PRO SCAN გამოწერა

სკანირებული მონაცემების 3D მოდელად გარდაქმნის გადაწყვეტა

რეალური გარემოს კონტექსტის 3D მოდელებში ინტეგრირება Point Cloud-ის იმპორტის საშუალებით, სწრაფი და მაღალი სიზუსტის მქონე პროექტირებისათვის. მიიღეთ SketchUp Pro-ს სრული ფუნქციონალი ძლიერი მოდელირებისა და 2D დოკუმენტაციისთვის — ყველაფერი ერთ გამოწერაში. ხელმისაწვდომია მხოლოდ Windows პლატფორმისთვის.

PRO SCAN-ის უპირატესობები

გაამარტივეთ პროექტის მიწოდება ინტეგრირებული სკანირების მონაცემებით, 3D მოდელირებით, 2D დოკუმენტაციით და პერსონალიზებული სამუშაო პროცესებით ერთ პაკეტში. დაგეგმეთ რეალური სამყაროს კონტექსტიდან გამომდინარე, რათა გააუმჯობესოთ სიზუსტე, შეამციროთ ადგილზე ვიზიტები, გაზარდოთ უსაფრთხოება და მინიმუმამდე დაიყვანოთ ხელახალი სამუშაოები.

დაეუფლეთ Scan-to-3D სამუშაო პროცესებს

შექმენით მაღალი სიზუსტის მოდელები

არსებული გარემოს მონაცემების SketchUp-ში ინტეგრირებით მიიღეთ ზუსტი საფუძველი ობიექტის კვლევებისთვის, რელიეფის მოდელირებისა და უფრო ეფექტური ვიზუალიზაციისთვის.

მიიღეთ დეტალური ანალიზისა და დაგეგმვის შესაძლებლობა

გამოიყენეთ Point Cloud მონაცემები სამშენებლო პროცესების დაგეგმვისთვის — ობიექტის ლოჯისტიკის, ტექნიკის განთავსებისა და მანევრირების ტრაექტორიების ზუსტი ანალიზისთვის.

აკონტროლეთ სამშენებლო პროგრესი

თვალყური ადევნეთ სამუშაო პროცესს და შეამოწმეთ შესრულებული სამუშაოს შესაბამისობა თავდაპირველ პროექტთან.

ისტორიული ობიექტების დოკუმენტირება და მოდელირება

სკანირებული მონაცემების საფუძველზე შექმენით ციფრული ტყუპი (Digital Twin) კვლევისა და რესტავრაციის დაგეგმვისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორიგინალური სტრუქტურის მაქსიმალური დაცვა და უცვლელობა.

რას მოიცავს ეს გამოწერა?

Scan Essentials

წერტილოვანი ღრუბლების იმპორტი და ზუსტი მოდელირება.

SketchUp for Desktop

დესკტოპ მოდელირების ინსტრუმენტი 3D ვიზუალების და დამატებითი გრაფიკული/მოდელირების ამოცანების შესაქმნელად.

LayOut

შექმენით მდიდარი 2D დოკუმენტაცია 3D აქტივებით.

PreDesign

მიიღეთ მონაცემები და კონტექსტუალური ანალიტიკა თქვენი დიზაინის გასაუმჯობესებლად და უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

გაეცანით Pro Scan-ში შემავალ ყველა ინსტრუმენტს

SketchUp for Web

შექმენით, დაარედაქტირეთ და გააზიარეთ 3D მოდელები პირდაპირ ვებ ბრაუზერში.

SketchUp for iPad

შეადგინეთ ესკიზები, გააკეთეთ ანოტაციები და ითანამშრომლეთ 3D გარემოში ნებისმიერი ადგილიდან.

3D Warehouse

დაათვალიერეთ და ჩამოტვირთეთ მილიონობით წინასწარ შექმნილი 3D მოდელი.

Trimble Connect

უსაზღვრო Claud საცავი, შეუზღუდავი პროექტები და შეუზღუდავი კოლაბორაციული სამუშაო პროცესები.

Extension Warehouse

მოარგეთ თქვენი სამუშაო პროცესი მესამე მხარის გაფართოებების (extensions) გამოყენებით.

SketchUp AI

ვიზუალიზაციისთვის, 3D გეომეტრიის შექმნისა და SketchUp-ში ნავიგაციისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები.

შექმენით 3D მოდელები პირდაპირ Point Cloud მონაცემებიდან, სრული Scan-to-3D გადაწყვეტისთვის ერთიან, მძლავრ სამუშაო პროცესში.

 
 
 

ზუსტი 3D მოდელირებისთვის, გამორიცხეთ ვარაუდები მოდელსა და Point Cloud-ებს შორის შედარებითი ანალიზის ჩატარებით.