აღმოაჩინეთ V-Ray 7-ის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს გაუმჯობესებულ ფუნქციებს — ის მთლიანად გარდაქმნის თქვენს შემოქმედებით პროცესს და გეხმარებათ უფრო სწრაფად, ეფექტურად და შთამბეჭდავად შექმნათ რეალისტური ვიზუალიზაციები.

თქვენ შეგიძლიათ გარემოს შექმნა ისე, როგორც არასდროს

დარწმუნებულები ვართ, გაგაოცებთ რეალისტური გარემოს შექმნის სიმარტივე. V-Ray 7-ის რევოლუციური Gaussian splats-ის მხარდაჭერით, შეგიძლიათ მარტივად დაარენდეროთ რთული 3D გარემოები ზუსტი ანარეკლებითა და სინათლის გარდატეხით. იქნება ეს შუშით მოპირკეთებული ცათამბჯენების კონტექსტში განთავსება თუ დეტალური ბუნებრივი ლანდშაფტების შექმნა — ფოტორეალისტურ შედეგს უმოკლეს დროში მიიღებთ.

გარდა ამისა, ჩვენ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება შთამბეჭდავი პრეზენტაციების შექმნას — ისეთი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზად აჩვენებს თქვენს დიზაინს, არამედ ამარტივებს კლიენტის მხრიდან თქვენი პროექტის შეფასებას. სწორედ ამიტომ გამარტივდა ვირტუალური ტურების გენერაცია პირდაპირ V-Ray-ის ინტერფეისიდან. უპრობლემოდ შექმენით ინტერაქტიული პანორამული ტურები ავტომატური ჰოთსპოტების გენერაციით ან დააკონფიგურირეთ ისინი სართულების გეგმებით, კონტექსტით ან მორგებადი ტრანზიციებით — აღარც ექსპორტი, აღარც სირთულეები. არასდროს ყოფილა ასე მარტივი კლიენტის ჩართვა თქვენი დიზაინის პროცესში. მიეცით მათ საშუალება, პირადად შეიგრძნონ თქვენი ნამუშევარი — ყველაფერი V-Ray-ის ეკოსისტემაში.

2-feature-vignette-layer-.png

შეუფერხებელი კრეატიული კონტროლი VFB-ში

კრეატიული კონტროლის გამარტივებისთვის განახლდა V-Ray Frame Buffer (VFB), რაც თქვენს სამუშაო პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. V-Ray 7-ის ახალ VFB-ში შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ მორგებული ფორმის რეგიონები და ყურადღება გაამახვილოთ მხოლოდ იმ ნაწილებზე, რომლებიც კორექტირებას საჭიროებს — აღარ არის საჭირო მთელი სცენის თავიდან რენდერირება.

გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ კამერის ვინეტირების ეფექტები და ჩაატაროთ ექსპერიმენტები სხვადასხვა ვიზუალით ფერის კორექციის პრესეტების წყალობით, რომლებიც ხელმისაწვდომია უშუალოდ VFB-ში. ამისთვის გარე აპლიკაციები აღარ გჭირდებათ.

3-category-scatters-transform.png

დამატებითი დონე დეტალიზაციისთვის – ახალი ელემენტების განთავსების შესაძლებლობები

ჩვენ კარგად ვიცით, რამდენ დროს ხარჯავენ 3D არტისტები წვრილმანი ელემენტების (ფოთლები, კენჭები, ხალხის ჯგუფები და სხვა) დაყენებასა და დახვეწაზე. V-Ray 7 ამ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს გაუმჯობესებული Chaos Scatter ფუნქციებით.

ახალი Instance Brush ინსტრუმენტის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად დაამატოთ დეტალები საჭირო ადგილებში ან სწრაფად მოაცილოთ არასასურველი ობიექტები დახატვის პრინციპით. ხოლო Distribution Maps გაძლევთ მოქნილ კონტროლს სიმკვრივეზე და გთავაზობთ პრესეტების ბიბლიოთეკას, რომელთაგანაც შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ, რომელი იქნება თქვენი დიზაინისთვის უმჯობესი. ეს ინსტრუმენტები გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ რთული და რეალისტური სცენები სწრაფად —ხელით კორექტირების გარეშე.

4-_category-illuminate-transform-1410x793.png
განათების გაუმჯობესება

სწრაფად მუშაობა მნიშვნელოვანი კი არის, მაგრამ არა საკმარისი — მთავარია, დეტალების ზუსტად გადმოცემაც. V-Ray Sun & Sky-ის გაუმჯობესებული მოდელით შეგიძლიათ დაასიმულიროთ დღის სინათლის ბუნებრივი ცვლილებები, მათ შორის ზღვისნაპირის შებინდებაც (nautical twilight) — როგორც სტატიკური ვიზუალისთვის, ასევე ანიმაციებისთვის.

ახალი ალგორითმი firefly-ის მოცილებისთვის ხელს უწყობს რენდერის ხარისხის გაუმჯობესებას — გამორიცხავს ძალიან კაშკაშა წერტილებს და გეხმარებათ მიაღწიოთ მაღალი ხარისხის შედეგს უფრო სწრაფად.

V-Ray 7 ასევე მოიცავს V-Ray Luminaires-ის მხარდაჭერას, რაც საშუალებას გაძლევთ სცენებში გამოიყენოთ რეალისტური განათების კომპონენტები — თვალსაჩინო ეფექტითა და გამოკვეთილი ატმოსფეროთი.

Chaos Cosmos-ის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია რენდერირებისთვის მზად მყოფი რეალისტური განათების ელემენტებიც — ეს ისეთივეა, როგორც განათების ექსპერტთან წვდომა ერთი კლიკით.

გაფართო შენი კრეატიული ინსტრუმენტარიუმი Chaos Cosmos-ით
V-Ray 7-ის გამოშვებით Chaos Cosmos ბიბლიოთეკა განაგრძობს ზრდას — კომპონენტების ვარიანტებით, დაწყებული მცენარეების სეზონური ცვლილებებით, რაც გაცილებით მარტივს ხდის სცენისთვის იდეალური ვარიანტის შერჩევას. ასევე დაემატა V-Ray Luminiere კომპონენტები, რაც საშუალებას გაძლევთ განათების ეფექტურობა კიდევ უფრო სწრაფად მიიღოთ.

და რაც მთავარია — ასობით ახალი კომპონენტი უკვე ხელმისაწვდომია.

6-_category-speed-transform-1410x793.jpg

გაძლიერებული რენდერინგის წარმადობა

სიჩქარეზე რომ ვსაუბრობთ — ახალი V-Ray Profiler გაწვდით ინფორმაციას იმ ეტაპებზე, სადაც რენდერინგი ნელდება, რაც საშუალებას გაძლევთ უკეთ გამართოთ და დაარეგულიროთ მუშაობის პროცესი.

ამასთან ერთად, V-Ray 7-ში GPU რენდერინგი მნიშვნელოვნად უფრო სწრაფი და ეფექტიანია, ასე რომ ერთი საზრუნავით ნაკლები გექნებათ.

ახლა V-Ray GPU უჭერს მხარს Caustics-ის ეფექტების რენდერინგს. ტექსტურების დამუშავება კიდევ უფრო ეფექტიანად ხორციელდება — რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მეტი იექსპერიმენტოთ, უფრო სწრაფად იმუშაოთ და მიიღოთ შთამბეჭდავი შედეგები უმოკლეს დროში.

მეტი ექსპერიმენტი ნიშნავს მეტ კრეატიულობას!

და კიდევ მეტი სიახლე!

იხილეთ ყველაფერი ახალი აქ: What’s new

Share.

Comments are closed.