა, ავეჯის განლაგება თუ იმერსიული რენდერების წარმოება. ეს წიგნი SketchUp-ის შესწავლას ხდის მარტივსა და საინტერესოს თითოეული ინტერიერის დიზაინერისთვის.
გარდა ყოვლისმომცველი ტექსტური მასალისა, სახელმძღვანელო მოიცავს ვიდეოტუტორიალებსაც, რომლებიც თითოეულ თავს შეესაბამება. ეს ვიდეოები უზრუნველყოფს ვიზუალურ და დინამიკურ სასწავლო გამოცდილებას, შეგიძლიათ ერთდროულად იმუშაოთ წიგნში მოცემულ პრაქტიკულ დავალებებზე, რაც დაგეხმარებათ SketchUp-ის შესაძლებლობების უფრო სწრაფად და ღრმად ათვისებაში.

წიგნში ცალკე თავი ეთმობა Enscape-ის გამოყენებას SketchUp-ში. მიუხედავად იმისა, რომ მასალა ძირითადად დამწყები მომხმარებლებისთვისაა დაწერილი, ის ასევე შეიცავს უამრავ რჩევასა და ხრიკს იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ Enscape-ს პრაქტიკაში. გარდა ამისა, წიგნი შეიძლება იყოს შესანიშნავი რესურსი ახალი თანამშრომლებისთვის, რომლებიც ახალ სამუშაო გარემოში იწყებენ მუშაობას.
ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე გვერდის მაგალითი Enscape-ის შესავალიდან:


წიგნის ყდის შექმნა
როგორც SketchUp-ის წიგნის ავტორი აღნიშნავს, მან სწორედ ეს ორი ინსტრუმენტი გამოიყენა წიგნის ყდის ვიზუალის შესაქმნელად.
ყდაზე გამოსახული ლობის სივრცე მთლიანად შეიქმნა ნულიდან წიგნში წარმოდგენილი ნაბიჯების მიხედვით. საბოლოო ვიზუალიზაცია შესრულდა Enscape-ში, ხოლო შემდეგ დამატებით დამუშავდა Chaos AI Enhancer-ის გამოყენებით — ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებით აუმჯობესებს ადამიანების და მცენარეულობის რეალიზმს.
თუმცა, ქვემოთ მოცემულ „before and after’’ სურათებში ასევე აშკარად ჩანს მასალების ხარისხის გაუმჯობესება, რაც მთლიან სცენას უფრო ცოცხალ და პროფესიონალურ იერს აძლევს.

შენიშვნა: ქვემოთ მოცემულ სურათებში შეგიძლიათ შეამჩნიოთ გაუმჯობესებული ხარისხი. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ საერთო ვიზუალი ძალიან ახლოსაა საწყის არტეფაქტებთან, რომლებიც თავიდან აირჩიეს და განთავსდა სცენაშიც.

შემდეგ შედარებაში, ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესების გარდა სურათში გამოსახული ადამიანი უფრო რეალისტურად ჩანს, ხოლო ფონური მცენარე უფრო დეტალურადაა წარმოდგენილი და განათებულიც გახდა.

ასევე ავტორმა შეისწავლა Veras-ის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული რენდერინგის ინსტრუმენტი და რომელიც მუშაობს მომზადებული პრომპტებისა და გეომეტრიის/მასალების გადაარჩევის მეშვეობით. ახლახან ეს ინსტრუმენტი დაემატა Chaos-ის პორტფელშიც.
Veras-ს შეუძლია Enscape-ის მიერ შექმნილი რენდერის გამოსახულების გაუმჯობესება და საჭიროების შემთხვევაში მისი მნიშვნელოვნად შეცვლა, რაც სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ ალტერნატივებსა და დიზაინის შთაგონებას.

დასკვნა
SketchUp-ისა და Enscape-ის კომბინაციამ სრულიად შეცვალა ის გზა, რომლითაც ინტერიერის დიზაინერები ხედავენ და გადმოსცემენ თავიანთ იდეებს. რეალურ დროში რენდერინგის, ხელოვნური ინტელექტით გაუმჯობესების და დიდი ასეტების ბიბლიოთეკის გამოყენებით, დიზაინერებს შეუძლიათ შექმნან შთამბეჭდავი, ფოტორეალისტური პრეზენტაციები, რომლებიც მათ ხედვას გაცილებით მეტი სიზუსტითა და ეფექტით აცოცხლებს.
ტექნოლოგიის უწყვეტ განვითარებასთან ერთად, ინტუიციური დიზაინის ხელსაწყოებისა და ძლიერი რენდერინგის შესაძლებლობების ინტეგრაცია უფრო და უფრო გამარტივდება, რაც მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციებს ყველა დონის დიზაინერისთვის ხელმისაწვდომს გახდის. მიუხედავად იმისა, ახლა იწყებთ SketchUp-სა და Enscape-ში მუშაობას, თუ უკვე გსურთ თქვენი უნარების დახვეწა, შემოქმედებისა და ინოვაციის შესაძლებლობები უსაზღვროა.
იმედი გვაქვს, ეს სტატია მოგაწვდით ფასეულ ცოდნასა და შთაგონებას თქვენი ინტერიერის დიზაინის სამუშაო პროცესის გაუმჯობესებისთვის.
მზად ხართ, დაიწყოთ თქვენი უნიკალური პროექტის დიზაინზე მუშაობა? გახდით SketchUp-ის მომხმარებელი ან სცადეთ უფასო 7 დღიანი ვერსია დღესვე!

