მისი სიმარტივის, მოქნილობისა და სტაბილურობის გამო, SketchUp Pro ® ადვილად გამოსაყენებელია პროექტის ნებისმიერ ეტაპზე, მიუხედავად პროექტის ზომისა. ყველაზე ინტუიციური არქიტექტურული და ინტერიერის მოდელირების ონლაინ პროგრამა თქვენი იდეების დახაზვის, ვიზუალიზაციისა და დოკუმენტაციისთვის.

რა ინსტრუმენტები შედის SketchUp Pro-ს გამოწერაში?

წინასწარი დიზაინი

ეს ინსტრუმენტი დიზაინერებს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, როგორც გაზომვის, ისე დიზაინის თვალსაზრისით, რითაც უზრუნველყოფს დიზაინის მოწესრიგებულ და სწორ დაწყებას. გამოიყენეთ კლიმატის, გეოლოგიის და სხვა ანალიზები PreDesign ინსტრუმენტით და თქვენი წინასწარი საპროექტო წინადადებები სულ რამდენიმე წუთში უფრო მიმზიდველი და ზუსტი გახდება!

ხაზვის ხელსაწყოები


SketchUp PRO პროგრამულ უზრუნველყოფაში ხაზვისა და მოდელირების მეთოდი ეფუძნება ინტუიციურობის პრინციპს. შეიმუშავეთ, დახაზეთ და მოახდინეთ მოდელირება თავისუფლად და თქვენი კომპეტენციებისგან დამოუკიდებლად. SketchUp სამუშაო გარემო საშუალებას მოგცემთ სწრაფად იპოვოთ საჭირო ინსტრუმენტი და გამოიყენოთ იგი ინტუიციურად. ვინაიდან პროგრამის სამუშაო გარემოს ცნობადობა დაფუძნებულია X, Y და Z ღერძებზე, ამ გზით SketchUp-ში ხაზვისა და მოდელირებისას თქვენ ყოველთვის გააკეთებთ ყველაფერს ზუსტად და გამართულად, გადახრებისა და შესაძლო შეცდომების გარეშე. პროგრამის მოდელირების ვექტორული/სივრცითი გაგება დაგეხმარებათ აირჩიოთ სწორი მიმართულება ან სასურველი გეომეტრია, ასე რომ ნუღარ დააყოვნებთ, დაიწყეთ დღესვე!


3D ზედაპირების და გეომეტრიის სხვა ზემოქმედების ექსტრუზია/გამოწევა

მას შემდეგ რაც შექმნით თქვენთვის სასურველ გეომეტრიას ან სიბრტყეს, უპრობლემოდ დააწექით, მოწიეთ ან სხვაგვარად იმოქმედეთ მის წესრიგზე ამ დამხმარე ხელსაწყოებით. გადაკვეთეთ სიბრტყეები, შექმენით უნიკალური ფორმები მყარი და ღრუ გეომეტრიული ფორმების შერევით.


მზის მიმართულება/დაჩრდილვა

ღილაკზე თითის დაჭერით შეგიძლიათ გაააქტიუროთ დაჩრდილვის ფუნქცია SketchUp Pro სამუშაო გარემოში. თქვენი მდებარეობიდან, წელიწადისა და დღის დროიდან გამომდინარე, SketchUp ზუსტად წარმოქმნის ჩამოსაშლელ ჩრდილს წყაროს მონაცემების ექსპორტის ოფციით. ხელსაწყოს სლაიდერის გადათრევით, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ აკონტროლოთ ჩრდილის გავლენა თქვენს პროექტზე.


 

ჭრები / ფილები

SketchUp Pro-ს საშუალებით შეგიძლიათ დანაწილოთ, გაყოთ ან სხვაგვარად გააანალიზოთ და შეამოწმოთ თქვენი მოდელი Section Cut, Flip და სხვა ხელსაწყოებით, რომლებიც საშუალებას მოგცემთ მიხვიდეთ საჭირო დეტალებზე ან კვეთებზე, მთლიანი გეომეტრიის განადგურების გარეშე.


 

ნახაზების დიზაინი "Layout"-ით

ნახაზების ან პრეზენტაციების მომზადება არასოდეს ყოფილა ასე მარტივი! LayOut აპლიკაციით შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად მოამზადოთ ნახაზები დასაბეჭდად. ანოტირებული აღწერილობების, ინდექსების და სხვა სპეციფიკური მითითებების დამატების შესაძლებლობა დამკვეთებთან ან ინსტრუქტორებთან წარდგენამდე.


 

ზუსტი გეოლოკაცია არსებული ლანდშაფტით

პროექტისთვის დაგეგმილი ნაკვეთის კოორდინატების ან ზუსტი მისამართის გათვალისწინებით, გექნებათ შესაძლებლობა SketchUp-ის სამუშაო გარემოში ჩასვათ ტერიტორია, სადაც გეგმავთ დიზაინს დამატებითი ნაბიჯების გარეშე. რელიეფის და სხვა გეომეტრიული ფაქტორების გათვალისწინებით, პროგრამა ინტუიციურად აჩვენებს დედამიწის 3D ზედაპირებს.


 

დინამიური კომპონენტები

დაამატეთ სხვადასხვა ინფორმაცია თქვენს კომპონენტებს, როგორიცაა სხვადასხვა ფერები და ზომები ან ბრუნვის მიმართულება. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი კომპონენტის თვისებები ერთი დაწკაპუნებით.


 

შეცდომის გამოვლენა/რეპორტინგი

შექმენით რეპორტინგები, რომლებიც გამოჩნდება თქვენს SketchUp მოდელში. მოახდინეთ ობიექტების, მასალების ან ფერების რეალური დიზაინისთვის იდენტიფიცირება. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით, შეამცირეთ თქვენი პროექტის წონა და მისი სკანირების რესურსები.


 

ფორმის სწრაფი გაზიარება, კოპირება და სხვა ვარიაციები.

შექმენით 1 განზომილება ორი ან მეტი განზომილებიდან. დაამატეთ ისინი, გამოაკელით ან გაყავით. არსებობს რამდენიმე ვარიანტი უნიკალური განზომილებების შესაქმნელად, რომლებსაც ვერ შექმნით სტანდარტული მოდელირების ხელსაწყოებით


 

 

BIM

BIM კლასიფიკატორი: სტანდარტული IFC BIM ობიექტების ტიპების რუკა გეომეტრიით (მაგ. კედლები, იატაკის ფილები, სახურავები და ა.შ.) სხვა BIM ინსტრუმენტებთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად. IFC ექსპორტი: თქვენი მოდელის IFC (Industrial Foundation Classes) ფაილის ექსპორტი, გეომეტრიისა და ღირებული მეტამონაცემების ჩათვლით, სხვა BIM აპლიკაციებში გამოსაყენებლად. IFC იმპორტი: IFC ფაილების სხვა BIM პროგრამებიდან იმპორტის შესაძლებლობა.


 

ანიმაცია / სცენების შექმნა

თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი მოდელი ვიდეოებში. აირჩიეთ ყველა თქვენთვის სასურველი სურათი და შექმენით მათგან „სცენები“.გააკეთეთ  ექსპორტი როგორც .mov ან .avi და უყურეთ ნებისმიერ კომპიუტერზე!


 

ფოტოსთან თავსებადობა

PhotoMatch-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად დააკავშიროთ ფოტო SketchUp-ის კოორდინატულ სისტემას. PhotoMatch ფუნქცია მყისიერად ითვლის კამერის სწორ პოზიციას და სწორ ხედვის კუთხეს.


 

 

სტილები და პრეზენტაციები

გადახედეთ თქვენს პროექტებს პროფესიონალურად, მიმზიდველად და მხატვრულად. შექმენით სტილი, შეცვალეთ ფერები, ცა და სხვა გარემო ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ პრეზენტაციაზე.


 

SketchUp Pro

ყველაზე ინტუიციური არქიტექტურული და ინტერიერის მოდელირების ონლაინ პროგრამა თქვენი იდეების ვიზუალიზაციისთვის

₾ 1315,00 + დღგ / წელიწადში

  ულიმიტო წვდომა Trimble Connect-ზე

  3D Warehouse – შეზღუდვების გარეშე

  ფაილების პროფესიონალური იმპორტი და ექსპორტი

  SketchUp ეკრანის ვერსია

  SketchUp Ipad ვერსია დიზაინისთვის

  “LayOut” –2D ნახაზების მოსამზადებლად

  შერეული რეალობა პროექტის განსახილველად

  წინასწარი დიზაინი პროექტის გარემოს ანალიზისთვის

ხშირად დასმული კითხვები (F.A.Q)

შემიძლია გადმოვწერო SketchUp-ის საცდელი ვერსია სანამ უშუალოდ ვიყიდი?

დიახ ნამდვილად – ჩამოტვირთეთ უახლესი ვერსია აქ და შედით თქვენი Trimble ID (TID) ანგარიშით, რომ დაიწყოთ თქვენი 7 დღიანი საცდელი პერიოდი. გახსოვდეთ, თითოეულ ადამიანს შეუძლია შექმნას მხოლოდ ერთი Trimble ანგარიში.

შემიძლია თუ არა პროგრამის გამოყენება ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერზე SketchUp-ის გამოწერის შეძენის შემდეგ?

SketchUp გამოწერა დაკავშირებულია კონკრეტული მომხმარებლის Trimble ID ანგარიშთან, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაააქტიუროთ გამოწერა ერთდროულად ორ კომპიუტერზე. V-ray რენდერინგი იმუშავებს მხოლოდ ერთ კომპიუტერზე ერთდროულად.

შესაძლებელია თუ არა ჩემი SketchUp Pro გამოწერის განახლება Studio-თი?

აქტიური SketchUp Pro გამოწერა შეიძლება განახლდეს Studio-თი ფასში სხვაობის გადახდით. დამატებითი გადახდა მოგიწევთ მხოლოდ გამოწერის დარჩენილი დღეებისთვის, პროპორციულად.

შემიძლია რამდენიმე Trimble ანგარიში იყოს აქტიური ერთ კომპიუტერზე?

მხოლოდ ერთი Trimble ანგარიში შეიძლება იყოს აქტიური თითო კომპიუტერზე. კომპიუტერის მომხმარებლების შეცვლა მოითხოვს Trimble ანგარიშების შეცვლას. ინდივიდუალური პროფილები შეიძლება შეიქმნას 3D Warehouse გარემოში Trimble-ისგან დამოუკიდებლად.

მჭირდება ინტერნეტ კავშირი ჩემი SketchUp გამოწერის გამოსაყენებლად?

როდესაც პირველად გაააქტიურებთ SketchUp გამოწერას, უნდა გქონდეთ ინტერნეტთან კავშირი. გარდა ამისა, იმისათვის, რომ არ გამოირთოს ანგარიში კონკრეტულ მოწყობილობაზე, საჭიროა თვეში ერთხელ ინტერნეტთან დაკავშირება.

კვლავ შევძლებ ჩემს SketchUp მოდელებზე წვდომას ჩემი გამოწერის დასრულების შემდეგ?

გამოწერის დასრულების შემდეგ, მასთან დაკავშირებული რედაქტირების ფუნქციები და სერვისები აღარ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მოდელები ხელმისაწვდომი იქნება SketchUp Free-ის უფასო ვერსიით.

რა ემართება SketchUp-ის ყველა ფლაგინს, როდესაც ჩემი გამოწერა დასრულდება?

იმის გამო, რომ ფლაგინები არ არის ხელმისაწვდომი SketchUp-ის უფასო ვერსიაში, თქვენ შეძლებთ მათი გამოყენების გაგრძელებას მხოლოდ გამოწერის განახლების შემდეგ. პროგრამის დანამატები დარჩება თქვენს ფასიან გამოწერაში.

რა ემართება LayOut დოკუმენტებს გამოწერის ვადის ამოწურვის შემდეგ?

LayOut არ იმუშავებს აქტიური გამოწერის გარეშე და მომხმარებელი ვერ შეძლებს თავისი LayOut დოკუმენტების გახსნას ან რედაქტირებას. მომხმარებელს უნდა ახსოვდეს, რომ დროულად შეინახოს ისინი ძველ ვერსიებში ან PDF ფორმატში.

ჩემი გამოწერის დასრულების შემდეგ, კვლავ შევძლებ ჩემს მონაცემებზე წვდომას Trimble Connect-დან?

გამოწერის ბოლოს, Trimble Connect ანგარიში დაუბრუნდება თავისუფალ რეჟიმს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს განაგრძოს გამოყოფილი ქლაუდ სივრცის 10 GB-ის გამოყენება. 10 გბაიტზე მეტი ლიმიტის ნებისმიერი მონაცემი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ read-only ფორმატში.

შემიძლია გადავიტანო ჩემი SketchUp გამოწერა სხვა Trimble მომხმარებლის ანგარიშზე?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თანამშრომელი წყვეტს შრომით ურთიერთობას, მასთან დაკავშირებული ანგარიში შეიძლება გადავიდეს სხვა ანგარიშზე. ამისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.