SketchUp GO

SketchUp Go არის სალიცენზიოო პაკეტი, რომელიც შექმნილია ნებისმიერ ადგილას მუშაობისთვის. SketchUp Go-ს გამოწერით, თქვენ გაქვთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გჭირდებათ სამუშაო ადგილზე, სახლში ან მოგზაურობის დროს. თქვენი SketchUp Go გამოწერა მოიცავს:

  1. SketchUp-ზე წვდომას iPad-ისთვის;
  2. AR ნახვა SketchUp Mobile Viewer-ის მეშვეობით;
  3. შეუზღუდავი წვდომა 3D ვეარჰაუსზე;
  4. შეუზღუდავი Trimble Connect ქლაუდ საცავი და მოწყობილობათა შორის ფაილების სინქრონიზაცია;
  5. ფაილის იმპორტისა და ექსპორტის გაფართოებული შესაძლებლობები;
  6. ცოცხალი კომპონენტის წვდომა და კონფიგურაცია

რატომ უნდა აირჩიო Go?

შექმენით 3D-ში მარტივად iPad-სა და Web-ში, ითანამშრომლეთ ქლაუდის მეშვეობით და შექმენით მდიდარი, კონტექსტური მოდელები.

იმუშავეთ 3D-ში მარტივად

Apple Pencil-ით, მაუსით ან ხელით მარტივად დახაზეთ და ითანამშრომლეთ სადაც არ უნდა წახვიდეთ.

უკეთესი დიზაინი ერთად

მონიშნეთ მოდელები თქვენი iPad-იდან და გააზიარეთ თქვენი დიზაინის ბმულები. დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ გადახედონ თქვენს შემოქმედებას მხოლოდ გადახედვის რეჟიმში თავიანთი მოწყობილობიდან – არ არის საჭირო შესვლა და ჩამოტვირთვა.

გადაიყვანეთ თქვენი ნამუშევრები რეალურ სამყაროში

დაამატეთ სატელიტური გამოსახულება და რელიეფის 3D მონაცემები თქვენს პროექტს არსებული პირობების ვიზუალიზაციისთვის, ან აჩვენეთ თქვენი დიზაინი კონტექსტში გაძლიერებული რეალობის გამოყენებით.

 

შეძენა გნებავთ?

SketchUp GO

იმუშავეთ და ითანამშრომლეთ ნებისმიერი ადგილიდან

SketchUp GO-ის გამოწერა გეხმარებათ ითანამშრომლოთ კონცეპტუალურ დიზაინებზე ოფისში, წარუდგინოთ კლიენტებს ადგილზე და შეიტანოთ პროექტში ცვლილებები, პირდაპირ თქვენი iPad-იდან.

₾ 450,00 + დღგ / წელიწადში

  იმუშავეთ 3D-ში მარტივად

  შექმენით უკეთესი დიზაინი ერთად

  Cloud მხარდაჭერა

  გადაიტანეთ თქვენი პროექტები რეალურ სამყაროში

ხშირად დასმული კითხვები (F.A.Q)

შემიძლია გადმოვწერო SketchUp-ის საცდელი ვერსია სანამ უშუალოდ ვიყიდი?

დიახ ნამდვილად – ჩამოტვირთეთ უახლესი ვერსია აქ და შედით თქვენი Trimble ID (TID) ანგარიშით, რომ დაიწყოთ თქვენი 7 დღიანი საცდელი პერიოდი. გახსოვდეთ, თითოეულ ადამიანს შეუძლია შექმნას მხოლოდ ერთი Trimble ანგარიში.

შემიძლია თუ არა პროგრამის გამოყენება ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერზე SketchUp-ის გამოწერის შეძენის შემდეგ?

SketchUp გამოწერა დაკავშირებულია კონკრეტული მომხმარებლის Trimble ID ანგარიშთან, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაააქტიუროთ გამოწერა ერთდროულად ორ კომპიუტერზე. V-ray რენდერინგი იმუშავებს მხოლოდ ერთ კომპიუტერზე ერთდროულად.

შესაძლებელია თუ არა ჩემი SketchUp Pro გამოწერის განახლება Studio-თი?

აქტიური SketchUp Pro გამოწერა შეიძლება განახლდეს Studio-თი ფასში სხვაობის გადახდით. დამატებითი გადახდა მოგიწევთ მხოლოდ გამოწერის დარჩენილი დღეებისთვის, პროპორციულად.

შემიძლია რამდენიმე Trimble ანგარიში იყოს აქტიური ერთ კომპიუტერზე?

მხოლოდ ერთი Trimble ანგარიში შეიძლება იყოს აქტიური თითო კომპიუტერზე. კომპიუტერის მომხმარებლების შეცვლა მოითხოვს Trimble ანგარიშების შეცვლას. ინდივიდუალური პროფილები შეიძლება შეიქმნას 3D Warehouse გარემოში Trimble-ისგან დამოუკიდებლად.

მჭირდება ინტერნეტ კავშირი ჩემი SketchUp გამოწერის გამოსაყენებლად?

როდესაც პირველად გაააქტიურებთ SketchUp გამოწერას, უნდა გქონდეთ ინტერნეტთან კავშირი. გარდა ამისა, იმისათვის, რომ არ გამოირთოს ანგარიში კონკრეტულ მოწყობილობაზე, საჭიროა თვეში ერთხელ ინტერნეტთან დაკავშირება.

კვლავ შევძლებ ჩემს SketchUp მოდელებზე წვდომას ჩემი გამოწერის დასრულების შემდეგ?

გამოწერის დასრულების შემდეგ, მასთან დაკავშირებული რედაქტირების ფუნქციები და სერვისები აღარ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მოდელები ხელმისაწვდომი იქნება SketchUp Free-ის უფასო ვერსიით.

რა ემართება SketchUp-ის ყველა ფლაგინს, როდესაც ჩემი გამოწერა დასრულდება?

იმის გამო, რომ ფლაგინები არ არის ხელმისაწვდომი SketchUp-ის უფასო ვერსიაში, თქვენ შეძლებთ მათი გამოყენების გაგრძელებას მხოლოდ გამოწერის განახლების შემდეგ. პროგრამის დანამატები დარჩება თქვენს ფასიან გამოწერაში.

რა ემართება LayOut დოკუმენტებს გამოწერის ვადის ამოწურვის შემდეგ?

LayOut არ იმუშავებს აქტიური გამოწერის გარეშე და მომხმარებელი ვერ შეძლებს თავისი LayOut დოკუმენტების გახსნას ან რედაქტირებას. მომხმარებელს უნდა ახსოვდეს, რომ დროულად შეინახოს ისინი ძველ ვერსიებში ან PDF ფორმატში.

ჩემი გამოწერის დასრულების შემდეგ, კვლავ შევძლებ ჩემს მონაცემებზე წვდომას Trimble Connect-დან?

გამოწერის ბოლოს, Trimble Connect ანგარიში დაუბრუნდება თავისუფალ რეჟიმს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს განაგრძოს გამოყოფილი ქლაუდ სივრცის 10 GB-ის გამოყენება. 10 გბაიტზე მეტი ლიმიტის ნებისმიერი მონაცემი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ read-only ფორმატში.

შემიძლია გადავიტანო ჩემი SketchUp გამოწერა სხვა Trimble მომხმარებლის ანგარიშზე?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თანამშრომელი წყვეტს შრომით ურთიერთობას, მასთან დაკავშირებული ანგარიში შეიძლება გადავიდეს სხვა ანგარიშზე. ამისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.