როდესაც პირველად ვესაუბრე ბენ ჰობარტს, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა იყო მისი მტკიცე რწმენა, რომელიც მისი პროფესიის არჩევისკენ იყო მიმართული. იგი აღნიშნავს: “მე ყოველთვის მსურდა არქიტექტორი გავმხდარიყავი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი. ბავშვობაში უკვე მსურდა სახლების აშენება და უკვე ვეძებდი დიზაინის პროგრამებს, რომლებიც დამეხმარებოდა ამის განხორციელებაში.”

ბენი არის არქიტექტურის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტი და მან სხვადასხვა მოდელირების პროგრამის გამოყენება მანამდე დაიწო სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებდა. ის ტექნოლოგიების მოყვარულია, განსაკუთრებით ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლაში და იმის შეცნობაში, თუ რა ახალი ფუნქციები და ინსტრუმენტები შეიძლება დაეხმაროს მას საკუთარი საქმის განვითარებაში.

ბენმა SketchUp სამუშაო გამოცდილების მიღების დროს გაიცნო და აღფრთოვანდა იმით, თუ რამდენად გაამდიდრა ამან მისი სწავლების პროცესი და როგორ დაეხმარა 3D მოდელირების უნარების გაუმჯობესებაში. ამჟამად, ბენი არის BuildingPoint Australia-ს SketchUp-ის გუნდის წევრი.

სტატიის ავტორი გვთავაზობს ინტერვიუს ბენთან მის გამოცდილებაზე SketchUp-ის გამოყენებისას, თუ როგორ დაეხმარა ეს პროგრამა მას როგორც არქიტექტურის სტუდენტს.

როგორ გაიგე SketchUp-ის შესახებ?

ძალიან პატარა ასაკიდანვე უკვე სახლების მშენებლობაზე ვფიქრობდი და არქიტექტორობის სურვილი მქონდა, ამიტომ ყოველთვის მაინტერესებდა 3D დიზაინის და მოდელირების პროგრამების შესწავლა. SketchUp-ის გამოყენება დავიწყე 12-ე კლასიდან, როდესაც არქიტექტურულ კომპანიაში სტაჟირებაზე ვმუშაობდი.

გგონია თუ არა, რომ SketchUp-ის გამოყენების გამოცდილება გამსჭვალულია სხვადასხვა ცვლილებებით?

ბოლო ორი წელია, რაც SketchUp-ს უფრო ხშირად ვიყენებ ძირითადად უნივერსიტეტის დავალებებისთვის. თუმცა, მხოლოდ ახლახან გავიარე სრული SketchUp-ის მასტერკურსი, სადაც ვისწავლე ხელსაწყოების სწორად გამოყენება და ყველა ის რჩევა და ხრიკი, რომელიც საშუალებას მაძლევს თავდაჯერებით გამოვიყენო SketchUp. სანამ კურსს გავივლიდი, ძირითადად თავად ვსწავლობდი ყველაფერს და ექსპერიმენტებს ვატარებდი, ზოგჯერ კი ისე არ გამოდიოდა ყველაფერი როგორც მე მინდოდა. სიმართლე კი ისაა, რომ ვერ ვიყენებდი SketchUp-ს ეფექტურად.

კურსის გავლის შემდგომ მნიშვნელოვანი წინსვლა განვიცადე Sketchup-ში და უკვე ვიდეოგაკვეთილებიდან რაღაცეების სწავლა საკმაოდ გამიმარტივდა,  რადგან უკვე ვმეგობრობდი პროგრამის ფუნქციებთან, რომლებიც აძლიერებდა ჩემს ცოდნას. ახლა უფრო პროდუქტიული ვარ და უკეთ აღჭურვილი ჩემი დიზაინების შემოქმედებითი გადამუშავებისთვის. კურსის მხოლოდ მეოთხედი გავიარე, როცა მივხვდი, რომ ისეთ რამეებს ვაკეთებდი, რაც ადრე არ შემეძლო, ამიტომ კურსებმა ნამდვილად დიდი დახმარება გამიწია. უნივერსიტეტში კი ჩემი ცოდნა ჩემს თანაკურსელებსაც გავუზიარე და ახალი გზები შევთავაზე SketchUp-ის გამოსაყენებლად.

ხის დეტალიზაცია შესრულებული ბენ ჰობერტის მიე

როგორ განსხვავდება SketchUp სხვა 3D მოდელირების პროგრამებისგან, რომლებსაც იყენებდი?

მიყვარს, რამდენად ინტუიციური არის ეს პროგრამა. როდესაც საფუძვლებს დაეუფლები, ერთადერთი შეზღუდვა არის ის თუ რამდენად შემოქმედებითი ხარ. SketchUp-თან ერთად მე უფრო ვარ მზად ახალი ფუნქციების გამოსაცდელად და ახალი ფუნქციების შესასწავლად, რადგან ის ძალიან მარტივი შესასწავლია. ასევე, მგონია, რომ SketchUp-ში ჩემი შემოქმედებითი სული შეუზღუდავია.

როგორ ერგება SketchUp იმას, რასაც არქიტექტურაზე სწავლობ?

ჩემთან სწავლებაში დიდი ყურადღება ექცევა ინტერაქტიულ დიზაინს. ჩვეულებრივ, ეს კეთდება ფიზიკური მასიური მოდელების შექმნით. SketchUp არის იდეალური ინსტრუმენტი ინტერაქტიული დიზაინის პროცესში, რადგან ნაკლები დრო იკარგება მოდელების კოპირებასა და იდეების ვირტუალურ განხილვაზე, სანამ ფიზიკურ მოდელზე გადავალ.

SketchUp-ით მოდელის შექმნა რეალურად მეხმარება უკეთ გავიგო, როგორ ჩამოყალიბდება დიზაინის სხვადასხვა კომპონენტები ფენა-ფენა, როგორ ჯდება სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთში შენობაში. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან უკავშირდება ყველა იმ პრინციპს, რომელსაც არქიტექტურაში ვსწავლობ. სხვა პროგრამამ შეიძლება გამოიტანოს სრულად დაყენებული მოდელი, რაც მოსახერხებელია, მაგრამ არ დამეხმარება მოდელის გარჩევაში ისე როგორც SketchUp.

მოგვიყევი შენს მიერ შესრულებული პროექტის შესახებ, რომელიც შექმენი SketchUp-ის გამოყენებით სამუშაო გამოცდილების მიღების დროს, და რა ისწავლე ამ პროექტებისგან?

მე მივიღე სამუშაო გამოცდილება, როცა 12-ე კლასში ვიყავი, და მე დავაპროექტე და გავაფორმე სახლი სანაპიროზე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. იმ დროს მე არ მქონდა სწავლისთვის კარგი შესაძლებლობები, ამიტომ მე დავუშვი რამდენიმე შეცდომა, ამიტომ პირველი მოდელი, რომელიც შევქმენი, არ იყო ისეთი კარგი. მას შემდეგ მე დავხვეწე ჩემი მოდელირების ტექნიკები იმდენად, რომ ვგრძნობ ძალიან ეფექტურად ვქმნი იდეებისა და დიაგრამების მოდელირებას უნივერსიტეტის ყველა პროექტისთვის.

ბენ ჰობარტის მიერ შესრულებული ლანდშაფტის დიზაინი.

რის მიღწევაში დაგეხმარათ SketchUp, როგორც არქიტექტურის სტუდენტს?

SketchUp-ის საუკეთესო რამ არის ის, თუ რამდენ დროს ზოგავთ ლამაზი მოდელების, დიაგრამების და კონცეფციების შექმნისას ტრადიციული BIM მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფის შეზღუდვების გარეშე. კონცეფციის განვითარების ეს საწყისი ეტაპი არის რაც შეიძლება მეტი განსხვავებული იდეის გენერირება დიზაინის პრობლემის გადასაჭრელად.

ერთხელ შევქმენი ერთ-ერთ მღვიმეში დასაპროექტებლი რესტორნის მოდელი SketchUp-ის გამოყენებით და ვისიამოვნე იმ კრეატიული გამოცდილებით, რითაც შემეძლო შემექმნა არატრადიციული სტრუქტურები შეზღუდვების გარეშე, SketchUp კი შესანიშნავი ინსტრუმენტი იყო ამ სამუშაოსთვის.

როგორ ფიქრობ, რისი გაკეთება შეუძლია SketchUp-ს შენი კარიერული მიზნებისთვის?

SketchUp-ში ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენების თვალსაზრისით, მე საკმაოდ დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში. ვფიქრობ იმ უნარების წყალობით, რომლებსაც SketchUp-ში ვფლობ, ბევრად უკეთესი დიზაინერი გავხდი. ვფიქრობ, რომ SketchUp-ის ცოდნა ასევე მაძლევს საშუალებას, ნათლად და ეფექტურად გადმოვცე ჩემი იდეები. მე უკვე ვხედავ ჩემს თავს სამუშაო ადგილზე თუ როგორ ვიყენებ SketchUp-ს, რათა დავამუშაო ჩემი იდეა, შევქმნა სწრაფი ვიზუალი და მივყიდო ეს იდეა კლიენტს. ამით ვიმედოვნებ, რომ უფრო ეფექტური გავხდები ჩემი იდეების კლიენტამდე მიტანაში და დავეხმარები მათ საკუთარი დიზაინის ვიზუალიზაციაში.

სტატია ეკუთვნის ამოს სუს

https://www.sketchupaustralia.com.au

Share.

Comments are closed.