ინდონეზიურმა კომპანია Arkonin-მა მჭიდროდ შეუთავსა ტრადიცია თანამედროვე ინჟინერიას პროექტებში, როგორიცაა ჯაკარტის Pinisi Crossing Bridge და ახალი პრეზიდენტის სასახლე. SketchUp-ის გამოყენებით, მათ დაძლიეს მშენებლობის სირთულეები და გააუმჯობესეს გუნდური სამუშაო პროცესი, შედეგად კი გარდაქმნეს ჯაკარტის ჰორიზონტი.

SketchUp-ის გუნდი ესაუბრა კომპანია Arkonin-ის თანამშრომლებს, რათა გაეგოთ, თუ როგორ შექმნეს მათ Pinisi Crossing Bridge და ინდონეზიის პრეზიდენტის სასახლე — ორი გამორჩეულად შთამბეჭდავი და რთული პროექტი, რომლებიც მოითხოვდა როგორც შემოქმედებითობას, ისე მჭიდრო თანამშრომლობას.
კითხვა 1. რა იყო Pinisi Crossing Bridge-ის დიზაინის შთაგონების წყარო?
Pinisi Crossing Bridge (JPO Pinisi) განიხილებოდა არა მხოლოდ როგორც ქვეითებისა და ველოსიპედით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი გადასასვლელი, არამედ როგორც თანამედროვე მობილობის ნიშანი — ნაგებობა, რომელიც აძლიერებს კავშირს და ამავდროულად ასახავს ინდონეზიის საზღვაო მემკვიდრეობას.
ხიდის გახსნამდე ველოსიპედით მოსიარულეებს არ ჰქონდათ ველოსიპედის მოტრიალების საშუალება დატვირთულ Jalan Sudirman–Simpang Senayan მარშრუტზე. ჯაკარტის გუბერნატორს სურდა შეექმნა ხიდი, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხო და ეფექტურ შესაძლებლობას ველოსიპედით მოსიარულეებისთვის, შეამცირებდა გრძელ შემოვლით გზებს და გააუმჯობესებდა ქალაქის საერთო მობილობას.
ხიდის დიზაინი შთაგონებულია Pinisi-ს გემის ელეგანტური ხაზებით — ტრადიციული ინდონეზიური იალქნიანი ხომალდით, რომლის ისტორიაც სამხრეთ სულავესს უკავშირდება. თანამედროვე საინჟინრო მიდგომისა და კულტურული მოტივების შერწყმით შეიქმნა გამორჩეული სილუეტი, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს მემკვიდრეობასა და პროგრესს.
დიზაინში გათვალისწინებულია სრულად ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა — მაღალი ტევადობის ლიფტი, რომელიც ერთდროულად იტევს რვა ველოსიპედს. ლიფტით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ქვეითებს, ისე ველოსიპედით მოსიარულეებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების მაქსიმალურ კომფორტს ყველასთვის.
ხიდის ნახევარწრიული (მთვარისებური) ფორმა გახდა მისი სტრუქტურული სიმტკიცის მთავარი ფაქტორი. დიზაინი გამდიდრებულია ნარინჯისფერი ფოლადის მოაჯირებით, რომლებშიც გამოყენებულია ტრადიციული „ლანგკანის“ (Langkan) ორნამენტის შაბლონი — ეს მოტივი წარმოადგენს ჯაკარტის ტრადიციული ხელოსნობის გამორჩეულ ნიშანს.
ხიდზე განთავსებული გადასახედი პლატფორმა უზრუნველყოფს ქალაქის პანორამული ხედების დანახვის შესაძლებლობას ყველა მომხმარებლისთვის, რაც ხაზს უსვამს ინდონეზიის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს დერეფნის ენერგიასა და დინამიკას.
2022 წელს გახსნილი Pinisi Skywalk მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტო-ლოკაცია და დღეს უკვე აღიქმება როგორც ჯაკარტის გამძლეობისა და პროგრესის სიმბოლო. Pinisi-ს პლატფორმიდან ქალაქის გარდაქმნა ნათლად ჩანს — ეს არის გადინება წარსულიდან მომავალისკენ.

კითხვა 2. როგორ არის ინტეგრირებული SketchUp Arkonin-ის დიზაინისა და საინჟინრო სამუშაო პროცესში JPO Pinisi Bridge-ისთვის?

კითხვა 3. რა გამოწვევებს წააწყდნენ დიზაინისა და მშენებლობის ეტაპზე, და როგორ გადაჭრეს ისინი?
როგორც მრავალდისციპლინური კომპანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ხედვის წარდგენა სხვადასხვა მხარისთვის. SketchUp კარგი დამხმარე აღმოჩნდა იდეების ვიზუალიზებაში. არქიტექტურული გუნდები სწრაფად ავითარებდნენ დიზაინის კონცეფციებს, იკვლევდნენ სხვადასხვა შესაძლებლობებს და უზრუნველყოფდნენ სიზუსტეს დაგეგმვის პროცესში.
ხიდის დიზაინის პროცესში საჭირო იყო სტრუქტურული ცვლილებების ვიზუალიზება და კომუნიკაცია. SketchUp-ის გამოყენებით შევქმენით ხიდის ფორმა, შევასრულეთ არსებული სტრუქტურისა და ახალი ელემენტების მოდელირება, როგორიცაა, მაგალითად, ველოსიპედის ბილიკი. ამ საწყისმა მოდელებმა ასახა ხიდის ზოგადი დიზაინი და ესთეტიკა.
SketchUp-ის ასეთი გამოყენების უპირატესობა არის 3D მოდელების სწრაფი გენერირება, რომლის მარტივად მანიპულირება და ვიზუალიზაცია შესაძლებელია.
Pinisi Bridge-ის შემთხვევაში, SketchUp დაეხმარა გუნდს ყურადღება გაემახვილებინა სტრუქტურის საერთო ფორმასა და მოძრაობაზე, რაც მნიშვნელოვანია დიზაინისა და პრეზენტაციის საწყის ეტაპზე. დეტალური ინჟინერიისა და მშენებლობის ეტაპზე ინჟინრები გადავიდნენ 2D ნახაზებზე AutoCAD-ით.
ჩვენ ვამჯობინეთ მსუბუქი დიზაინის ვარიანტები, განსაკუთრებით ხიდის შუა ნაწილში, რათა შემცირებულიყო წნევა ქვედა გზაზე. ჩვენ საპროექტო არსებულ ხიდს ჰქონდა ვიწრო კიბეები და სუსტი სტრუქტურაა, რაც სირთულეს ქმნიდა უსაფრთხოებისთვის და ხელმისაწვდომობისთვის.
გუნდმა მსუბუქ, მაგრამ სტრუქტურულად მყარი ხიდის დიზაინს მიაღწია ღრუ სხივური ფოლადის კონსტრუქციების წინასწარ დაძაბულ ბეტონის კონსტრუქციასთან ინტეგრირებით. ეს ჰიბრიდული მიდგომა აბალანსებდა გამძლეობას ეფექტურობასთან, რაც უზრუნველყოფდა ახალი დიზაინის როგორც პრაქტიკულობის, ასევე ვიზუალურად მიმზიდველობის შესანარჩუნებლად.
SketchUp მნიშვნელოვანი იყო არქიტექტორებისთვის მასალების ურთიერთქმედების ვიზუალიზებაში, განსაკუთრებით ბეტონისა და ფოლადის კომბინაციაში. გუნდმა გამოიყენა პროგრამის დინამიური 3D მოდელირების და სცენის შექმნის ფუნქციები, რათა ენახათ, თუ როგორ განვითარდებოდა ხიდი არსებული სტრუქტურიდან.
ეს ინტერაქტიული ვიზუალიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრუქტურულ ინჟინრებთან თანამშრომლობისთვის, რათა მათ მკაფიოდ დაენახათ გარდამავალი ცვლილებები ბეტონ-ფოლადის კომპოზიტური სტრუქტურიდან სრულად ფოლადის სტრუქტურამდე, სადაც ველოსიპედის პლატფორმისთვის გამოიყენებოდა ბეტონის პანელები. გუნდი ეფექტური კომუნიკაციით უზრუნველყოფდა დიზაინის ცვლილებებს, რაც უზრუნველყოფდა დისციპლინებს შორის თანმიმდევრობას და გლუვ სამუშაო პროცესს SketchUp-ის გამოყენებით.
პროექტის განხორციელების ეტაპობრივი, სისტემატური მიდგომა
SketchUp-ის გამოყენებით, გუნდები ეტაპობრივად დახვეწდნენ დიზაინს, რათა ყველა კომპონენტი ყოფილიყო პრაქტიკული და ოპტიმიზირებული წარმოებისა და მონტაჟის ეტაპებამდე. ეს კოლაბორაციული, მოდელზე დაფუძნებული მიდგომა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დიზაინისა და ინჟინერიის პროცესების გამარტივებაში, რაც უზრუნველყოფდა, რომ საბოლოო პროდუქტს დაეკმაყოფილებინა როგორც ესთეტიკური, ისე ფუნქციური მოთხოვნები.
ჩვენი პროექტის სამუშაო პროცესი სტრუქტურირებული მიდგომით ხორციელდება. იწყება საწყისი მოდელის შექმნით, რომელიც ვითარდება რეფერენსად საინჟინრო გუნდისა და სხვა დეპარტამენტებისთვის, ასევე კონტრაქტორებისთვის.
მთავარი ეტაპები მოიცავს:
- საწყისი მოდელის შექმნას: საწყისი მოდელი წარმოადგენს პროექტის საფუძველს. ის უნდა იყოს კარგად დაგეგმილი, რადგან წარმოადგენს ძირითად რეფერენციას შემდგომ ეტაპებზე.
- სამუშაოების განაწილებას: საწყისი მოდელის დასრულების შემდეგ, პროექტი იყოფა განსხვავებულ სამუშაო მასშტაბებად. ეს საშუალებას აძლევს სხვადასხვა გუნდებს ერთდროულად იმუშაონ დიზაინის სხვადასხვა ასპექტებზე.
- კოორდინატებსა და პოზიციონირებას: მნიშვნელოვანი ასპექტია კოორდინატების განლაგება. თითოეული კომპონენტის ზუსტ პოზიციაში შენარჩუნება კრიტიკულია, რაც უზრუნველყოფს სიზუსტეს და კონსისტენტურობას, როცა ნაწილები კვლავ ერთიანდება.
- კოპირებასა და ჩასმას ადგილზე (Copy and Paste in Place): დაყოფილი სექციების ინტეგრაციისთვის გამოიყენება სისტემა „კოპირება და ჩასმა ადგილზე“. ეს უზრუნველყოფს ყველა კომპონენტის ზუსტ თანხვედრას და ურთიერთპოზიციების შენარჩუნებას, რაც ხელს უწყობს პროექტის ერთიან განვითარებას.
- სრული მოდელის საბოლოო შედეგს: პროექტის მიმდინარეობისას ყველა სექცია ერთიანდება ერთ, სრულ მოდელში. ეს უზრუნველყოფს, რომ საბოლოო შედეგი შეესაბამებოდეს საწყის დიზაინის იდეას და აკმაყოფილებდეს პროექტის მიზნებს.
კითხვა 3. რა გამოწვევებს წააწყდით დიზაინისა და მშენებლობის პროცესში, და როგორ გადაჭერით ისინი?

პროექტის საწყის ეტაპზე განვიხილეთ ხიდის ორივე მხარეს გრძელი ველოსიპედის სავალი რკალის დამატება, თუმცა ეს მოითხოვდა დიდ ტერიტორიას — დაახლოებით 250 მეტრს. მილანში მსგავსი გადაწყვეტილების ნახვის შემდეგ გადავწყვიტეთ ველოსიპედის სავალი რკალის ლიფტებით ჩანაცვლება. ლიფტის სისტემა საშუალებას აძლევდა ველოსიპედით მოსიარულეებს კომფორტულად გადასულიყვნენ ხიდზე, ველოსიპედის ხელით გადატანის გარეშე, რაც ასევე გაზრდდა ხიდის ხელმისაწვდომობასა და ვიზუალს.
პირველ ეტაპზე ახალი სტრუქტურის მიმართ იყო გარკვეული წინააღმდეგობა, თუმცა დასრულებული ხიდი ახლა უკვე უბნის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიშად იქცა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი კმაყოფილები არიან ხიდის დადებითი გავლენით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვიზიტორთა ნაკადი.
მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მძიმე სამშენებლო შეზღუდვები. ტრანსპორტის შეფერხების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები შეზღუდული იყო ყოველ ღამე 5 საათიანი ფანჯრით — შუაღამის 12–დან დილის 5-მდე. ამ შეზღუდვებში მოქცევის მიზნით, ჩვენ გონივრულად ვმართავდით სამშენებლო გრაფიკს და ვუზრუნველყოფდით, რომ სამუშაო აქტივობები მხოლოდ დაშვებულ დროს განხორციელებულიყო.
შეფერხებების მინიმუმამდე დასაყვანად, ავირჩიეთ წინასწარ დამზადებული ხიდის კომპონენტები და მსუბუქი მასალები, რამაც შესაძლებელი გახადა მონტაჟის სწრაფი შესრულება მინიმალური მოაჯირებით. ამ მეთოდმა გაამარტივა მშენებლობის პროცესი და უზრუნველყო, რომ არსებული ხიდი დარჩენილიყო ფუნქციონირებადი ახლის მშენებლობის განმავლობაში.
ხიდის MRT გვირაბის ზემოთ განლაგება დამატებითი სირთულე იყო დიზაინისა და მშენებლობის პროცესში. აუცილებელი იყო უზრუნველვყოთ, რომ ხიდის მშენებლობა არ დააზიანებდა ქვემოთ მდებარე გვირაბის სტრუქტურას. 3D მოდელებით ვიზუალიზაცია დაეხმარა დიზაინისა და საინჟინრო გუნდების კოორდინაციას, მინიმუმამდე დაიყვანა ხელახალი სამუშაოები და უზრუნველყო მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე გლუვი გადასვლა.
როგორც ნებისმიერი მასშტაბური სამშენებლო პროექტის დროს, შესაძლებელია შეუსაბამობები დიზაინის სხვადასხვა ელემენტებს შორის, განსაკუთრებით მოდელების გაერთიანებისას. პრობლემების გამოსასწორებლად მნიშვნელოვანია მოდელების რეგულარული გადახედვა და კოორდინაცია. მთელი პროექტის განმავლობაში SketchUp უზრუნველყოფდა დიზაინის შეცდომების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მოგვარებას.
კითხვა 4. Arkonin-მა ასევე ახლახან დაასრულა ინდონეზიის პრეზიდენტის ოფისისა და სასახლის დიზაინის სამუშაოები. SketchUp-ის რომელი ფუნქციები აღმოჩნდა ყველაზე ღირებული ამ პროექტისთვის?
Siluet Nyoman Nuarta (SNN) გუნდმა შექმნა ძირითადი დიზაინი, ხოლო დიზაინის განვითარება და დეტალური საინჟინრო დაგეგმარება შესრულდა KSO Yodya Karya—Arkonin-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად.
SketchUp-ის გამოყენება პრეზიდენტის ოფისისა და სასახლის დიზაინის პროცესში იყო ყოვლისმომცველი. პროგრამა გამოყენებულ იქნა საწყისი სქემატური დიზაინის შექმნაში; Garuda-ს შთაგონებული ფასადის დაფარვის, 3D სიმულაციების და ანიმაციის მოდელირებისთვის.
გარდა ამისა, SketchUp-ის შესაძლებლობამ მარტივად შექმნილიყო ტერიტორიის კონტურირებული მოდელები, რამაც მოგვცა საშუალება გავრკვეულიყავით ქვეითებისა და სატრანსპორტო მოძრაობის დაშვების საკითხებში და უკეთ შეგვესწავლა საიტის მოძრაობისა და გადაადგილების სქემა.
ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, რომელიც გამოყენებულ იქნა ამ სამუშაო პროცესში, წარმოადგენს Sandbox Tool. 3D მოდელირებაში კონტურების მორგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია IKN-ის ტოპოგრაფიის გამო. Sandbox Tool-მა გაამარტივა რთული ტოპოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტა და უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ტერიტორიის დიზაინის ეტაპებში, როგორიცაა ლანდშაფტის დაგეგმვა.
მზაობა, ინოვაცია და მემკვიდრეობა
SketchUp-ის გამოყენებით, დიზაინის გუნდმა დეტალურად შეისწავლა Garuda-ს შთაგონებული ფასადის მიერ შექმნილი ჩრდილების ეფექტები შენობაზე. ამან შესაძლებელი გახადა უკეთ გაეგოთ, როგორ იმოქმედებდა ფასადი მზის სინათლეზე და როგორ შეუწყობდა ხელს ენერგოეფექტურობას ბუნებრივი ჩრდილებით.
შენობის ფასადის ელემენტები, შექმნილი ოქსიდირებული სპილენძისგან, დაპროექტდა მაღალი გამძლეობით და მცირე მოვლის საჭიროებით, თუმცა მდგრადია მრავალფეროვან მეტეოროლოგიურ პირობებში. ინოვაციური მასალებისა და სიზუსტეზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის მოდელირების კომბინაციამ უზრუნველყო, რომ სტრუქტურა ყოფილიყო ვიზუალურად შთამბეჭდავი, გამძლე და ფუნქციონალური გრძელვადიან პერსპექტივაში, შეამცირა ხშირი მოვლის საჭიროება და გააუმჯობესა შენობის ენერგოეფექტურობა.
ჩვენ ხშირად ვიყენებდით SketchUp-ს ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი სივრცეების, საცხოვრებელი ზონებისა და სხვა მთავრობის ოფისების კომპლექსების დაგეგმვისთვის Nusantara-ში. პროგრამა დაგვეხმარა მასტერფლანის ვიზუალიზაციასა და დახვეწაში, რაც უზრუნველყოფდა IKN Nusantara-ს ფუტურისტული, ჭკვიანი ქალაქის მიზნების — როგორიცაა მდგრადობა, ურბანული კავშირი და საზოგადოებრივი სივრცეები — ეფექტურ ინტეგრირებას. SketchUp-ის შესაძლებლობამ სწრაფად შექმნას 3D მასიური მოდელები, რაც მნიშვნელოვანი იყო სავარჯიშო სივრცის ადვილად მისაღებად, დაკავშირებულობის შეფასებისთვის და ურბანული სიმჭიდროვის შესაფასებლად, რაც კრიტიკულია Nusantara-ს ხედვის განხორციელებისთვის.
კითხვა 5. როგორ შეხვედით SketchUp-ს და როგორ გააცანით კომპანიას ის?
SketchUp თავდაპირველად გამოყენებულ იქნა როგორც არქიტექტურული გენ-გეგმა კონცეპტუალური მოდელირების ინსტრუმენტი, მაგრამ პოპულარობა მოიპოვა მისი მარტივი გამოყენებისა და სხვა GIS, რენდერირების და შენობის სიმულაციის პროგრამებთან თავსებადობის გამო.
დროთა განმავლობაში, იგი გახდა ჩვენი სამუშაო პროცესის საკვანძო ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს მრავალდისციპლინურ თანამშრომლობას ურბანისტებს, არქიტექტორებს, სამოქალაქო ინჟინრებს, მექანიკურ და ელექტრო ინჟინრებს, ლანდშაფტის არქიტექტორებსა და ინფრასტრუქტურის დამგეგმარებლეს შორის.
კითხვა 6. როგორ უწყობს SketchUp ხელს ეფექტურობასა და თანამშრომლობას თქვენი დიზაინის გუნდში პროექტირების განმავლობაში?
SketchUp უზრუნველყოფს მოკლე და გასაგებ კომუნიკაციას. მისი შესაძლებლობა, სწრაფად და ზუსტად შექმნას 3D მოდელები, ხდის მას ძვირფას ინსტრუმენტად როგორც კონცეპტუალურ, ისე საბოლოო დიზაინის ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს გლუვი და ეფექტური დიზაინის პროცესს პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე.
მზად ხართ, დაიწყოთ თქვენი უნიკალური პროექტის დიზაინზე მუშაობა? გახდით SketchUp-ის მომხმარებელი ან სცადეთ უფასო 7 დღიანი ვერსია დღესვე!
სტატიის წაყრო: www.sketchup.com

