თუკი გარკვეული დროით მაინც გამოგიყენებიათ SketchUp, მალევე მიხვდებოდით, რომ ეს არის მრავალპროფილური პროგრამა, რომელსაც აქვს უსასრულო ფუნქციები და შესაძლებლობები სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოსაყენებლად.
არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები SketchUp-ს იყენებენ თავიანთი დიზაინის პროცესის ყველა ეტაპზე – იდეების მოდელირებიდან დაწყებული, დიზაინის დახვეწილ მოდელებად გარდაქმნამდე, რომლებიც შემდეგ კლიენტებთან წარსადგენადაა გამზადებული. SketchUp გთავაზობთ მრავალ სპეციალურად შექმნილ ხელსაწყოს, რომლებიც ხელს უწყობენ დიზაინის თითოეული ფაზისთვის მიზნების მიღწევასა და პროექტის მომდევნო ეტაპზე გადაყვანას.
- პრედიზაინის ფაზა
- კონტექსტის გაგება;
- შესაძლებლობების აღმოჩენა;
- გარემოს წარმოდგენა;
- სივრცეების ტესტირება;




კონტექსტის გაგება
პროექტის პრედიზაინის ფაზაში, დიზაინერები აგროვებენ ობიექტის შესახებ ინფორმაციას, რათა შეიტყონ პროექტის გარემო პირობების შესახებ და შეამოწმონ მისი შესაძლებლობები. თუმცა, ეს პროცესი დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ხშირად რთულია ობიექტის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება.
SketchUp კი ამ ყველაფერს საგრძნობლად ამარტივებს. SketchUp-ის 3D მოდელირების გარემო ლოკაციაზეა ორიენტირებული, რაც ამარტივებს დიზაინის კონკრეტულ ადგილას განთავსებას ან ობიექტის მასშტაბის წარმოდგენას.

პრედიზაინი გაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენს პროექტებზე.
SketchUp-ის პრედიზაინის ხელსაწყო უზრუნველყოფს ღირებული კონტექსტუალური ინფორმაციის მოწოდებას თქვენი პროექტისთვის, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, გამოიკვლიოთ სხვადასხვა შესაძლებლობები და შეიმუშაოთ წარმატებული კონცეფცია.
პრედიზაინი საშუალებას გაძლევთ:
- განათავსოთ შენობის მასა ობიექტზე ჩრდილების შესასწავლად;
- დააკვირდეთ, მზის განათების განაწილებას შენობის კონკრეტულ მდებარეობასა და ორიენტაციაში;
- შეისწავლოთ ობიექტზე მოძრავი ქარის მიმართულებები;
- დაინახოთ შენობის მასშტაბი ობიექტის ტერიტორიაზე;
- შეაფასოთ შენობის ფართობი, მისი კონტურის მიხედვით, თუ როგორ ერგება ობიექტს;
- დიაგრამებში აჩვენოთ ობიექტზე ზონირების მოთხოვნები;
SketchUp-ის პრედიზაინი იყენებს ფუნქციას Add Location, რათა დიზაინერებს დაეხმაროს ობიექტის ლოკაციის SketchUp-ში ინტეგრირებაში.

გამოიყენეთ “მდებარეობის დამატების” ხელსაწყო სურათების იმპორტისთვის და გეო-ლოკაციის მონაცემების დასამატებლად თქვენს მოდელში
შესაძლებლობების აღმოჩენა
უმეტესი პროექტი იწყება CAD ფაილებით (კომპიუტერული მოდელირებით), და არქიტექტორს ან ინტერიერის დიზაინერს ხშირად უწევს არსებული მონაცემების გადამუშავება ან მათი გამოყენებით მუშაობის გაგრძელება. კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდი არსებული მდგომარეობის წარმოსადგენად არის სკანირება, რომელიც ქმნის ფოინთ ქლაუდს. დიზაინერებს შეუძლიათ მისი გამოყენება შენობის ზუსტი გადახაზვისთვის. Trimble-ს აქვს სპეციალური ხელსაწყოები ასეთი ფოინთ ქლაუდების შესაქმნელად.
დიდ პროექტებში ფოინთ ქლაუდები საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა დიზაინერები არსებული ინფორმაციით კომუნიკაციას უმეტესად 2D ნახაზებით ან სხვა პროგრამების, მაგალითად, Revit-ის ან AutoCAD-ის, 3D მოდელების საშუალებით ახორციელებენ. მონაცემების იმპორტი საკმაოდ გავრცელებული პროცესია. SketchUp-მა გააუმჯობესა იმპორტის ფუნქციონალი ამ და მომდევნო ვერსიებში, რაც მას კიდევ უფრო თავსებადს ხდის სხვა ფაილების ტიპებთან, მათ შორის Revit-თან.

ფოინთ ქალუდი არის პიქსელების 3D მოდელი, სადაც თითოეულ პიქსელს აქვს ფერი და მდებარეობა.
გარემოს წარმოდგენა
Scan Essentials გთავაზობთ შესაძლებლობას SketchUp-ის მოდელირების გარემოში ფოინთ ქლაუდის მონაცემების იმპორტირებას, დათვალიერებას და მათთან ინტერაქციას. იგი მოიცავს:
- ფოინთ ქლაუდის იმპორტს და დათვალიერებას ადგილზე შესრულებული სკანირებებიდან, მობილური რუკების შექმნის სისტემებიდან და დრონებიდან SketchUp-ში;
- მოდელირებას პირდაპირ ფოინთ ქლაუდზე;
- ფოინთ ქლაუფის გამჭვირვალობის ცვლილების, არჩევის პრიორიტეტების მართვის და სექციური ხედების შექმნის შესაძლებლობას.
კონტენტის გაერთიანება
არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები ხშირად ერთდროულად სხვადასხვა პლატფორმებში მუშაობენ, რათა კონკრეტული ინსტრუმენტები გამოიყენონ. მაგალითად, დიზაინერებმა შეიძლება შექმნან მოდელი SketchUp-ში და დააიმფორტონ Revit-ში დეტალების შესამუშავებლად, შემდეგ კი ისევ დააბრუნონ ვარიანტების შესაქმნელად ან რენდერინგისთვის SketchUp-ში. ეს ციკლი პროექტის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ განმეორდეს და მოიცავდეს სხვა პროგრამებსაც.

Scan Essentials-ის ფუნქცია აქცევს ფოინთ ქლაუდის მონაცემებს 3D მოდელებად თქვენი სამუშაო ადგილის ზუსტი გეგმარებისთვის.
ტესტ-ფიტინგი
მომხმარებლებისთვის ორი დიზაინის იდეის ილუსტრირებული შედარების ჩვენება შეიძლება დაეხმაროს მათ, გაარკვიონ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და რა აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. მაგალითად, SketchUp-ის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა კონცეფციის ჩვენება მსგავსი შეზღუდვებით, რათა გამოიკვეთოს, როგორ შეიძლება სივრცის უფრო ეფექტურად გამოყენება, გამოავლინოს გაუმჯობესების შესაძლებლობები და დადგინოს საწყისი შეფასებები ტევადობასა და მასშტაბებთან დაკავშირებით.
- სქემატური დიზაინის ფაზა
სქემატური დიზაინის ფაზა მიზნად ისახავს პრედიზაინის პროცესში მიღებული დაკვირვებების დიზაინის ვარიანტებად გადაქცევას და მათი დაინტერესებულ მხარეებისთვის წარდგენას. ის მოიცავს:
- დიზაინის სტრატეგიების კვლევას;
- მიმდინარე სამუშაოს წარდგენას;
- კონტენტის გაერთიანებას;
- რენდერების შექმნას;
დიზაინის სტრატეგიების კვლევა
კარგი დიზაინი ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა დიზაინის სტრატეგიები, თუმცა ხშირად საკმარისი დრო არ გვაქვს სხვადასხვა იდეის განსახილველად.
პრედიზაინის ანგარიშგების ფუნქცია არქიტექტორებს სთავაზობს სწრაფ საცნობარო გზამკვლევს კონცეფციების შემუშავებისთვის, ხოლო SketchUp-ის მოდელირების ინსტრუმენტები ამარტივებს იდეების შექმნას და მათ გაუმჯობესებას.
მიმდინარე სამუშაოს წარდგენა
არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები ხშირად აჩვენებენ მიმდინარე სამუშაო პროცესს კლიენტებს, რათა აჩვენონ მათუ მუშაობის პრინციპი და მიიღონ სწრაფი უკუკავშირი. SketchUp კი ამ პროცესისთვის შემსრულებლებს სთავაზობს:
- მარტივ ინსტრუმენტებს მზისა და ჩრდილების გამოსახატად;
- წარმოსახვით ფერებს, ტექსტურებსა და გარემოს ელემენტებს;
- პრეზენტაციისთვის მზა სამუშაო მოდელის ხედებს;

ყავის მაღაზიის ეს ორი განლაგება იმის ილუსტრირებას წარმოადგენს, რომ ერთ სივრცეს შეიძლება ჰქონდეს მრავალი ორიენტაცია მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. არქიტექტორი ან ინტერიერის დიზაინერი აჩვენებდა ამ ორ კონცეფციას კლიენტს და გამოიყენებდა მათ, როგორც ინსტრუმენტს იმის გასაგებად, თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს კლიენტს და რომელი უზრუნველყოფს უფრო მეტ ადგილს და აქვს უკეთესი ტირაჟი. თქვენი აზრით, აქედან რომელს აქვს მეტი ადგილი?
რენდერების შექმნა
რენდერები იქმნება დიზაინის პროცესის განმავლობაში, ხოლო სქემატური დიზაინის ფაზაში შექმნილები ხშირად განსაზღვრავენ მთელი პროექტის მიმართულებას.
- საწყის რენდერებში, როგორც წესი, გამოიყენება მასალების შეზღუდული ნაკრები;
- შემდგომი რენდერები შეიცავს უკვე უფრო მეტ დეტალს;
- ორივე ტიპის რენდერი ძალიან მნიშნვნელოვანი და საჭიროა;

3. დიზაინის განვითარების ფაზა
დიზაინის განვითარების ფაზა სქემატური დიზაინის ფაზას ჰგავს, მაგრამ აქ მთავარი ყურადღება გამახვილებულია დეტალების დახვეწაზე, რომელიც მოიცავს:
- დეტალების დახვეწას;
- დიზაინს და პერსონალიზაციას;
- დიზაინის ვარიანტების გაუმჯობესებას;
დეტალების დახვეწა
SketchUp-ის მარტივი ინტერფეისი საშუალებას აძლევს დიზაინერებს, გამოსცადონ ელემენტების შესაბამისობა.
სამშენებლო სისტემები რთულია და მხოლოდ 2D ინსტრუმენტების გამოყენებისას ზოგჯერ ძნელია იმის გაგება, როგორ აიგება ყველაფერი რეალურ სამყაროში. SketchUp კი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მოახდინონ მოდელირება ამ ცალკეული ელემენტების და დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი სწორად ეწყობა.
დიზაინი და პერსონალიზაცია
ავეჯის, ტექსტილისა და ხელნაკეთი ელემენტების დიზაინი მოიცავს მასალების დახაზვასა და შერჩევას. ბევრ მასალას ან ობიექტს პროექტისთვის ინდივიდუალურად ამზადებენ ან უკვეთენ. დიზაინერები, როგორც წესი, განსაზღვრავენ საერთო ზომებს. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ დეტალებს, თუ როგორ ხდება ელემენტების კატეგორიზაცია.

SketchUp მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას წარმოადგინონ მასალები და აჩვენონ, თუ როგორ შეიძლება მთლიანი სურათის გაერთიანება.
დიზაინის ვარიანტების გაუმჯობესება
ამ ფაზაში პროექტების უმეტესობა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას მცირე ვარიაციებით. არქიტექტორებსა და ინტერიერის დიზაინერებს სჭირდებათ ინსტრუმენტები, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს სამუშაოს ხელმეორედ შესრულების დამღლელ პროცესს.
SketchUp-ის ინსტრუმენტები კი საშუალებას აძლევს დიზაინერებს მარტივად შეიტანონ ცვლილებები გეომეტრიაში, რაც ამარტივებს დიზაინის სხვადასხვა ვარიანტის შემუშავებას.

Live Components in SketchUp არის შესანიშნავი გზა დიზაინერებისთვის სწრაფად შეცვალონ ისეთი ნივთები, როგორიცაა ავეჯი ოთახში, თუკი ოთახის ცვლილება მოუწევთ.
4. მშენებლობის დოკუმენტაციის ფაზა
მშენებლობის დოკუმენტაციის ფაზა ძირითადად ფოკუსირდება დიზაინის აღწერაზე, რათა ზუსტად შეფასდეს და აშენდეს მოდელი, რომელიც პროფესიონალებმა შეიმუშავეს.
არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები ხელმძღვანელობენ კოორდინაციის პროცესს, რათა მიიღონ რჩევები სხვადასხვა კონსულტანტებისგან და უზრუნველყონ, რომ ყველა დოკუმენტი მოიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას.
დოკუმენტების შექმნა, კერძოდ მშენებლობის ნახაზებისა და სპეციფიკაციების, წარმოადგენს არქიტექტურული დიზაინის უდიდეს ნაწილს.
SketchUp ხელს უწყობს კომუნიკაციას 3D ფორმატში. Trimble Connect, რომელიც ყველა SketchUp სალიცენზიო პაკეტს მოყვება, უზრუნველყოფს ფაილების გაზიარების შესაძლებლობას, მაგალითად:
- უზრუნველტოფს პროექტის ლინკის შექმნას, რომელიც ნებისმიერს შეგიძლიათ გაუზიაროთ.
- თანამშრომლებს შეუძლიათ გახსნან და ნახონ თქვენი მოდელი SketchUp for Web-ში, პროგრამაში რეგისტრაციისა და აპლიკაციების ინსტალაციის გარეშე.

SketchUp for Web-ს აქვს ახალი გაზიარების ფუნქცია, რომელიც გამოიყენება Trimble Connect-თან ერთად. ეს საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ მოდელი და სხვა ადამიანებმაც ნახონ დისტან
არ აქვს მნიშვნელობა როგორ გეგმავთ თქვენი დიზაინის სამუშაო პროცესს, SketchUp-ი გთავაზობთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებით მოახდინოთ ლავირება პროექტირების ერთი ფაზიდან მეორე ფაზაზე.