აღმოაჩინეთ SketchUp 2025-ის განახლებები. გამოიყენეთ ახალი ვიზუალიზაციისა და თავსებადობის შესაძლებლობები, რათა თქვენი იდეები აქციოთ რეალობად მარტივად და ეფექტურად.

SketchUp-ის ეს მოდელი ასახავს თანამედროვე საზოგადოებრივი ცენტრის ექსტერიერს დიდი შუშაბანდიანი კედლებით და შენობის გარეთ მყოფი ადამიანების ფიგურებით.
კიდევ ერთი წელი, კიდევ ერთი გაუმჯობესებული ვერსია
კიდევ ერთი წელი გვაძლევს ახალ და გაუმჯობესებულ ვერსიას დიზაინის ინსტრუმენტისა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტი კრეატიული პროფესიონალი ენდობა. უახლესი გამოშვება მოიცავს ფოტორეალისტურ მასალებს, შეუფერხებელ თავსებადობასა და კონფიგურირებად კონტენტს – ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ SketchUp-ში უფრო მარტივად და ეფექტურად იმუშაოთ.
გაუმჯობესებული ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები
SketchUp 2025-ის ახალი თაობის ვიზუალიზაციის მეშვეობით თქვენი კრეატიულობა ახალ დონეზე აიწევს. ფოტორეალისტური მასალები და გარემო გაძლევთ ძლიერ, მაგრამ მარტივად გამოსაყენებელ შესაძლებლობებს, რომლებიც თქვენს დიზაინს უფრო გამორჩეულს გახდის. რაც მთავარია, ეს ვიზუალიზაციის ინოვაციები ხელმისაწვდომია SketchUp-ის ყველა პლატფორმაზე – iPad, Web და Desktop, ასევე LayOut-სა და 3D Warehouse-ში.
ახლა შეგიძლიათ დაინახოთ და შეიგრძნოთ ნამდვილი მასალები, რაც დაგეხმარებათ ინფორმირებულად მიიღოთ მასალების შერჩევის გადაწყვეტილებები და შექმნათ აქტივები, რომლებიც უფრო ღრმად ასახავს თქვენს ხედვას. ახალი ფოტორეალისტური მასალები და გარემო უერთდება Ambient Occlusion-ს, რომელიც 2024 წლის განახლებაში გაჩნდა, რაც ქმნის ვიზუალიზაციის სამმაგად ძლიერ ინსტრუმენტთა კომპლექტს.
“ფოტორეალისტური მასალებისა და გარემოს პირდაპირ SketchUp-ში ქონა ნამდვილად საოცარი სიახლეა! მაღალი ხარისხის, რეალისტურ მასალებზე წვდომამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ისეთი დიზაინების სწრაფი პრეზენტაცია, რომლებიც კლიენტებისთვის უფრო რელევანტურია.”
— ქეით ჰათერელი, დირექტორი, The Interior Designers Hub
ფოტორეალისტური მასალები
გაამდიდრეთ თქვენი დიზაინის ისტორია ახალი ფოტორეალისტური მასალების ბიბლიოთეკით. ეს მასალები ანიჭებს მოდელებს მეტ დინამიკას, რადგან უფრო ზუსტად გადმოსცემს ტექსტურას და აჩვენებს, როგორ იწოვს და ირეკლავს სინათლეს რეალური სამყაროს მასალები. უბრალო ბრტყელი გამოსახულების ნაცვლად, ფოტორეალისტური მასალები შეიცავს ტექსტურების ფენებსა და რუკებს, რომლებიც ქმნის რეალისტურ ეფექტებს, როგორიცაა ბზინვარება, უხეშობა ან მეტალის ელფერი.
SketchUp 2025 გაძლევთ ინსტრუმენტთა სრულყოფილ ნაკრებს, რომელიც მოიცავს ერთი დაწკაპუნებით მასალის „შეღებვის“ ფუნქციას, გაფართოებულ პარამეტრებსა და შესაძლებლობას, იმისთვის, რომ თავად შექმნათ უნიკალური ფოტორეალისტური მასალები. გამოიყენეთ სტანდარტული ფოტორეალისტური მასალების ბიბლიოთეკა ან გაეცანით 3D Warehouse-ში არსებულ ასობით დამატებით მასალას.
გარდა ამისა, გააფართოვეთ თქვენი მასალის შესაძლებლობები Generate Textures ფუნქციით. ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ახალი გენერაციული AI შესაძლებლობა სურათის ან კლასიკური მასალის ნიმუშის ასაღებად და მის საფუძველზე ახალი ფოტორეალისტური მასალის შესაქმნელად. Generate Textures ასევე გამოგადგებათ შეუფერხებლად გადაბმული, ტექსტურირებული SketchUp მასალების შესაქმნელად, რაც პროცესს უფრო სწრაფსა და ეფექტურს გახდის.
SketchUp მოდელები ასე რეალისტურად აქამდე არასდროს გამოიყურებოდა!

SketchUp-ში მოდელირებული მისაღები ოთახის ინტერიერი, რომელიც აჩვენებს ახალ რეალისტურ მასალებს დივანზე, პლედზე და ქვის მაგიდაზე, ხოლო ფონის ნაწილში ჩანს სასადილო მაგიდა და ბარი.
გარემო
შექმენით იდეალური ატმოსფერო რეალისტური გარემოს განათებით, რომელიც დინამიურად ურთიერთქმედებს ფოტორეალისტურ მასალებთან. Environments წარმოადგენს 360-გრადუსიან (HDR ან EXR) გამოსახულებებს, რომლებიც ერთდროულად ასრულებენ ფონის სურათის (Skydome) და სინათლის წყაროს ფუნქციას, რაზეც რეალისტური მასალები რეაგირებენ.
Environments შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მოდელის სინათლის წყარო და მნიშვნელოვანი ელემენტია ფოტორეალისტური მასალების ზუსტად გადმოსაცემად. აღმოაჩინეთ და გამოიყენეთ Environments ახალი ფუნქცია Environments Panel-ში, სადაც შეგიძლიათ Skydome-ის ჩართვა/გამორთვა, ასევე სურათის კუთხის, ექსპოზიციისა და არეკვლის პარამეტრების მორგება.

SketchUp-იდან ამოღებული კადრი იმპორტირებული Revit მოდელით, რომელიც ასახავს მშენებარე კომერციული შენობის ექსტერიერს, წინა პლანზე დიდი ყვითელი ამწით და სხვა სამშენებლო ინსტრუმენტებით.
გამართული მონაცემთა მართვა თავსებადობის განახლებებით
SketchUp-დან მონაცემების გატანა და შემოტანა ახლა უფრო მარტივია, რადგან Pro მომხმარებლებისთვის IFC მხარდაჭერის გაუმჯობესებები უზრუნველყოფს მონაცემთა მთლიანობას. უფრო სტაბილური მონაცემთა გაცვლის პროცესითა და პროგნოზირებადი ფაილის იმპორტითა და ექსპორტით, შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თქვენი შენობის ინფორმაცია და შეამციროთ ხელით ხელახლა შესრულების საჭიროება.
მთავარი გაუმჯობესებები:
- IFC კლასების უფრო ზუსტი ამოცნობა
- ვერსიის შენარჩუნება
- გეომეტრიის ოპტიმიზაცია
- ახალი ლექსიკონები კომპონენტებისთვის
Studio-ს პაკეტის მომხმარებლებისთვის Revit Importer-ის ახალი ინტერფეისი გაძლევთ მეტ კონტროლს SketchUp-ში იმპორტირების პროცესზე, რათა უფრო მოქნილად მართოთ ელემენტების მოხვედრა თქვენს მოდელში. Revit და IFC ფაილებთან გაუმჯობესებული თავსებადობა უზრუნველყოფს გამარტივებულ დიზაინის პროცესს, უკეთეს კოლაბორაციას და პროექტის შესრულების მაღალ სიზუსტეს.
“IFC იმპორტის ფუნქცია ახალ SketchUp ვერსიაში საოცარია – მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სხვადასხვა პროექტის მოდელების კოორდინაცია არქიტექტურულ დიზაინთან. გარდა ამისა, ახალი მასალის რედაქტორი და HDRI სტილები SketchUp 2025-ში უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის პროექტების ვიზუალურად წარმოსადგენად. ამ განახლებებით ნამდვილად აღფრთოვანებული ვართ!”
— ლუკას გროლა, არქიტექტორი და მფლობელი, Grolla Arquitetura

SketchUp-ში იმპორტირებული IFC ფაილი, რომელიც ასახავს შენობის კონსტრუქციის ექსტერიერს, ხოლო ეკრანზე გამოსახულია კომენტარის ფანჯარა IFC კლასების SketchUp-ის tag-ებად გადაქცევით და ატვირთვის ღილაკით.
ექსკლუზიური კონტენტი ლიცენზირებული მომხმარებლებისთვის
ახლა მაღალი ხარისხის კონტენტზე წვდომა უფრო მარტივია. დაიწყეთ თქვენი პროექტი სრულიად ახალი კონფიგურირებადი მოდელების, ფოტორეალისტური მასალებისა და გარემოს კოლექციებით, რომლებიც შექმნილია და კურირებულია ჩვენი ყველაზე პოპულარული სამუშაო პროცესების მხარდასაჭერად. რეგულარულად შეამოწმეთ განახლებები, ახალი კონტენტი და გაუმჯობესებები.
Live Components გაუმჯობესებული სახით ბრუნდება
დაამატეთ მდიდარი კონტექსტი და შეიტანეთ ცვლილებები დეტალურ დიზაინებში უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე. Live Components – წინასწარ შექმნილი კონფიგურირებადი ობიექტები – არ არის ახალი, მაგრამ ახლა ისინი ოფიციალურად ტოვებენ SketchUp Labs-ს და სრულფასოვანი პროდუქტის ნაწილად იქცევიან.
ლიცენზირებული მომხმარებლები შეძლებენ Live Components-ის პარამეტრების მორგებას, მათ შორის ზომის, ტიპისა და მასალის შეცვლას, რათა მარტივად შექმნან პერსონალიზებული ობიექტები. 2025 წელს 3D Warehouse-ში უკვე ხელმისაწვდომი იქნება 200+ განახლებული და ახალი კომპონენტი!

SketchUp-ის მოდელი, რომელიც აჩვენებს ქვიშისფერსა და მწვანე ფერებში შესრულებულ საკალათბურთო მოედანს, რომელსაც ზედა დონეზე გარს არტყავს სარბენი ბილიკი. ეკრანზე გამოსახულია კომენტარის ფანჯარა, სადაც ნაჩვენებია Live Component სახურავის კოჭის შესაძლო კონფიგურაცია.
LayOut-ის გაუმჯობესებები
LayOut 2025 ახლა უფრო ინტუიტიურია, ვიდრე ოდესმე! მისი ძირითადი ინსტრუმენტები უკეთესად ემთხვევა SketchUp-ის ინსტრუმენტების ქცევას, რაც 3D SketchUp-დან 2D LayOut-ში გადატანას ბევრად გაამარტივებს.
გარდა ამისა, LayOut-ის ხედები (viewports) ახლა უკვე აჩვენებს გარემოს (Environments) და ფოტორეალისტურ მასალებს (Photoreal Materials), Ambient Occlusion-თან ერთად. ეს უზრუნველყოფს უფრო მაღალი ხარისხის ვიზუალურ ერთიანობას და თავსებადობას SketchUp-ის მთელ ეკოსისტემაში.

LayOut-ის ფურცლის კადრი, სადაც ნაჩვენებია ხუთი გამოსახულება საკომუნიკაციო ცენტრის მოდელით. ინსტრუმენტების პანელი გამოაკვეთილია, სადაც აღნიშნულია Move, Scale და Rotate ინსტრუმენტების გამოსახულებები.
SketchUp 2025-ის მეშვეობით თქვენი ხედვა რეალობად იქცევა
SketchUp-ის ახალი ვერსია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც კრეატიულ პროფესიონალებს ეხმარება თავიანთი იდეების მარტივად რეალიზებაში.
SketchUp 2025 გთავაზობთ:
✅ გაძლიერებულ ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებს
✅ გამარტივებულ და უწყვეტ სამუშაო პროცესს
✅ უფრო სწრაფ, მოსახერხებელ და მძლავრ ინსტრუმენტებს რთული პროექტების შესაქმნელად, შესწორებისთვის და გაზიარებისთვის
იხილეთ SketchUp-ის განალებები და გადაიყვანეთ თქვენი სამუშაო პროცესი SketchUp 2025-ზე!
გადაიყვანეთ თქვენი სამუშაო SketchUp 2025-ზე
განაახლეთ SketchUp-ის გმოწერა, რათა გამოსცადოთ ყველა ახალი ფუნქცია და გაუმჯობესება.
თუ ჯერ კიდევ არ იყენებთ SketchUp-ს, გაეცანით გამოწერის შესაძლებლობებს და გააუმჯობესეთ თქვენი პროდუქტიულობა და სამუშაო პროცესი!