კარიერული უნარების განვითარებისა და პროფესიული განათლების ინდუსტრიაში, 3D მოდელირების პროგრამების გამოყენება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს იმ უნარების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მრავალ პროფესიულ კურსსა და ტექნიკურ დარგში გამოიყენება. ინტერიერის დიზაინიდან ხის დამუშავებამდე, SketchUp მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს შესაძლებლობას, იდეები კონცეფციიდან რეალურ ვიზუალიზაციად გარდაქმნან.
მრავალფეროვანი გამოყენების სფეროს წყალობით, SketchUp დიდი ხანია გახდა მასწავლებებისა და ტრენერებისთვის შეუცვლელი ინსტრუმენტი, რათა უკეთ დაგეგმონ და ჩაატარონ სასწავლო კურსები. ჩვენ გავესაუბრეთ ტრევორ დეილს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია, მუშაობს ხის დამუშავების ტრენერად და შემფასებლად კანბერის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (CIT). მან გაგვიზიარა თავისი გამოცდილება, თუ როგორ გამოიყენა SketchUp ეფექტურად თავის ბოლო პროექტში.
ტრევორი ჩართული იყო პროექტში, რომელიც გულისხმობდა ხის დამუშავების ონლაინ სასწავლო პროგრამის შექმნასა და დანერგვას სწავლების მართვის სისტემაში (LMS). როგორც თავად ამბობს, იგი არის „SketchUp ნინძა“, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ინიციატივაში — ინიციატივაში, რომელიც საჭირო იყო, რომ 2022 წლის მეორე სემესტრიდან ხის დამუშავების ახალი სასწავლო პაკეტის სახით ამოქმედებულიყო.
როდესაც ტრევორი პროექტზე საუბარს იწყებდა, აშკარა ხდებოდა, რომ საქმე მარტივ დავალებას ნამდვილად არ ეხებოდა — საჭირო იყო სიღრმისეული დაგეგმვა და გუნდური მუშაობა.
სასწავლო პროგრამა დაყოფილია ექვს გაკვეთილად, რომლებიც შეგირდების პროგრესთან ერთად უფრო რთული და ინტენსიური ხდება. სწავლება იწყება მარტივი პროექტით, სადაც მოსწავლეები გეგმების წაკითხვას სწავლობენ, შემდეგ კი კედლის კარკასის აშენებას, სახურავის დაჭრას, მასალების რაოდენობის გამოთვლას და შეკვეთას.
ტრევორი აღნიშნავს, რომ SketchUp მოდელების გამოყენების და მათში Trimble-ის გაფართოებული რეალობის (AR) QR კოდის ჩასმის შესაძლებლობა პროექტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. SketchUp ვიზუალები პროექტის მთავარ სასწავლო ელემენტად იქცა ტრენერებისთვის, რომლებიც მოსწავლეებს პროექტის დეტალებს აცნობდნენ.
ამ პროექტისთვის ტრევორმა და სხვა ტრენერებმა ერთად შექმნეს რამდენიმე მოდელი SketchUp-ში, რომლებიც გამოიყენეს, როგორც ძირითადი ვიზუალური მასალა ინსტრუქციების გასაცემად. ერთ-ერთი მთავარი მოდელი — Hanson’s Lodge — შექმნა თავად ტრევორმა გუნდის სხვა წევრების ღირებული წვლილით. ეს მოდელი სტუდენტებს ეხმარება გაიგონ, როგორ ითანამშრომლონ სხვა სპეციალობის წარმომადგენლებთან, როგორიცაა მექანიკა, ელექტრობა, სანტექნიკა, კერამიკული ფილების დაგება და მინის დამუშავება. დამატებით, გუნდი გეგმავს სრულად დაამატოს ხის ავეჯის დეტალები (joinery detail), რათა მოდელის გამოყენება შესაძლებელი გახდეს CNC მანქანაზეც.

მიუხედავად სირთულეებისა და გაზრდილი სამუშაოს მოცულობისა, რაც სასწავლო მასალების სწავლების მართვის სისტემაში (LMS) ინტეგრირებას ახლდა თან, გუნდი მიზნების მიღწევის გზაზე მტკიცედ იდგა. ამ პროექტის მეშვეობით, ტრევორმა წარმატებით ჩამოაყალიბა SketchUp-ით მუშაობის კულტურა Bruce TAFE-ში, სადაც მისი კოლეგა ტრენერები ენთუზიაზმით სწავლობდნენ პროგრამას და თავადაც ცდილობდნენ „SketchUp ნინძებად“ ქცევას. SketchUp-ს იყენებდნენ კარადების დამზადების დეტალურ მოდელებშიც — ხის დამუშავების სხვადასხვა შეერთების ტიპების, X-ray ხედვის ინსტრუმენტებისა და რეალურ მასალებთან მუშაობის საილუსტრაციოდ.
ტრენერები განსაკუთრებით აღაფრთოვანა გაფართოებული და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებმა. Trimble-ის დემონსტრაციის დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვიზუალურად გაევლოთ რთული სახურავის ან კარკასის შიგნით და დეტალურად შეესწავლათ თითოეული კომპონენტი. ამგვარი შესაძლებლობები სტუდენტებს იმ დონის სიცხადეს აძლევდა, რომლის მიღწევაც მხოლოდ სიტყვიერი ახსნით რთული იქნებოდა. (ავტორის შენიშვნა: SketchUp მოდელები თავსებადია Trimble-ის შერეული რეალობის პროგრამებთან, მაგალითად Connect AR-თან).
ყველა ის ძალისხმევა, რაც პროექტში ჩაიდო — SketchUp მოდელების შექმნა და Layout გეგმების შედგენა — ტრევორსა და მის გუნდს დაუფასდა: მათ როგორც სტუდენტებისგან, ისე სხვა ტრენერებისგან, პოზიტიური გამოხმაურება მიიღეს.
„ძალიან სასიამოვნოა, როცა მოსწავლე ან ტრენერი გეუბნება, რომ SketchUp-ის მოდელები და Layout-ის გეგმები მათ სწავლაში რეალურად დაეხმარა. ამჟამად პირველ გაკვეთილზე ვართ ხის დამუშავებაში და უკვე შემიძლია სწავლების დასაწყისშივე ავუხსნა სტუდენტებს, რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის მთლიანად გააზრება. ეს ჩემთვისაც დიდი დახმარებაა.“-ამბობს ტრევორი

ერთ-ერთ კოლეგა ტრენერთან საუბრისას, რომელიც ინსტიტუტში სახურავების ჭრას ასწავლის, ტრევორმა გაიგო, რომ SketchUp-ის 3D მოდელები და გეგმები სტუდენტებისთვის უაღრესად სასარგებლო და ღირებული აღმოჩნდა. მათ დიდად შეუწყო ხელი სირთულეების გადალახვაში, რაც დიზაინების საზომებთან და მათემატიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, და საბოლოოდ დაეხმარა, უკეთ გაეაზრებინათ მთელი საგანი.

მოხარულნი ვართ, რომ SketchUp-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა CIT-ის ხის დამუშავების სასწავლო პროგრამაში და ტრევორსა და მის გუნდს ახალი სასწავლო პაკეტის შექმნაში დაეხმარა. ამ გზით, მათ თავიანთ სტუდენტებს მეტი შესაძლებლობა მისცეს ცოდნის გასაღრმავებლად და სწავლის პროცესს დამატებითი ღირებულებები შემატეს.
სტატიის ავტორი: ემოს სუ

