3D მოდელირების ხელსაწყოების გამოყენების სწავლა ხშირად შეიძლება დაბრკოლებად იქცეს სამუშაო პროცესში. კომპანია Trimble-ში ჩვენი მიზანია ამ სირთულეების აღმოფხვრა ინტუიციური და მარტივად გამოსაყენებელი პროგრამების საშუალებით. არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის შემოქმედებითი პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება ახალი SketchUp Connector for Claude-ის დახმარებით — ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინტეგრაცია, რომელიც ბუნებრივი დიალოგისა და მარტივი ენის გამოყენებით 3D მოდელებს ქმნის.

სასაუბრო 3D სამუშაო პროცესი

მხოლოდ თქვენი იდეის აღწერით შეგიძლიათ შექმნათ ავეჯი, ტერიტორიის გეგმები, არქიტექტურული მასინგი და სკულპტურებიც კი. SketchUp Connector საშუალებას გაძლევთ დააგენერიროთ მოდელები ძირითადი ფორმებისა და მოღუნული ზედაპირების გამოყენებით. Connector თქვენს მითითებებზე დაყრდნობით ქმნის .skp ფაილებს.

Claude-ს შეგიძლიათ მიაწოდოთ:

  • აღწერები: ტექსტურის მითითებები იმის შესახებ, თუ რის შექმნას აპირებთ.
  • რეფერენსები: ატვირთული ესკიზები, ფოტოები ან სართულის გეგმები.
  • ზომები: კონკრეტული ზომების მითითება Claude-ს ნაკლებ სივრცეს უტოვებს ვარაუდებისთვის.
  • ნაწილობრივი იდეები: გაუზიარეთ Claude-ს თქვენი ჩანაფიქრი და მოდელის დაწყებამდე ერთად იმუშავეთ პრობლემის გადაჭრაზე.

SketchUp-ის ქლაუდ გარემოში მუშაობისას Claude ეტაპობრივად აგებს და ამოწმებს გეომეტრიას თქვენი ინსტრუქციების მიხედვით. რადგან Claude უშუალოდ გეომეტრიას ქმნის, ფორმასა და პროპორციებზე ორიენტირებული მითითებები უკეთეს შედეგებს მოგცემთ.

სწრაფი და მოქნილი იტერაცია

დიზაინი მუდმივი დახვეწის პროცესია. როდესაც სირთულეები მცირდება, იდეების ინოვაციად ქცევა ბევრად უფრო მარტივი და ბუნებრივი ხდება. Claude ამ ორგანულ სამუშაო პროცესს შემდეგი შესაძლებლობებით უჭერს მხარს:

  • ვერსიების ისტორია: თითოეული სესიის განმავლობაში შეგიძლიათ ჩატში ყველა ცვლილებას ადევნოთ თვალი, რათა ნებისმიერ დროს შეამოწმოთ, დააბრუნოთ ან გაასწოროთ დიზაინი.
  • ინტუიციური ცვლილებები: უბრალოდ აღწერეთ სასურველი ცვლილება ან ჩასვით SketchUp-ის სქრინშოთები დიალოგში, რათა კონკრეტული ელემენტები ან კუთხეები მიუთითოთ, რომლებიც ცვლილებას საჭიროებს.

ფაილებზე მყისიერი წვდომა

როდესაც მოდელით კმაყოფილი დარჩებით, Connector მოგაწვდით 2D მინიატურულ პრევიუსთან ერთად .skp ფაილის პირდაპირ ჩამოსატვირთ ბმულს. ეს მოდელები სრულად თავსებადია SketchUp-ის მთელ ეკოსისტემასთან, მათ შორის:

  • SketchUp for Desktop
  • SketchUp for Web
  • SketchUp for iPad

თითოეული სესიისთვის Claude ინახავს თქვენი მოდელის ყველა ვარიაციას, ასევე ტექსტურ შეჯამებას, თუ რა ცვლილებები განხორციელდა თითოეულ იტერაციაში. სესიის განმავლობაში ყველა მოდელი ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად, ხოლო Claude ჩატის შეტყობინებებს იმახსოვრებს კონტექსტისთვის, თუმცა თავად მოდელებს სესიებს შორის არ ინახავს.

განავითარეთ ხელოვნური ინტელექტის დიზაინის უნარები

კიდევ ერთი ძლიერი უპირატესობა არის შესაძლებლობა, რომ Claude-ს ასწავლოთ ძირითადი უნარები და კონკრეტული დიზაინის სამუშაო პროცესები. შეგიძლიათ ასწავლოთ AI-ს თქვენი ყველაზე განმეორებადი ამოცანების ავტომატურად გამეორება, რითაც მიიღებთ პერსონალიზებულ დიზაინის ასისტენტს, რომელიც თქვენს საჭიროებებზეა მორგებული.

„ბუნებრივი ენის გამოყენებით დაწყების შესაძლებლობა და Claude-ის შესაძლებლობების გამოყენება საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის იმ მომხმარებლებს, რომლებიც ხშირად არ იყებენებ 3D პროცესს, სწრაფად და მარტივად შექმნას 3D დიზაინი,“ ამბობს კრის კრონინი. „ჩვენ ვაფართოებთ შემოქმედთა საზოგადოებას: 3D ყველასთვის.“

დაიწყეთ თქვენი პროექტი

გსურთ თქვენი იდეების ვიზუალიზაცია AI ჩატის მეშვეობით? SketchUp Connector for Claude უკვე ხელმისაწვდომია SketchUp-ის გამომწერებისთვის.

ახალ მომხმარებლებს ეძლევათ უფასო SketchUp ლიმიტი 30 მოდელის შენახვამდე; მეტი მოდელის შესანახად საჭიროა ფასიანი ლიცენზია.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Trimble Help-ზე.

თუკი ჯერ კიდევ არ ხართ SketchUp-ის მომხმარებელი, შეიძინეთ SketchUp თქვენზე მორგებული პირობებით.

Share.

Comments are closed.