რამშა ნოამანი არის არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი პაკისტანის ქალაქ ლაჰორიდან. მისი სტუდიის, Atelier Design by Ramsha  და Upwork პლატფორმის მეშვეობით, ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კლიენტებთან თანამშრომლობს, რომლებიც იზიარებენ მის ხედვას – შექმნას სივრცეები, რომლებიც “მშვიდ და დაბალანსებულ” ატმოსფეროს ატარებენ.

არ აქვს მნიშვნელობა თბილ საცხოვრებელ ინტერიერზე მუშაობს თუ კომერციული სივრცეებზე, ვიზუალიზაცია მისი საყვარელი ეტაპია – პროცესის ის ნაწილი, სადაც დიზაინის იდეებს განწყობა, სიღრმე და ამბავი ემატება. ფუნქციურად და ემოციურად გამართული დიზაინის გადმოსაცემად, რამშა V-Ray for SketchUp-ს ეყრდნობა.

 „მიყვარს, როცა იდეები მშენებლობამდე სიცოცხლეს იძენენ და სწორედ აქ გახდა V-Ray ჩემთვის არსებითი ინსტრუმენტი. ის მაძლევს საშუალებას გადმოვცე ატმოსფერო, სიღრმე და ისეთი განათება, რომელიც ისტორიას ჰყვება.“- ამბობს ის.

ამ კითხვა-პასუხის ფორმატში რამშა გვიყვება, რატომაა V-Ray მისი მთავარი სარენდერო პროგრამა, როგორ ჯდება ის მის სამუშაო პროცესში და რატომ არის Light Mix მისი ყველაზე ხშირად გამოყენებული ფუნქცია, ფოტორეალისტურ რენდერებთან ერთად.

რატომ აირჩიეთ V-Ray არქიტექტურული ვიზუალიზაციისთვის?

„დასაწყისში რამდენიმე რენდერის ინსტრუმენტი გამოვცადე, მაგრამ V-Ray გამორჩეული აღმოჩნდა, რადგან სრულ კონტროლს, რეალიზმს და თანმიმდევრულობას მაძლევს. თავისუფლებასა და ტექნიკურ სიზუსტეს შორის ბალანსია ის, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. თანაც ისე ორგანულად ინტეგრირდება SketchUp-თან, რომ დიზაინის პროცესის ნაწილია და არა ცალკე ეტაპი. შემიძლია იგივე კრეატიულ ნაკადში დავრჩე და სხვადასხვა განათების განწყობა თუ მასალის ფაქტურა მოვსინჯო, რიტმის დარღვევის გარეშე.“

რა არის თქვენი ტიპიური სამუშაო პროცესი და როგორ ჯდება მასში V-Ray?

„ჩემი სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ SketchUp-ში სწრაფი მასინგით იწყება იმისთვის, რომ სწორად დავსახო პროპორციები და სივრცის დინამიკა. როცა ეს საფუძველი გამზადებულია, ვიწყებ დეტალების შრეს დამატებას: ჯერ დეტალურ მოდელირებას, შემდეგ კი მასალებს, განათებას, ტექსტურებს და განწყობას. აქედან იწყებს V-Ray თავისი ნამდვილი როლის შესრულებას. ეს არის ის ეტაპი, სადაც ჩემი 3D მოდელი ცოცხლდება.

V-Ray-ს ვიყენებ იმის შესასწავლად, თუ როგორ ურთიერთქმედებს შუქი მასალებთან, როგორ ეხება ფარდას ნაზი მზის სხივი, ან როგორ ირეკლავს იატაკი საღამოს თბილ განათებას. ეს მეხმარება კრეატიული გადაწყვეტილებების თავდაჯერებულად მიღებაში და თითოეული დეტალის დახვეწაში მანამ, სანამ დიზაინი ნამდვილად „სწორად“ არ იგრძნობა.“

როგორ გეხმარებათ V-Ray for SketchUp კლიენტებთან იდეების კომუნიკაციაში?

„დამკვეთების უმეტესობა დიზაინერი არ არის, ამიტომ მათთვის რთულია გეგმის ან 3D მოდელის ვიზუალურად აღქმა. V-Ray იდეალურად ხედავს ამ სხვაობას. ის მაძლევს შესაძლებლობას ვაჩვენო არა მხოლოდ ის თუ როგორ გამოიყურება სივრცე, არამედ მიუვცე საშუალება, რომ შეიგრძნონ სივრცის სრული ატმოსფერო.”

როდესაც ისეთ რენდერს ვუგზავნი, რომელიც სწორ განწყობას, შუქის სითბოს, მასალების ტექსტურებსა და ატმოსფეროს გადმოსცემს, კლიენტები მაშინვე უკავშირდებიან იდეას. ისინი გრძნობენ დიზაინის უკან მდგომ ისტორიას  და ეს განაპირობებს ბევრად უფრო მარტივ და ჰარმონიულ თანამშრომლობას.“

გაქვთ თქვენი ფავორიტი V-Ray ფუნქცია?

„რა თქმა უნდა! Light Mix მიყვარს ძალიან. ნამდვილად ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. განათების ინტენსივობისა და ფერის ტემპერატურის კორექტირებამ რენდერის დასრულების შემდეგ სრულიად შეცვალა ჩემი სამუშაო სტილი. ეს დროს მაზოგინებს და მაძლევს თავისუფლებას, ექსპერიმენტები ჩავატარო ატმოსფეროსა და ტონალობებზე.

და, რა თქმა უნდა, V-Ray-ის მასალების რეალიზმს ვერცერთი სხვა შეედრება. მისი უნარი, მართოს ანარეკლები და გლობალური განათება, ჩემს რენდერებს იმ კინემატოგრაფიულ სიღრმეს სძენს, რასაც ყოველთვის ვცდილობ.“ აქ არის რამდენიმე რენდერი, სადაც Light Mix-ის ფუნქციებით ვთამაშობდი:

და ბოლოს, რას დაამატებდით V-Ray-თან მუშაობის გამოცდილების შესახებ?

„V-Ray-მა სრულიად შეცვალა ის თუ, როგორ აკეთებ ვიზუალიზაციას და როგორ წარმოადგენ დიზაინს. ეს მხოლოდ ვიზუალიზაციის ინსტრუმენტი არააა. ეს თითქოს განათებით ხატვაა, თითქოს ჩემს დიზაინებს სულს ვუდგამ. ჩემთვის თითოეულ გამოსახულებას თავისი ისტორია აქვს. იქნება ეს დილის მშვიდი სინათლე თუ თბილი საღამოს ატმოსფერო. V-Ray კი მეხმარება ზუსტად ამ გრძნობების დაჭერაში. ის უდიდესი ნაწილი იყო ჩემი განვითარებისა როგორც დიზაინერის და როგორც ვიზუალური მტხრობელის შემოქმედის.“

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ V-Ray-ს მომხმარებელი, შეიძინეთ V-Ray თქვენზე მორგებული პირობებით.

სტატიის წყარო: www.chaos.com

Share.

Comments are closed.