SketchUp-ის განახლებები iPad-ის ვერსიისთვის გაძლევთ მეტ კონტროლს ჯგუფებსა და კომპონენტებზე, დამატებითი იმპორტისა და ექსპორტის შესაძლებლობებს, უფრო მოქნილ ინტერფეისსა და ხელსაწყოების ზოლის მორგების გზებს, ასევე ახალ ინსტრუმენტებს მოდელირების პროცესის გასამარტივებლად.
როდესაც SketchUp-ის iPad ვერსია შეიქმნა, მისმა დიზაინერებმა იცოდნენ, რომ მოდელირების თავისუფლება ნებისმიერ ადგილას და Apple Pencil-ით ხატვის შესაძლებლობა თქვენს კრეატიულობას კიდევ უფრო გააძლიერებდა. ახალი გაუმჯობესებები მოდელირების ეფექტურობას ზრდის და დიზაინის პროცესს უფრო პერსონალიზებულს ხდის.
SketchUp iPad-ისთვის გთავაზობთ hover-ის მხარდაჭერას, მუქ რეჟიმს (Dark Mode), სრულიად განახლებულ Flip ხელსაწყოს, სასურველი ხელსაწყოების ზოლს, Solid Tools-ს, DWG-ის მხარდაჭერას და სხვა ფუნქციებს, რაც მოდელირების პროცესს უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.
DWG და DXF ფაილების იმპორტი და ექსპორტი სხვადასხვა აპებში
SketchUp iPad-ისთვის ახლა უკვე მხარს უჭერს DWG და DXF ფაილების იმპორტსა და ექსპორტს. აღარ არის საჭირო CAD ფაილების გადაყვანა დესკტოპსა და ვებს შორის iPad-ში შესატანად. გადაიტანეთ თქვენი 2D კონცეფცია CAD-დან პირდაპირ iPad-ზე, რათა სწრაფად გარდაქმნათ 3D მოდელად და დაამუშავოთ მისი ყველა დეტალი.
თუკი ისევ CAD-ში ბრუნდებით iPad-იდან პირდაპირ შეგიძლიათ DWG და DXF ფაილების ექსპორტი, რათა განახლებული ფაილები თქვენს 2D პროექტს დაამატოთ. ახლა თქვენი სამუშაო პროცესი ვრცელდება SketchUp-ის სხვადასხვა აპზე და შეუფერხებლად გადადის ნებისმიერ პროგრამაში, რომელიც DWG და DXF ფაილებს იყენებს.
სიზუსტე და სისწრაფე Hover-თან ერთად
ახალი M2 iPad Pro-ის მხარდაჭერით, შეგიძლიათ Apple Pencil-ის საშუალებით iPad-ში SketchUp-ის სრული დამიზნების ფუნქციები გამოიყენოთ. Hover რეჟიმი გაძლევთ საშუალებას მარტივად იპოვოთ ზუსტი შუა ან ბოლო წერტილი და დახაზოთ უშეცდომოდ პირველივე ცდაზე, დამატებითი სახელმძღვანელო ხაზების ან დროებითი გეომეტრიის შექმნის გარეშე.
გარდა ამისა, Hover რეჟიმი საშუალებას გაძლევთ წინასწარ მიათითოთ ობიექტები, სანამ ხაზვას დაიწყებთ, რაც მუშაობას კიდევ უფრო ამარტივებს. iPad-ზე Apple Pencil-ის გამოყენებით ახლა შეგიძლიათ უფრო სწრაფად და ზუსტად მოდელირება.
მარტივი წვდომა თქვენს საყვარელ ინსტრუმენტებზე
SketchUp iPad-ის ვერსია ახლა გთავაზობთ ორ სრულად კონფიგურირებად ხელსაწყოების ზოლს, რომელთაგან თითოეულში შეგიძლიათ რვამდე ხელსაწყოსა და პარამეტრის დამატება. მოარგეთ ინტერფეისი თქვენს უნიკალურ სამუშაო პროცესს და შეინარჩუნეთ სასურველი ინსტრუმენტები ყოველთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
ჩვენი Power User-ების საყვარელი ფუნქციები
- ჩართეთ და გამორთეთ X-Ray რეჟიმი, რათა გამოსახულებაზე მარტივად მოხაზოთ კონტურები.
- გადართეთ Parallel Projection და Perspective რეჟიმებს შორის, რათა 2D ხედვაში დაამატოთ ზომები და ანოტაციები.
- გამოაჩინეთ და დამალეთ გეომეტრია, რათა ნახოთ და შეცვალოთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ.
- დამალეთ მოდელის სხვა ნაწილები ჯგუფის ან კომპონენტის რედაქტირებისას, რათა გააუმჯობესოთ წარმადობა და ფოკუსირდეთ კონკრეტულ ამოცანაზე.
ეს მხოლოდ რამდენიმე ვარიანტია მრავალი შესაძლო შორთქათიდან. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ხელსაწყოების ზოლი, თქვენი საყვარელი ინსტრუმენტები და პარამეტრები ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება, რაც თქვენს სამუშაო პროცესს შეუფერხებელს გახდის.
უფრო მეტი კონტროლი ობიექტებზე ნიშნავს უფრო სწრაფ სამუშაო პროცესს
iPad-ზე ახლა შეგიძლიათ ჯგუფებისა და კომპონენტების მართვა Save As და Reload ფუნქციებით Context Menu ხელსაწყოების ზოლიდან და Outliner პანელიდან.
კავშირი და კოლაბორაცია
3D-ში დიდ გუნდთან ერთად მუშაობა ყოველთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა ეს მეტად კრიტიკულია პროექტის დროულად მიწოდებისთვის.
დიდი გუნდები, რომლებიც მუშაობენ რთულ პროექტებზე, ახალი კომპონენტების გამოყენებით მარტივად შეძლებენ ცალკე მუშაობას მოდელის სხვადასხვა ნაწილზე. თითოეულმა წევრმა შეიძლება Save As > To Trimble Connect ფუნქციით შეინახოს ინდივიდუალური კომპონენტები Trimble Connect-ში, საერთო პროექტში.
ამის შემდეგ, ყველა შეძლებს კომპონენტებზე დამოუკიდებლად მუშაობას, სანამ ვიღაც განაახლებს მთავარ მოდელს. ცვლილებები მზად რომ იქნება, უბრალოდ Reload-ით ჩატვირთავთ განახლებულ კომპონენტებს მთავარ ფაილში – და სულ ესაა. მზადაა!
აღმოაჩინეთ კოლაბორაციის ახალი გზები, თუნდაც სხვადასხვა ლოკაციიდან!
გჭირდებათ სხვადასხვა პროდუქტის ან კომპონენტის გამოცდა და პრეზენტაცია თქვენს მოდელში? Reload ფუნქციით ეს უკვე მარტივია! 3D Warehouse-დან კომპონენტების ჩამოტვირთვით, შეგიძლიათ დიზაინის პროცესშივე სწრაფად დატესტოთ რამდენიმე ვარიანტი.
უბრალოდ შექმენით საბაზისო მოდელი, შემდეგ კი Reload ფუნქციით შეცვალეთ კომპონენტის ყველა არსებული იდეა ალტერნატიული ვარიანტით. გააფართოვეთ თქვენი შესაძლებლობები უპრეცედენტო სისწრაფით!
შეინახეთ, მართეთ და გამოიყენეთ თქვენი კომპონენტების ბიბლიოთეკა ნებისმიერ მოწყობილობაზე SketchUp-ის ყველა ვერსიაში. აირჩიეთ “Save As > To 3D Warehouse”, რათა მარტივად შეინახოთ თქვენი კომპონენტები.

iPad-ის აპში ახლა შეგიძლიათ მარტივად შექმნათ და მოაწესრიგოთ Tag-ების გრძელი სიები. Tag-ები და Tag Folder-ები შეუფერხებლად გადადის დესკტოპიდან და ვებ-ვერსიიდან iPad-ში და პირიქით, რაც უზრუნველყოფს მუდმივ ორგანიზებას მოდელირებისა და პრეზენტაციის პროცესში.
Tag Folder-ების გამოყენებით შეგიძლიათ ერთი დაკლიკებით ჩართოთ ან გამორთოთ რამდენიმე Tag, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად წარმოაჩინოთ ან დამალოთ სხვადასხვა დიზაინის კონცეფციები. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მოწყობილობაზე მუშაობთ – თქვენი Tag-ები ყველა SketchUp აპში ერთნაირად ორგანიზებული იქნება, რაც მუშაობას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.
Flip ტრანსფორმაციები ახლა უფრო ზუსტი და მოსახერხებელია
ახალი Flip ხელსაწყოს გამოყენებით, პირველივე ცდაზე მიიღებთ სწორ შედეგს. Flip-ის გააქტიურებისას გაგიჩნდებათ ნათლად გამოკვეთილი სარკისებური გეგმები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრანსფორმაციისთვის. ნებისმიერ გეგმაზე დაკლიკებით თქვენი არჩევანი ამავე გეგმის მიხედვით შემობრუნდება, ხოლო გეგმის გადათრევით შეგიძლიათ დააყენოთ საკუთარი, თქვენზე მორგებული Flip მდებარეობა.
Flip-ის გამოყენება ახლა 100%-ით პროგნოზირებადია
არ ხართ დარწმუნებული ავეჯის განლაგებაში? უბრალოდ ჩართეთ Flip, სწრაფად გადაამოწმეთ სხვადასხვა კონფიგურაციები და იპოვეთ საუკეთესო გადაწყვეტა. შებრუნებული მოდელი თქვენს ხედვასაც შეცვლის და გაგიხსნით ახალ დიზაინერულ შესაძლებლობებს.
პროფესიონალური რჩევა:
- მოდელის არეკვლით შეგიძლიათ შექმნათ უფრო ეფექტური კომპონენტები ან სიმეტრიული ასლები.
- Flip/Copy Mode-ის გააქტიურებით, შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ორიგინალური ობიექტი და შექმნათ მისი არეკლილი ასლი.
- დაზოგილი დრო: მხოლოდ ერთი flipped კომპონენტის რედაქტირება საკმარისია – ყველა სხვა ასლი ავტომატურად განახლდება!
არ არსებობს გეომეტრია, რომელსაც Solid ხელსაწყოს გამოყენებით ვერ დახაზავთ
Solid Tools ხელსაწყოები მოდელირების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს, განსაკუთრებით რთული და ზუსტი გეომეტრიის შექმნისას. ახლა ისინი SketchUp iPad-ის ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ რთული ფორმების მოდელირება, გაერთიანება და ტრანსფორმაცია უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდა.
Dark Mode – კომფორტი თქვენი თვალებისთვის
SketchUp-ის ახალი ვიზუალური გამოცდილება iPad-სთვის – Dark Mode საშუალებას გაძლევთ შეამციროთ ეკრანის სიკაშკაშე, დაიცვათ თვალები გადაღლილობისგან და იმუშაოთ კომფორტულად დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
გააქტიურეთ Light ან Dark თემა Settings მენიუდან თქვენი გარემოსა და სამუშაო განწყობის მიხედვით.
პროფესიონალური რჩევა:
თუ Night Shift ფუნქციას იყენებთ ეკრანის ფერისა და სიკაშკაშის კონტროლისთვის, შეგიძლიათ SketchUp-ის სისტემის თემას აჰყვეთ. ეს ნიშნავს, რომ SketchUp ავტომატურად გადაერთვება ღია და მუქ თემებს შორის, თქვენი მოწყობილობის გრაფიკის მიხედვით.
სცადეთ Sketchup-ის iPad ვერსია!
გაეცანით ყველა ახალ შესაძლებლობას 7-დღიანი უფასო საცდელი ვერსიის გამოყენებით ან ეწვიეთ ჩვენს გვერდს და მოითხოვეთ ფასი: Sketchup for Ipad