მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ინდუსტრიამ 2D ნახაზებიდან 3D მოდელებსა და ვირტუალურ რეალობაზე გადაინაცვლა,ზოგიერთი დიზაინერი კვლავაც ნახაზების ხელით შექმნის და ამ შეგრძნებების მონატრებას განიცდის. ეს არც ისე გასაკვირია, რადგან ადამიანის გონება და ხელები მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ხოლო ხელით მუშაობა გონებისთვის სასარგებლოა.

SketchUp-ის iPad ვერსიის გამოშვებამ 2022 წლის დასაწყისში არქიტექტორებს შესაძლებლობა მისცა კვლავ შეექმნათ თავიანთი იდეები ხელით – 3D მოდელირების ძალის მეშვეობით.

ჯეიმს აკერსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არქიტექტურული დიზაინისა და ვიზუალიზაციის კონსულტანტია, განსაკუთრებული ინტერესით ეკიდება ხელით შესრულებულ დიზაინსა და რენდერინგს (Apple Pencil-ის მცირე დახმარებით) SketchUp-ის iPad ვერსიაში. რაც მთავარია, მან უკვე სრულყო სამუშაო პროცესიც.

ის ქმნის ხელით შესრულებულ რენდერებს დიდი მასშტაბის სასტუმროებისა და საცხოვრებელი პროექტებისთვის SketchUp for Desktop-ის გამოყენებით, ხოლო ბოლო დროს SketchUp for iPad-საც აერთიანებს Procreate-სა და Morpholio Trace-თან ერთად. ჯეიმსი SketchUp for iPad-ს მოკლედ “SkiP”-ს უწოდებს, რადგან ის მსუბუქი და მეტად მოსახერხებელია.

ბოლო პერიოდში მან ის ადრეული კონცეფციების დიზაინის, სქემატური დიზაინის განვითარების და ხელით შესრულებული რენდერების შესაქმნელად გამოიყენა.

„პირველი, რაც SketchUp-ის iPad ვერსიაში შევნიშნე, იყო მისი მაღალი ხარისხის გარჩევადობა. ეს ჰგავს განსხვავებას ძველ 4-ბიტიან ვიდეოთამაშსა და უახლეს თამაშებს შორის. ამ განსხვავებას მაშინვე მივხვდი, როგორც კი აპლიკაციის ტუტორიალის დროს ხის ტექსტურის ნიმუში გავადიდე – და ეს შთამბეჭდავი იყო!“

(შავი და თეთრი აკვარელის სტილში შესრულებული რენდერი ჯეიმს აკერსის მიერ (შექმნილი SketchUp for iPad და Procreate-ის გამოყენებით).

ჯეიმსის კლიენტების უმეტესობა ნიუ-იორკში მოღვაწეობს და ისინი ხშირად ამჯობინებენ აკვარელის სტილში შესრულებულ რენდერებს თავიანთი ადრეული კონცეფციების წარმოსადგენად. ასეთი რენდერები უფრო მოქნილია – იდეალური ხედვის გადმოსაცემად ისე, რომ საბოლოო ფოტო-რეალისტურ გამოსახულებაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, რადგან დიზაინი შეიძლება შეიცვალოს.

დიზაინის ხელმძღვანელები ხშირად მოკლე ვადებში მიმართავენ მას, რათა პროექტის წინადადება წარადგინონ და სჭირდებათ სწრაფი პრეზენტაცია საწყისი კონცეფციებისთვის.

ბოლო წლებში ჯეიმსის შედარებით ძვირადღირებული აკვარელის ბიზნეს-მოდელს გაუჭირდა და კონკურენციას ვეღარ უწევდა როგორც შიდა, ისე იაფფასიან უცხოურ კომპიუტერულ რენდერებს, რის შედეგადაც მან კლიენტების დაკარგვა დაიწყო.

„ჩემი კლიენტები ნელ-ნელა ძვირადღირებულ დინოზავრად აღმიქვამდნენ. ჩემი დილემა ასეთი იყო: როგორ შევქმნა იგივე ხარისხის რენდერები, მაგრამ უფრო სწრაფად და იაფად? ბევრ კომპანიას ჰყავს ტექნიკურად გათვითცნობიერებული თანამშრომლები, რომლებიც შესანიშნავ ფოტო-რეალისტურ კომპიუტერულ რენდერებს ამზადებენ, მაგრამ ამ პროცესში ბევრი დრო იკარგება დიზაინის ხელმძღვანელსა და მათ შორის დაუსრულებელი კომუნიკაციის გამო. ჩემი 20-წლიანი გამოცდილების წყალობით, შემიძლია ადრეული ეტაპის კონცეფცია უფრო სწრაფად და იაფად დავარენდერო, ვიდრე ეს გუნდის შეკრების შემთხვევაში მოხდებოდა.“

SketchUp-ის iPad ვერსია გახდა გარდამტეხი ფაქტორი ჯეიმსის საკონსულტაციო ბიზნესისთვის. ახლა მას შეუძლია სწრაფად შექმნას მასიური კვლევა iPad-ზე, გამოიტანოს 2D სცენები ხელით რენდერინგისთვის Morpholio Trace-ში ან Procreate-ში – და ვუალა! მისი ხელით შესრულებული ესკიზები თვალისმომჭრელია და ეხმარება კლიენტების კონეფციებს, გამოირჩეოდეს კომპიუტერული რენდერების მასისაგან.

„თუ სამუშაო მაგიდასთან ვზივარ, ზოგჯერ პირველ მასიურ მოდელს SketchUp for Desktop-ში ვქმნი და შემდეგ SketchUp for iPad-ში შემაქვს, რათა მაღალი ხარისხის გარჩევადობით ვნახო. 2D სცენების სტილების მორგება SketchUp for iPad-ში უფრო მარტივია, ვიდრე Desktop ვერსიაში – ნაკლები პარამეტრი და ხაზების მაღალი გარჩევადობა რენდერებს უფრო მიმზიდველს ხდის!

რედაქტირების შემდეგ 2D სცენებს კვლავ Procreate-ში გადავიტან და ვიწყებ ფერების, ტექსტურებისა და ჩრდილების დამატებას მოდელზე.“

ჯეიმსი რეკომენდაციას უწევს სწორ აპლიკაციას, სწორ დროს, სწორ დავალებაზე. Procreate შესანიშნავია აკვარელის ესთეტიკისთვის, რომელსაც ის ხშირად იყენებს, ხოლო Morpholio Trace-ის რენდერებს აბრეშუმის ბეჭდვის ეფექტი აქვთ, რაც ძველი სამოგზაურო პოსტერების სტილს წააგავს.

მიუხედავად იმისა, იყენებს თუ არა SketchUp-ს, Morpholio Trace-ს თუ Procreate-ს, ჯეიმსი აცნობიერებს, რომ მისი ნახაზები მაქსიმალურ მასშტაბში უნდა იყოს. თუ პროექტი მოითხოვს რეალური ზომებისადმი სენსიტიურობას, ის უზრუნველყოფს, რომ ეს ზომები 2D გეგმარებაში აისახოს, როდესაც SketchUp-ში გადის ექსპორტს.

მასშტაბური რენდერების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ჯეიმსი თავის სამუშაო პროცესს დამატებულ რეალობაში (AR) ავითარებს და iPad-ის AR რეჟიმის მეშვეობით კლიენტების პროექტებს რეალურ სივრცეში ათავსებს.

გინდა, რომ ამ პროცესის ყველა პროფესიონალური ხრიკი ისწავლო? უყურე ჯეიმსის ვიდეოს!

გეშინია ახალ მოწყობილობასთან შეგუების? SketchUp-ის iPad-ვრსიის ინტუიციური ინტერფეისი, მოწყობილობაზე მორგებული ფუნქციები და ჩაშენებული ტუტორიალები სწრაფად შეგაჩვევენ პროცესს. დამატებითი ინსტრუქციისთვის – ნახე ჯეიმსის ტუტორიალი, სადაც ის გაჩვენებს, როგორ უნდა დაიწყოთ მუშაობა!

Share.

Comments are closed.