როდესაც პროფესიონალმა ჰოკეის მოთამაშემ, ლინუს ფერნსტრომმა, საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, რომელმაც კარიერის დასულების საფრთე გამოიწვია, გამოჯანრთელების ეს ხანგრძლივი პროცესი მან ახალი კარიერის დასაწყებად და საოცნებო პროექტის განსახორციელებლად გამოიყენა: მისი ოჯახისთვის საოცნებო სახლის პროექტზე მუშაობა დაიწყო. მან გამოიყენა SketchUp თავისი ახალი სახლის დიზაინისთვის – და გზა გაუხსნა ახალი კარიერის დასაწყისს არქიტექტურაში.
ჰოკეის კარიერის შუა გზაზე, ლინუსმა და მისმა ოჯახმა იყიდეს მიწის ნაკვეთი, რათა აეშენებინათ სახლი და ეცხოვრათ იქ ზაფხულში, როდესაც ლინუსი ჰოკეისაგან იქნებოდა თავისუფალი. სანამ ამ გეგმას შეასრულებდნენ, ლინუსი დაშავდა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. იმის გამო, რომ ლინუსი ფიზიკურად აქტიური ვერ იქნებოდა გარკვეული დროის მანძილზე, ის მიუბრუნდა იმ სახლის ხაზვას, რომელიც მისმა ოჯახმა დაგეგმა. ის სწრაფად გადავიდა ესკიზებიდან SketchUp-ში დასახაზად და აღმოაჩინა არა მხოლოდ ახალი გატაცება, არამედ ახალი კარიერა არქიტექტურაში.
პირველი პროექტი: საოცნებო სახლი
როდესაც ლინუსმა SketchUp-ში დიზაინის შექმნა დაიწყო, მას არანაირი ტრენინგი არ გაუვლია – ჰქონდა მხოლოდ უწყვეტი სიყვარული და ინტერესი არქიტექტურისადმი. მან შეიტყო იმის შესახებ, თუ როგორ ერწყმის კონსტრუქციები SketchUp-ში ხაზვას. მისი დიზაინის პროცესი მოიცავდა ექსპერიმენტებს, ხელახლა დახაზვას, წაშლას და თავიდან დაწყებას, დახვეწას და კორექტირებას, სანამ შედეგს არ მიიღებდა. ამ დროის განმავლობაში, ლინუსი აღმოჩნდა სიხარულისა და შინაგანი მოტივაციის კომბინაციაში.
ლინუსის ოჯახის სახლის ადრეული ესკიზები.
მას შემდეგ, რაც მან დაასრულა თავისი დიზაინი, კიდევ ერთი ახალი უნარის გამომუშავება დაიწყო: ნებართვებისთვის 2D დოკუმენტაციის შექმნა. უამრავი წიგნი წაიკითხა და ისწავლა სამშენებლო წესების ინტერპრეტაცია, ხელმისაწვდომობის საკითხების მოგვარება და სამშენებლო გეგმების წაკითხვა, ხოლო ამის შემდგომ შექმნა 2D ნახაზები SketchUp-ში. მას შემდეგ, რაც მან მიიღო ნებართვა, მუშაობდა მშენებელ ინჟინერთან ერთად მშენებლობისთვის დასრულებული სამშენებლო დოკუმენტაციის შესაქმნელად.
ლინუსი ყოველდღე დადიოდა სამშენებლო მოედანზე და სწავლობდა, თუ როგორ კარნახობდა მის მიერ შექმნილი ნახაზები იმ სამუშაოს, რომელსაც დურგლები და მშენებლები ასრულებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ SketchUp-ში ჭერის უფრო რთული გადახურვისთვის მხოლოდ წამებია საჭირო, მას შეუძლია შექმნას სამშენებლო გამოწვევა. აღმოჩნდა, რომ მსგავს სიტუაციებში ის რაც SketchUp-ში ხშირად მარტივი გასაკეთებელი, შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში რთულად განსახორციელებელი იყოს.
სურათები, რომლებიც აჩვენებს SketchUp მოდელს და მშენებლობის პროცესს.
ვინაიდან ეს მისი პირველი პროექტი იყო, მას და მის სამშენებლო გუნდს რამდენიმე პრობლემა შეექმნა. ლინუსმა ამ საკითხებზე ასევე SketchUp-ში იმუშავა. მან შეიტყო დეტალური სამშენებლო ნახაზების არსებობის მნიშვნელობა და გააცნობიერა, რომ ის, რაც მარტივი ჩანს, ხშირად მოითხოვს მოწინავე ტექნიკურ გადაწყვეტილებებს.
“ზოგიერთი არქიტექტორი ჯერ კიდევ ხაზავს 2D-ში და მე ეს საერთოდ არ მესმის. თუ რამე არასწორი იქნება, ბევრი ნახაზის შექმნა მოგიწევთ და ამ ყველაფრის გაგება კი 3D-ში ბევრად უფრო ადვილია.”- ლინუს ფერნსტრომი
SketchUp-ში მოდელირებული სამზარეულოს დეტალები.
აღიარების მოპოვება – და ახალი კარიერა
როგორც Husdrömmar-ის, შვედური არქიტექტურული დიზაინის სატელევიზიო შოუს დიდი ხნის გულშემატკივრები, ორი მილიონი მაყურებლით, რომლებიც დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს სახლების მშენებლობის სრულ პროცესს, ლინუსმა და მისმა ოჯახმა გადაწყვიტეს თავიანთი სახლი ამ სატელევიზო შოუში წარედგინათ. მათ არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ რაიმე გამოვიდოდა – ბოლოს და ბოლოს, ის არ იყო პროფესიონალი არქიტექტორი ან დიზაინერი.
მისდა გასაკვირად, შოუსთვის არა მხოლოდ მისი სახლი აირჩიეს, არამედ წამყვანმა გერტ ვინგორდმა, საერთაშორისოდ ცნობილმა შვედმა არქიტექტორმა, დაასრულა ლინუსისა და მისი ოჯახის ეპიზოდი საოცარი გამამხნევებელი სიტყვებით. ვინგორდმა თქვა, რომ ლინუსის სახლი ერთ-ერთი საუკეთესოდ შესრულებული პროექტი იყო შოუში და რომ მას სჯერა, რომ ლინუსი მალე საკმაოდ მოთხოვნადი და წარმატებული არქიტექტორი გახდებოდა.
ვინგორდის პროგნოზი გამართლდა: გადაცემის ეთერში გასვლისთანავე ლინუსმა უამრავი ზარი და შეტყობინება მიიღო ადამიანებისგან, რომლებიც დახმარებას სთხოვდნენ თავიანთ პროექტებში ან სურდათ ახალი პროექტების დაწყება მასთან ერთად. ის, რაც თავდაპირველად უბრალოდ დროის შესავსებად დაიწყო — გაურკვეველი მომავლის მოლოდინში — მისი ახალი კარიერა გახდა.
დასრულებული სახლის სურათი
ლინუსს, როგორც ფორმალური განათლების არმქონე ადამიანს, პროექტებზე მუშაობისას წინასწარ ჩამოყალიბებული დიზაინის იდეები არ გააჩნია. ჰოკეის მოთამაშედ გატარებული წლებისგან მან თან მოიყოლა გუნდზე ორიენტირებული აზროვნება, რომელიც თითოეულ პროექტში აისახება. ის ეყრდნობა კლიენტის გაცნობასა და ლანდშაფტის გააზრებას რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში. მისთვის პროექტის წარმატების მთავარი საზომი არ არის განსაცვიფრებელი დიზაინის შექმნა, არამედ ის, თუ რამდენად კმაყოფილია კლიენტი თავისი ახალი სახლით — მისთვის იმ სურვილების დაკმაყოფილებაა მთავარი, რომლებიც კლიენტს აქვს, და იმ სურვილების აღმოჩენაც, რომლებსაც ის თვითონაც ვერ აცნობიერებდა.
პროექტებს ის ყოველთვის შესაბამის კონტექსტში განთავსებით იწყებს — Measure-ის გამოყენებით დაახლოებით ზომავს ტერიტორიას და ქმნის გეგმას. როცა SketchUp-ში მოდელის აგებაზე გადადის, ლინუსი განსაკუთრებული სიზუსტით ზრუნავს მოდელის ორგანიზებულობაზე.
’SketchUp-ში მოდელირება სახლის აშენებას ჰგავს — თუ თავიდანვე ყურადღებას არ მიაქცევთ საფუძვლებს და ორგანიზაციას, პრობლემები გექნებათ მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.’’—ლინუს ფერნსტრომი
როდესაც ლინუსმა SketchUp-ის გამოყენება დაიწყო, ჯერ არ იცნობდა SketchUp-ის გაფართოებების სამყაროს, რომლებიც მის სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა. იყენებდა იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც თითქმის ყველაფერს აკეთებდნენ, რაც მას სჭირდებოდა, თუმცა ზოგიერთ ამოცანას უფრო სწრაფად ასრულებდა, ვიდრე სხვას. როგორც კი მან SketchUp-ის ეკოსისტემის შესახებ მეტი გაიგო, დაიწყო გაფართოებების ინტეგრირება თავის სამუშაო პროცესში, რაც დაეხმარა სისწრაფის, სიზუსტისა და ეფექტიანობის ზრდაში. მისი რამდენიმე საყვარელი გაფართოებაა TopoShaper და Curic Scene Manager. Scene Manager ლინუსისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია, რადგან მას ერთ პროექტზე 200-მდე სცენის გამოყენება შეუძლია იმისთვის, რომ ყველაფერი დაინახოს და გაიგოს, რაც პროექტის შესახებ უნდა იცოდეს.
კლიენტებთან კომუნიკაციისთვის ლინუსი ძირითადად SketchUp-ის სცენებს ეყრდნობა. ის 3D Warehouse-დან იტვირთავს მოდელებს ავეჯისა და სხვა დეტალების დასამატებლად, რათა კლიენტებს კონტექსტისა და მასშტაბის შეგრძნება მისცეს. SketchUp-ის ძირითადი ვიზუალები ეფექტური კომუნიკაციის ინსტრუმენტებია, თუმცა ზოგჯერ ლინუსი Twinmotion-ით ქმნის რენდერებს იმ კლიენტებისთვის, რომელთაც თავიანთი მომავალი სახლის უფრო დეტალურად ან რეალისტურად ხილვა სურთ.
ლინუსმა ასევე დაიწყო LayOut-ის გამოყენება ყველა 2D დოკუმენტაციის საჭიროებისთვის. მას მოსწონს ის, რომ შეუძლია სწრაფად შეცვალოს SketchUp-ის მოდელი და გაუგზავნოს პროექტის მფლობელებსა და მშენებლობის გუნდს მკაფიო და განახლებული ნახაზები. SketchUp-ისა და LayOut-ის ერთობლივი ვიზუალიზაციის შესაძლებლობები ლინუსს საშუალებას აძლევს, მარტივად გააზიაროს თავისი დიზაინები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შეინარჩუნოს გამართული სამუშაო პროცესი მინიმალური ინსტრუმენტების გამოყენებით.
რჩევები თვითნასწავლი არქიტექტორისგან
როდესაც არქიტექტურის სწავლას იწყებთ, ლინუსი გირჩევთ, სრულად ჩაეფლოთ ამ პროცესში.
‘’იფიქრეთ არქიტექტურაზე ყოველდღიურად სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ. გაქვთ შესაძლებლობა? — ისწავლეთ. თუ ვიღაცის სახლში ხართ ან წიგნს კითხულობთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: “როგორ აშენდა ეს? როგორ შეიძლებოდა სხვაგვარად გაკეთებულიყო? რა შედეგი ექნებოდა ნებისმიერ ცვლილებას?” იყავით ცნობისმოყვარე და არ შეგეშინდეთ ბევრი შეკითხვის დასმის.’’—ლინუს ფერნსტრემი
ლინუსი დიდი გულშემატკივარია SketchUp-ის YouTube არხის, სადაც სწავლობს მოდელირების სხვადასხვა ტექნიკას. მომხმარებელთა შორის კონკურენციის არარსებობა და სურვილი, რომ ერთმანეთს ცოდნა გაუზიარონ, ლინუსის თქმით, ქმნის უნიკალურ “SketchUp-ის სულს.”
ლინუსის ხუთი რჩევა SketchUp-თან მუშაობისთვის:
- SketchUp ჭკვიანია. თუ რაიმე ამოცანა დამღლელად გეჩვენებათ, დიდი შანსია, უკეთესი გზა არსებობდეს — უბრალოდ გუგლში მოძებნეთ. ხშირად იპოვით პასუხს და იფიქრებთ: “აჰა, რასაკვირველია!”
- გამოიყენეთ კლავიშთა კომბინაციები, როგორიცაა ორმაგი დაკლიკება, Alt, Cmd ან Shift. ინსტრუმენტების უმეტესობას აქვს კონკრეტული ქმედება, რომელიც ამ კომბინაციებით დიდ დროს გიზოგავთ განმეორებადი ამოცანების შესრულებისას.
- ლინუსი გირჩევთ, ხშირად გამოიყენოთ საზომი ინსტრუმენტი. მისი სამუშაო პროცესი ძირითადად შედგება ფიქრისგან, ზომვისგან და მოდელირებისგან.
- იპოვეთ სამუშაო მეთოდი, რომელიც თქვენ შეგეფერებათ და დახვეწეთ ის. შექმენით წინასწარ შაბლონები იმ ტეგებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ — მაგალითად, სახლების ნახაზებისთვის — რათა თავიდან აიცილოთ ყოველი პროექტისთვის მათი თავიდან დაყენება.
- თავისუფალ დროს გადახედეთ SketchUp-ის რესურსებს, თუნდაც კონკრეტული პრობლემა არ გაწუხებდეთ. YouTube-ზე 15-წუთიანი ვიდეოს ყურებამ შეიძლება ბევრი ახალი იდეა და გაუმჯობესება მოიტანოს თქვენს სამუშაო პროცესში.
გქონდა შთაგონება SketchUp-ის სამყაროში პირველი ნაბიჯის გადასადგმელად? დაიწყე პროექტი, რომელმაც შესაძლოა თქვენი ცხოვრება შეცვალოს — გაეცანი ჩვენს გამოწერების პაკეტებს და მოითხოვეთ თქვენთვის სასურველი პაკეტის ღირებულება!