დიზაინი ყველგან, ნებისმიერ დროს SketchUp-ით iPad-ისთვის!

SketchUp iPad-ისთვის აქ არის!

SketchUp საცდელი ვერსია

ყველაზე ინტუიციური არქიტექტურული და ინტერიერის მოდელირების ონლაინ პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ თქვენი იდეები.

7 დღიანი საცდელი პერიოდისთვის

  SketchUp ბარაუზერის ვერსია

  მობილური აპლიკაცია პროექტის გადასახედად

  3D Warehouse – შეზღუდული ვარიანტები

  ძირითადი ფაილების იმპორტი და ექსპორტი

SketchUp-ის iPad ვერსიის ტესტირება

პირველმა ფაზამ გამოსცადა ტაბლეტზე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ლოკაციაზე წასვლისა და ესკიზის შექმნა, ხოლო მეორე ფაზაში ტესტირებული იყო ნივთების მონიშვნის, გუნდის წევრებისთვის კომენტარების დატოვების და კომპიუტერზე პროცესების შემდგომი განვითარების შესაძლებლობა. ქვემოთ მოყვანილი მაგალითებით, უფრო მეტტს გაიგებთ ტესტირების პროცესისა და გამოხმაურების შესახებ.

SketchUp-ის შემქმნელმა, იცოდა, თუ რამხელა პოზიტიურ ცვლილებას მოიტანდა დიზაინის პროცესში ტაბლეტის ვერსიის შექმნა. ფუნქციონირების შესამოწმებლად, აპლიკაციის პრაქტიკული შესაძლებლობების გაცნობისა და მომხმარებლის მოთხოვნილებების გაცნობის მიზნით, მწარმოებელმა შეარჩია პირველი რამდენიმე მოხალისე, რომლებმაც შეძლეს პროდუქტის გამოცდა სამუშაო პროცესში.

აქ მოცემულია რამდენიმე მათგანის კომენტარები:

მე გამოვიყენე SketchUp პროგრამული უზრუნველყოფის iPad აპი რამდენიმე ეტაპისთვის. პირველ რიგში, გამოვიყენე ესკიზის ინსტრუმენტი. იდეის დახვეწის ამ ეტაპზე ინსტრუმენტი ძალიან დამეხმარა, რადგან მე შემეძლო ესკიზის დახატვა ტაბლეტის გამოყენებით და იდეის გავრცელება კომპიუტერულ მოწყობილობაზე, როდესაც მე განვავითარე იდეა შემდგომში, ანუ დეტალურად. მე ასევე გამოვიყენე მარკირების რეჟიმი და შევასრულე ესკიზები პირდაპირ SketchUp-ის 3D მოდელის გარემოში, Apple Pencil-ის გამოყენებით ტაბლეტისთვის. ეს სასარგებლო აღმოჩნდა კლიენტებთან, პროექტის მენეჯერებთან, პარტნიორებთან და კონსულტანტებთან შეხვედრებში. საბოლოოდ, შემდეგი ნაბიჯი იყო სასარგებლო სამშენებლო მოედანი. ადრე მომიწია კლიენტებთან შეხვედრა ოფისში პროექტის დეტალების განსახილველად, ახლა კი არ მიწევს, რადგან ადგილზე შეგვიძლია განხილვა. ის გლუვი და სწრაფი აღმოჩნდა. ”

João Queiroz e Lima, არქიტექტორი Casca-ში

 

SketchUp-ს პრაქტიკულად ყოველდღე ვიყენებ კინოინდუსტრიაში. ამჟამად ვიყენებ iPad-ის ვერსიას და ვიღებ იდეებს ყველგან – მატარებელში, გადასაღებ მოედანზე და ა.შ. წარსულში, iPad-ის ვერსიამდე, ხელით ვხატავდი და ვბეჭდავდი SketchUp სცენებს და ხელით ვნიშნავდი ზომებს ფურცელზე.ახლა მე შემიძლია ამის გაკეთება ფილმის რეჟისორთან ერთად გადასაღებ მოედანზე. ეს ხელს უწყობს კონცეფციის შემუშავების დროის დაზოგვას – დაახლოებით ნახევარი დღით ნაკლები სჭირდება. სხვათა შორის, მოხერხებულად მოწყობილი სამუშაო გარემოს გამო პლანშეტზე 3D მოდელირებისთვის ადგილს არ ვკარგავ. მენიუს ყველა ხელსაწყო განლაგებულია ჩამოსაშლელ განყოფილებებში, რაც ზოგავს უამრავ სივრცეს ეკრანზე 3D მოდელირებისთვის.”

ყველაზე ცნობილი ფილმების სამხატვრო ხელმძღვანელი ლუკ უაიტლოკი, IG: @lukewhitelockdesign

 

მე ვარ პროფესიით პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, მაგრამ ვიყენებ SketchUp პროგრამულ უზრუნველყოფას ჩემი ხის ნაწარმის დამუშავების პროექტებისთვის. მე ვაპროექტებ ყველაფერს, ავეჯიდან დაწყებული წიგნების რთული თაროებით დამთავრებული. iPad-ით შემიძლია ვიმუშაო ყველგან იმისდა მიუხედავად, თუ სად ვიმყოფები. მე შემიძლია დავხაზო ჩემი პროექტები სახლში დივანზე მეუღლესთან ერთად. კომპიუტერის ეკრანზე დამოკიდებული აღარ ვარ. მშვენიერია, რომ გვაქვს ეს შესაძლებლობა.”

ხის დამუშავების ექსპერტი ჯორჯ დეჩერნი

 

ახლა კი მოდით შევხვდეთ ექსკლუზიურ ტესტერს ომარ კალდერონ სანტიაგოს, დიზაინის მენეჯერს Perkins Eastman-ში. Perkins Eastman არის საერთაშორისო არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, ურბანული დიზაინისა და დაგეგმვის, ლანდშაფტის, გრაფიკული დიზაინისა და პროექტების მართვის კომპანია. ომარი პასუხისმგებელია პროექტის კონცეფციების შემუშავებაზე და უპირატესობას ანიჭებს SketchUp ინსტრუმენტს.

‘’SketchUp გაძლევთ შესაძლებლობას მიაწოდოთ თქვენი იდეები კოლეგებსა და კლიენტებს. Perkins Eastman Group უნიკალურია იმით, რომ სამუშაო შესრულებულია რამდენიმე განსხვავებული დიზაინის ჯგუფის თანამშრომლობით. ეს ნიშნავს, რომ ყველა მუშაობს საერთო სამუშაო სივრცეში სხვადასხვა დისციპლინებით გაერთიანებული.“.

როგორ ახდენთ  iPad ვერსიის  ადაპტირებას თქვენს სამუშაოსთან?

„ჩვენ მოვიძიეთ და გამოვცადეთ ახალი ინსტრუმენტი ჩვენს სამუშაო პროცესში და მივხვდით, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. მე ვიყენებ ხელსაწყოს კონცეფციის აღდგენის ეტაპზე. შემოქმედებითი პროცესის გასათავისუფლებლად სასარგებლოა მარტივი და მოსახერხებელი ხელსაწყოს არსებობა. ქაღალდისა და ფანქრის მსგავსი ხელსაწყოს არსებობა და SketchUp-ის ტაბლეტის ვერსია სწორედ ამას აკეთებს.

 

ჩემი სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ იწყება რელიეფის 3D გარემოში ჩატვირთვით. ამ გზით მე შემიძლია რეალისტური მასშტაბის მშენებლობა დავიწყო. ვიწყებ მასების შექმნას და ფორმირებას. ეს საშუალებას გვაძლევს მე და ჩემ  გუნდს გავიგოთ შენობის მასშტაბები და გარემოს კონტექსტი. იქიდან გაომდინარე, რომ ამიერიდან არის უწყვეტი კავშირი და ინტეგრაცია დესკტოპის და პლანშეტის ვერსიებს შორის – შემიძლია ორივე ხელსაწყოს შეუფერხებლად გამოყენება. “

 

iPad-ის ვერსია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პროექტის დეტალიზების ფაზაში. მაგალითად, შემიძლია ავტვირთო ობიექტის ფოტო ან გეგმა და ავიყვანო მოცულობები, შემდეგ გავამახვილო ყურადღება პროექტის შესაბამის ნაწილზე და გავაუმჯობესო.

 

ასევე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მარტივად ჩავტვირთო 3D მოდელები პროექტში 3D Warehouse 3D მოდელის ბიბლიოთეკიდან პირდაპირ ჩემს ვირტუალურ პროექტში ტაბლეტზე. ეს ხელს უწყობს სამუშაო პროცესის დაჩქარებას. ”

კონცეფციის შემუშავების ეტაპზე ყველაზე რთული ამოცანების გადასაჭრელად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სამუშაო პროცესს. რატომ არის SketchUp და iPad იდეალური (დიზაინის) წყვილი? იმიტომ რომ:

სამუშაო არ მიგაჯაჭვებთ საოფისე მაგიდასთან, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ინტერნეტთან დაკავშირებული;

შემოქმედებითი პროცესი უფრო ადვილი ხდება, რადგან 3D პროექტების შემუშავება შესაძლებელია ხელით და Apple Pencil-ით;

3D პროექტებზე წვდომის შესაძლებლობა ნებისმიერი ადგილიდან;

თქვენი იდეების გაზიარების შესაძლებლობა AirDrop ტექსტის, ელ. ფოსტის ან დოკუმენტების სხვადასხვა აპლიკაციებთან სინქრონიზაციის გზით.

შეამოწმეთ ვიდეო ტუტორილალი SketchUp iPad-ისთვის.

ხშირად დასმული კითხვები (F.A.Q)

შემიძლია გადმოვწერო SketchUp-ის საცდელი ვერსია სანამ უშუალოდ ვიყიდი?

დიახ ნამდვილად – ჩამოტვირთეთ უახლესი ვერსია აქ და შედით თქვენი Trimble ID (TID) ანგარიშით, რომ დაიწყოთ თქვენი 7 დღიანი საცდელი პერიოდი. გახსოვდეთ, თითოეულ ადამიანს შეუძლია შექმნას მხოლოდ ერთი Trimble ანგარიში.

შემიძლია თუ არა პროგრამის გამოყენება ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერზე SketchUp-ის გამოწერის შეძენის შემდეგ?

SketchUp გამოწერა დაკავშირებულია კონკრეტული მომხმარებლის Trimble ID ანგარიშთან, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაააქტიუროთ გამოწერა ერთდროულად ორ კომპიუტერზე. V-ray რენდერინგი იმუშავებს მხოლოდ ერთ კომპიუტერზე ერთდროულად.

შესაძლებელია თუ არა ჩემი SketchUp Pro გამოწერის განახლება Studio-თი?

აქტიური SketchUp Pro გამოწერა შეიძლება განახლდეს Studio-თი ფასში სხვაობის გადახდით. დამატებითი გადახდა მოგიწევთ მხოლოდ გამოწერის დარჩენილი დღეებისთვის, პროპორციულად.

შემიძლია რამდენიმე Trimble ანგარიში იყოს აქტიური ერთ კომპიუტერზე?

მხოლოდ ერთი Trimble ანგარიში შეიძლება იყოს აქტიური თითო კომპიუტერზე. კომპიუტერის მომხმარებლების შეცვლა მოითხოვს Trimble ანგარიშების შეცვლას. ინდივიდუალური პროფილები შეიძლება შეიქმნას 3D Warehouse გარემოში Trimble-ისგან დამოუკიდებლად.

მჭირდება ინტერნეტ კავშირი ჩემი SketchUp გამოწერის გამოსაყენებლად?

როდესაც პირველად გაააქტიურებთ SketchUp გამოწერას, უნდა გქონდეთ ინტერნეტთან კავშირი. გარდა ამისა, იმისათვის, რომ არ გამოირთოს ანგარიში კონკრეტულ მოწყობილობაზე, საჭიროა თვეში ერთხელ ინტერნეტთან დაკავშირება.

კვლავ შევძლებ ჩემს SketchUp მოდელებზე წვდომას ჩემი გამოწერის დასრულების შემდეგ?

გამოწერის დასრულების შემდეგ, მასთან დაკავშირებული რედაქტირების ფუნქციები და სერვისები აღარ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მოდელები ხელმისაწვდომი იქნება SketchUp Free-ის უფასო ვერსიით.

რა ემართება SketchUp-ის ყველა ფლაგინს, როდესაც ჩემი გამოწერა დასრულდება?

იმის გამო, რომ ფლაგინები არ არის ხელმისაწვდომი SketchUp-ის უფასო ვერსიაში, თქვენ შეძლებთ მათი გამოყენების გაგრძელებას მხოლოდ გამოწერის განახლების შემდეგ. პროგრამის დანამატები დარჩება თქვენს ფასიან გამოწერაში.

რა ემართება LayOut დოკუმენტებს გამოწერის ვადის ამოწურვის შემდეგ?

LayOut არ იმუშავებს აქტიური გამოწერის გარეშე და მომხმარებელი ვერ შეძლებს თავისი LayOut დოკუმენტების გახსნას ან რედაქტირებას. მომხმარებელს უნდა ახსოვდეს, რომ დროულად შეინახოს ისინი ძველ ვერსიებში ან PDF ფორმატში.

ჩემი გამოწერის დასრულების შემდეგ, კვლავ შევძლებ ჩემს მონაცემებზე წვდომას Trimble Connect-დან?

გამოწერის ბოლოს, Trimble Connect ანგარიში დაუბრუნდება თავისუფალ რეჟიმს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს განაგრძოს გამოყოფილი ქლაუდ სივრცის 10 GB-ის გამოყენება. 10 გბაიტზე მეტი ლიმიტის ნებისმიერი მონაცემი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ read-only ფორმატში.

შემიძლია გადავიტანო ჩემი SketchUp გამოწერა სხვა Trimble მომხმარებლის ანგარიშზე?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თანამშრომელი წყვეტს შრომით ურთიერთობას, მასთან დაკავშირებული ანგარიში შეიძლება გადავიდეს სხვა ანგარიშზე. ამისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.