SketchUp-ის პროგრამული უზრუნველყოფიას გამოყენება არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ინდუსტრიით, რომლითაც ის ყველაზე მეტადაა ცნობილი. არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და მშენებლობის გარდა, SketchUp გთავაზობთ ამდენივე კრეატიული აპლიკაციის შესაძლებლობას. SketchUp-ის მრავალფეროვნება და გამოყენების სიმარტივე თავისთავად საუბრობს, რადგან ბევრმა სხვა ინდუსტრიამ, როგორიცაა ინჟინერია და გასართობი ინდუსტრია, აღმოაჩინეს, თუ როგორ შეუძლია SketchUp-ს წვლილი შეიტანოს მათ სამუშაო პროცესებში.

ინჟინერია

საინჟინრო გუნდები იყენებენ SketchUp-ს თავიანთ პროექტებში ძალიან ბევრ ასპექტში; არსებობს მრავალი პრაქტიკული მაგალითი, როდესაც SketchUp წარმატებით იქნა გამოყენებული საინჟინრო ინდუსტრიაში.

მექანიკური ინჟინერია და მანქანათმშენებლობის პროცესი

Stangl Associates, მექანიკური ინჟინერიისა და მანქანათმშენებლობის დიზაინის საკონსულტაციო ფირმა, იყენებს SketchUp-ს მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში, მათ შორის ბიზნესის განვითარებაში, უშუალოდ მანქანების და სხვადასხვა აღჭურვილობების დიზაინში, პროექტის განხილვასა და დოკუმენტაციის შექმნაშიც კი.

მიტჩელ სტენგლმა, Stangl Associates-ის დამფუძნებელმა, SketchUp 2001 წელს აღმოპაჩინა და მას შემდეგ მისი გამოყენება არასდროს შეუწყვიტავს.”პირველად,” ამბობს ის, ”მე შევძელი ელექტრონულად ისე სწრაფად გამეკეთებინა მოდელირება, როგორც ამას ხელით ვაკეთებდი.”

” 3D მოდელირება SketchUp-ით არის ჩვენი სამუშაო პროცესის საფუძველი. SketchUp-ის ხელსაწყოების მრავალფეროვანი ნაკრები და მარტივი ინტერფეისი იძლევა ჩვენი კლიენტებისთვის პროექტების მრავალფეროვნად წარმოდგენის საშუალებას’’.

გარემოსდაცვითი და წყლის ინჟინერია

Brown and Caldwell, გარემოსდაცვითი და წყლის მართვის საინჟინრო კომპანია, დიდი ხანია  SketchUp-ის მომხმარებელია:

  • ქმნიან გრაფიკებს თავიანთი ბიზნესის განვითარების პროექტებისთვის;
  • ავითარებენ 3D დეტალიზაციის პროცესს;
  • ასრულებენ ნაკადების გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც ეხმარება კლიენტებს გაიგონ, როგორ მუშაობს მათი ინსტალაციები.

ვიზუალური დეტალების კომუნიკაცია მათ დიზაინსა და კოლაბორაციაში კომპანიის მუშაობის უდიდესი ნაწილია. SketchUp-ის გამოყენებით, საინჟინრო გუნდებს Brown and Caldwell-ში შეუძლიათ თავიანთი იდეები და დიზაინი კონცეფციებიდან პრეზენტაციამდე (კლიენტებისთვის) მიიტანონ სწორედ თავიანთი სამუშაო პროცესების მეშვეობით.

წყლის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც შექმნილია Brown and Caldwell-ის მიერ

ჰაერის ფილტრაციის ინჟინერია

Daniel Company, კიდევ ერთმა საინჟინრო კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია ჰაერის დაბინძურების კონტროლისა და ფილტრაციის სისტემებში, ასევე მიაღწია წარმატებას SketchUp-ით. მან გამოიყენა SketchUp ჰაერის დაბინძურების კონტროლის სისტემებისა და წყლის კონტროლის კაბინეტების შედგენის, დიზაინისა და ანალიზისთვის.

„Sketchup Pro დაგვეხმარა პოტენციური პრობლემების ვიზუალიზაციაში 3D-ში, რაც საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ შეუსაბამობები კომპიუტერში და უშუალოდ შემთხვევის ადგილზე. ის გვაზღვევს მასალისა და რესურსების დაკარგვისგან და ამცირებს ნახშირბადის კვალს. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენი ნახაზები და მოდელები ნებისმიერ ადამიანს მთელს მსოფლიოში. მათ შეუძლიათ შენიშვნების გაკეთება პირდაპირ ნახაზებზე, უხერხული სატელეფონო საუბრების გარეშე, იმის შესახებ, თუ „რა ცვლილებაა საჭირო და სად რა უნდა განხორციელდეს“. 

ჰაერის ფილტრაციის სისტემის კომპონენტები

გასართობი ინდუსტრია

ინჟინერიის გარდა, გასართობმა ინდუსტრიამ ასევე აღმოაჩინა SketchUp-ის მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია კინო და სასცენო წარმოდგენებისთვის, ანიმაციისა და გეიმინგ დიზაინისთვის.

კინოსა და სასცენო ინდუსტრიაში SketchUp-ის დიზაინი და თანამშრომლობითი ასპექტები სამუშაო პროცესებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

პროდუქციის დიზაინერებმა, როგორიცაა Emmy-ის ჯილდოს მფლობელი ენდი უოლმსი და საუკეთესო სატელევიზიო შოუს პროდიუსერი დევიდ ბლასი, გამოიყენეს SketchUp მათი მრავალი სცენის განვითარებისთვის. მათი შემოქმედება შეგიძლიათ ნახოთ პოპულარულ შოუებში, როგორიცაა American Idol და The Pitch.

წარმოების დიზაინერი პასუხისმგებელია დეკორაციის გარეგნობისა და შეგრძნების განვითარებაზე, რომლებმაც უნდა ასახონ მწერლის ნამუშევარი, რეჟისორის ხედვა და პროდიუსერის გეგმა.

სცენები სატელევიზიო შოუებიდან “American Idol” და “The Pitch”.

ჯიმ ბისელმა, კინოინდუსტრიის კიდევ ერთმა დიზაინერმა, გამოიყენა SketchUp რეჟისორის ხედვის შესატყვისი სცენების შესაქმნელად ფილმში 300.

სცენა, რომელიც შემუშავებულია პროდიუსერის, ჯიმ ბისელის მიერ, ფილმისთვის “300”.

არქიტექტურასა და მშენებლობაში მისი გამოყენების მსგავსად, Sketchup შეიძლება გამოყენებულ იქნას კონცეფციის ვიზუალიზაციის საწყისი ეტაპიდან, დიზაინის წარმოებამდე, სტრუქტურის მშენებლობამდე.

ლუკ უაიტლოკი, სამხატვრო დირექტორი კინოინდუსტრიაში, ავითარებს დიზაინერების შემოქმედებას კონსტრუქციულ კომპლექტებად. SketchUp-ით ის აწარმოებს უფრო დეტალურ ვიზუალს და დოკუმენტაციას მშენებლებისთვის დოკუმენტაციის შესაქმნელად. ლუკას ზოგიერთი შემოქმედება შეგიძლიათ იხილოთ მთავარ მხატვრულ ფილმებში, მათ შორის “გალაქტიკის მცველები”, “შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი” და “მალეფისენტი: ბოროტების სავანე”.

სხვადასხვა კუთხის ტესტირება ჟასმინის ოთახსა და აივანზე, ალადინი. შემქმნელი: დისნეი

ნამუშევრების დიზაინი SketchUp-ის გამოყენებით ლუკ უაიტლოკის ფილმიდან Aladdin.

ანიმაცია და თამაშის დიზაინი

გარდა ფილმებისა და სცენის სპექტაკლებისა, არტ დირექტორები ასევე იყენებენ SketchUp-ს, ძირითადად, თამაშის ან ანიმაციური ფილმის ვიზუალური სტილის შესაქმნელად. ისინი განსაზღვრავენ, თუ როგორ გამოიყურებიან პერსონაჟები, ან რეკვიზიტები ან გარემო და ასე უქმნიან საფუძველს ხელოვნების დეპარტამენტის ილუსტრატორებსა თუ ანიმატორების მუშაობას. თავად SketchUp მოდელი არ გამოიყენება ანიმაციურ ფილმში ან თამაშში.

ერთ-ერთი მაგალითი, სადაც SketchUp გამოიყენეს იყო ჯილდოს მფლობელი თამაში “Uncharted”.

ნამუშევრები შექმნილია ვიდეო თამაშისთვის, “Unchartered”.

როგორც ხედავთ, ამ შემთხვევის კვლევებიდან, SketchUp გთავაზობთ მისი გამოყენების ფართო სპექტრს მრავალ ინდუსტრიასა და პროფესიაში. SketchUp-მა იპოვა გზა მრავალი კრეატორისა და პროფესიონალის გულში. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ინდუსტრიაში არიან ისინი, მათ აღმოაჩინეს კავშირი SketchUp-თან მათი დიზაინის ვიზუალიზაციისა, ვიზუალური სიუჟეტის შექმნის, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და მათი პროექტების ერთი ეტაპიდან მეორეზე თავდაჯერებულად პროგრესის გამო.

დაიწყეთ თქვენი სრული SketchUp გამოცდილება!

საუკეთესო ფასებისა და ადგილობრივი მხარდაჭერისთვის, ყოველთვის მიმართეთ BIM Solutions Georgia-ს. თქვენი ინდუსტრიის სანდო პარტნიორს.

სტატიის წყარო: www.sketchupaustralia.com.au

Share.

Comments are closed.