ინტერიერის დიზაინერის იზოლინა მალონი-ს გამოცდილება

შეიტყვეთ, თუ როგორ აქცია იზოლინა მალონმა, სან-ფრანცისკოში ინტერიერის დიზაინის სტუდიის დამფუძნებელმა, 3D-ში მუშაობა მისი სამუშაო პროცესის არსებით ნაწილად , რათა ეთანამშრომლა დიზაინის/მშენებლობის სხვა პროფესიონალებთან, ჰყოლოდა უფრო მეტი დამკვეთი და გადასულიყო თამამი, ინოვაციური დიზაინების შექმნაზე.

მისაღები ოთახი, მოდელირებული SketchUp-ში. სურათი გადაღებულია იზოლინა მალონის მიერ.

SketchUp არის აუცილებელი ინსტრუმენტი Isolina Mallon-ის ინტერიერის დიზაინის პროცესში, რომელიც ეხმარება მას უფრო სწრაფად და მარტივად შექმნას განსაცვიფრებელი დიზაინი, რომელიც მომავალში ჯილდოს მფლობელიც გახდება. ავეჯის შოურუმებისა და უფრო დიდი კომპანიების დიზაინერობიდან  დაწყებული, როგორც დიზაინერის, ისე ბიზნესის მფლობელის ამჟამინდელ როლამდე, 3D აზროვნება და დიზაინი დაეხმარა მას ადაპტირებულიყო მუდმივად ცვალებად გარემოებებთან.

მისაღები ოთახი, ინტერიერის დიზაინი იზოლინა მალონის მიერ. ფოტო გადაღებულია Jean Bai Photography-ის მიერ.

დაიწყეთ დიზაინის შექმნა ახალი გზით

იზოლინა უნივერსიტეტში  ინტერიერის დიზაინს სწავლობდა 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ინტერიერის დიზაინი ჯერ კიდევ დაფუძნებული იყო ხელით შექმნილ ნახაზებსა და აკვარელის დიზაინის კონცეფციებზე. როდესაც იზოლინამ სკოლა დაამთავრა და ინტერიერის დიზაინერის კარიერა დაიწყო, მისმა ინჟინერმა მეგობარმა მას ახალი 3D მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ამცნო. მიუხედავად იმისა, რომ იზოლინას მასალები ხელით უნდა დაეხატა, მან სწრაფად იპოვა ახალი პროგრამული უზრუნველყოფის SketchUp-ის ჩართვის გზები თავის სამუშაო პროცესში.

3D-ში მუშაობა დაეხმარა იზოლინას უფრო ეფექტური დიზაინები შეემუშავებინა, უფრო თავისუფლად ჩაეტარებინა ექსპერიმენტი  და შეექმნა ვიზუალიზაცია, რომელიც ნათლად გადმოსცემდა მის იდეებს. 2011 წელს იზოლინა ესპანეთიდან სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან შექმნა საკუთარი კომპანია. SketchUp დაეხმარა მას პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციაში და ექსპერიმენტების ჩატარებაში ახალი ტიპის არქიტექტურასა და დიზაინში, რომელიც მას კალიფორნიულ რეალობაში დახვდა.

ბავშვის საძინებელი, მოდელირებული SketchUp-ში. სურათი გადაღებულია იზოლინა მალონის მიერ.

ინტერიერის დიზაინი 3D-ში კონცეფციიდან მის უშუალოდ დასრულებამდე

SketchUp არის იზოლინას ინტერიერის დიზაინის პროცესის ნაწილი ყველა პროექტში, კონცეფციითა და  თავად დიზაინით დაწყებული, კლიენტებთან კომუნიკაციით და შესრულებით დამთავრებული. ქვემოთ მოცემულია ინტერიერის დიზაინის პროექტის დაძლევის რამდენიმე უპირატესობა 3D მოდელირების გამოყენებით ყოველ ნაბიჯზე.

დიზაინი 3D-ში

იზოლინა ინტერიერის დიზაინის ყველა პროექტს იწყებს იმ სივრცის 3D მოდელის შექმნით, რომელთანაც შემდგომში იმუშავებს. მისი გუნდიდან ვიღაც ზომავს არსებულ სივრცეს და ქმნის მოდელს SketchUp-ში. მას შემდეგ, რაც მას აქვს ზომები, იზოლინა ქმნის 3D მოდელს უშუალოდ სტრუქტურული მასალებით, ავეჯისგან, განათების მოწყობილობებისგან ან სხვა აქსესუარებისგან, რომლებიც არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოთახისთვის. მოდელირების პროცესში, იგი ეცნობა კედლებს, კარებს, ფანჯრებს და არსებულ ინფრასტრუქტურას შორის მოცულობებსა და ურთიერთობებს, როგორიცაა განათება, სანტექნიკა და ჩაშენებული ავეჯი.

‘’ოთახს გონებაში და მოდელში ვაცარილებ. ნულიდან დაწყება საუკეთესო გზაა ახლის შესაქმნელად.’’

– იზოლინა მალონი, ინტერიერის დიზაინერი

ის სარგებლობს თავისუფლებით, რომელსაც SketchUp აძლევს, სწრაფად შეისწავლოს დიზაინის იდეები ოთახებში. მაგალითად, ადვილია იმის გარკვევა, სურს თუ არა მას გამოიყენოს სავარძლები ან დივანი კონკრეტულ სივრცეში – მხოლოდ რამდენიმე მომენტში. Reload Component-ის გამოყენებით, ავეჯის შეცვლას მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება. იზოლინა ასევე 3D Warehouse-ის დიდი მოყვარულია. მას უყვარს, რომ შეუძლია რეალურად არსებული ავეჯის  მოდელების პოვნა და დაზუსტება. მან ასევე ატვირთა რამდენიმე საკუთარი მოდელი 3D Warehouse-ში, რათა გაუზიაროს ისინი სხვა მომხმარებლებსაც.

რკინისა და სპილენძის ჭაღის  3D მოდელის სქრინი, მოდელირებული იზოლინა მალონის მიერ და ატვირთული SketchUp-ის 3D Warehouse-ში.SketchUp-ის გამოყენებით ყოველთვის კომფორტულად ვმუშაობ. მე ვიცი, რომ შედეგი აუცილებლად კარგი იქნება 3D-ით დაწყებით და ყველაფრის იქიდან შექმნით.– იზოლინა მალონი, ინტერიერის დიზაინერი

ინტერიერის დიზაინის დამკვეთის მოლოდინების მართვა

SketchUp იზოლინას უადვილებს დეტალების შეცვლას კლიენტის მითითებების საფუძველზე – ავეჯის შეძენამდე ან რაიმე ძირეული ცვლილების შეტანამდე. დიზაინერებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ინტერიერის დიზაინისთვის ქმნიან ნივთების ჩამონათვალს, იზოლინას შეუძლია მარტივად მიაწოდოს თავისი სრული ხედვა თავის კლიენტებს მოდელების და კონცეფციის ჩვენებით.

‘’ყველაფერს ვაკეთებ 3D-ში, ვამატებ ფერებს და მასალებს. იმის ნაცვლად, რომ დაგჭირდეთ გრძელი ახსნა-განმარტებების სესია, ეს ბევრად მარტივია: „ეს ასე გამოიყურება“. მშვენივრად მუშაობს.’’– იზოლინა მალონი, ინტერიერის დიზაინერი

იზოლინა ქმნის რენდერებს თავისი კლიენტებისთვის V-Ray-ისა და Photoshop-ის გამოყენებით. მისი კლიენტები აღფრთოვანებულები რჩებიან, როდესაც დასრულებული პროექტები ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც იზოლინას მიერ შექმნილი რენდერები.

დიზაინ-მშენებლობის ეტაპზე თანამშრომლობა

როდესაც იზოლინამ სან-ფრანცისკოში ინტერიერის დიზაინის ბიზნესი დაიწყო, მან იპოვა დიზაინის პროფესიონალთა ახალი საზოგადოება, რომელთანაც ითანამშრომლებდა. დიზაინის განსხვავებული სენსიტიურობით  აღსავსე ახალ ადამიანებთან მუშაობა საინტერესო იყო, მაგრამ ასევე ძალიან რთული და ეს ფაქტი იმით იყო განპირობებული, რომ მათ არ ჰქონდათ ერთი და იგივე საგანმანათლებლო და კულტურული გამოცდილება. SketchUp-მა კი გაუადვილა მას თავის თანამშრომლებთან საუბარი 3D უნივერსალურ ენაზე.

3D მოდელების გამოყენებით, იზოლინას შეუძლია მარტივად გამოხატოს თავისი საჭიროებები განათების, სანტექნიკისა და სივრცის შესახებ. თუ მას სჭირდება ფანჯრის ან კარის გადატანა, SketchUp არის შესანიშნავი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი იმისთვის რომ ითანამშრომლოს არქიტექტორებთან. მას ასევე უშუალოდ დურგლებთან და კაბინების შემქმნელებთანაც უწევდა ურთიერთობა. სან-ფრანცისკოში მდებარე გიგანტურ ბინის კოშკში, ულამაზესი სვეტი არღვევდა ღია სივრცეს. იზოლინამ სვეტი თვალისმომჭრელად მხატვრულად აქცია. მან დააპროექტა თაროები,  რომლებიც შენიღბავდა სვეტს და უმატებდა სილამაზეს თეთრ სივრცეს.

კედლის SketchUp მოდელი. სურათი გადაღებულია იზოლინა მალონის მიერ.

კედლის 2D დოკუმენტაცია. სურათები გადაღებულია მალონის მიერ.

რჩევები SketchUp-ში მოდელირების შესახებ

იზოლინას მიაჩნია, რომ SketchUp-ის სწავლის საუკეთესო საშუალებაა პრაქტიკა, პრაქტიკა და ისევ პრაქტიკაა. SketchUp-ის ინტუიციური ხელსაწყოები აადვილების პროგრამაში მუშაობის დაწყებას და საკუთარი ტემპით პროგრესს. როდესაც ახალი ფუნქციები გამოდის, იზოლინა ან SketchUp-ის დახმარების ცენტრს მიმართავს ან YouTube არხს, რათა ისწავლოს ყველა ახალი ფუნქციის ან სამუშაო პროცესების შესახებ.

1. იყავი ორგანიზებული

თქვენი ყველა კომპონენტის სწორად მონიშვნამ შეიძლება დაგიზოგოთ ძალიან ბევრი დრო. იზოლინას შეუძლია აიღოს მოდელები კლიენტის პროექტებიდან, რომლებიც წლების წინანდელია და მყისიერად გადავიდეს კლიენტის ახალ იდეაში, რადგან მან უკვე შექმნა ზუსტი სამუშაო საფუძველი.

2. შეინახეთ მოდელები მაქსიმალურად მარტივი ფორმით

კიდევ ერთი რჩევა იზოლინასგან: თავიდანვე მაინც ნუ ეცდებით ძალიან მძიმე ან რთული მოდელების გაკეთებას. შეინახეთ მაქსიმალურად მარტივი მოდელი, სანამ თქვენი დიზაინის იდეას ასახავთ. ეს საშუალებას მოგცემთ განაგრძოთ სხვადასხვა დეტალების დამატება თქვენს მოდელში ზედმეტი გართულების გარეშე.

3. მიიღეთ შთაგონება 3D Warehouse-დან

დიზაინის შთაგონებისთვის, იზოლინას უყვარს კატალოგების თვალიერება და შოურუმებში სიარული, განსაკუთრებით მილანის ავეჯის ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო გამოფენაა. გამოფენაზე ნაჩვენებია ავეჯის და დიზაინის უახლესი ტენდენციები მთელს მსოფლიოში. ამ ავეჯის მისი ერთ-ერთი საყვარელი თვისება? ის ხელმისაწვდომია 3D Warehouse-ში! თუ იზოლინას შეუძლია ადვილად გამოიყენოს ნებისმიერი დეტალი თავის მოდელებში, ბევრად უფრო ადვილი იქნება მისი გამოყენება საბოლოო დიზაინშიც.

4. არ შეგეშინდეთ გამეორების

ის გვირჩევს ვიფიქროთ დიზაინის მომავალზე: არის თუ არა დიზაინის არჩევანი ტენდენცია, რომელიც რამდენიმე წელიწადში მოძველებულად გამოიყურება, თუ  გაუძლებს ის დროის გამოცდას? და ბოლოს, იზოლინა იყენებს SketchUp-ით დაზოგილ დროს ექსპერიმენტებისთვის, ცდის თამამ ახალ იდეებს, რომლებიც მის მიერ შექმნილი სივრცეების დამახასიათებელი ნიშანია.

სამყაროს შესწავლა ინტერიერის დიზაინის საშუალებით

იზოლინას თამამმა, თანამედროვე სტილმა და შემოქმედებითი რისკებისადმი მიდრეკილებამ მიიყვანა ის ისეთ ადგილებში, სადაც არასოდეს წავიდოდა, რომ არა ინოვაციური ინტერიერის დიზაინერი, მათ შორის მასონური ლოჟა. მასონური ლოჟების შიდა შეხვედრების ოთახებს, როგორც წესი, მხოლოდ მისი წევრები ხედავენ, მაგრამ ლოჟის წევრებმა იცოდნენ, რომ მათ სჭირდებოდათ დახმარება თავიანთი სივრცის განახლებაში.

იზოლინასთვის ეს რთული ამოცანა იყო, რადგან არსებობდა მჭიდრო შეზღუდვები საბოლოო დიზაინის პროდუქტზე. როდესაც მან შეხვედრების დარბაზის ინტერიერი გადააკეთა,შექმნა მოდელები და რენდერები, რომლებიც საშუალებას აძლევდა ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც არ ჰქონდათ დიზაინერული გამოცდილება, ხელახლა წარმოედგინათ თავიანთი სივრცე და გაეგოთ დიდი ცვლილებების შესახებ. მათ მოეწონათ იზოლინას ხედვა და შედეგად ინტერიერზე მუშაობა შეუფერხებლად წარიმართა იმ ზუსტი ინფორმაციის წყალობით, რომელიც მისმა მოდელებმა გადასცეს კონტრაქტორებსა და თანამშრომლებს.

‘’მე ყოველთვის ვამბობ- არ არის რისკი, არ არის დიდება’’– იზოლინა მალონი, ინტერიერის დიზაინერი

იზოლინას უფლება აქვს გარისკოს თავისი დიზაინით – დიდებული შედეგებისთვის. SketchUp-ის ჩართვა მისი ინტერიერის დიზაინის სამუშაო პროცესში, აადვილებს ახალი იდეების გამოცდას და დამკვეთის მოხიბვლას. SketchUp ასევე ეხმარება მას ინოვაციური იდეების გადაცემაში დიზაინის/მშენებლობის სხვა პროფესიონალებთან, რათა დაეხმაროს მას ინდივიდუალური სამუშაოს შექმნაში.

სცადეთ SketchUp უფასოდ და გახსენით თქვენი კრეატიული ინტერიერის დიზაინის პოტენციალი.

სტატიის ავტორი: სამანტა ნოქ.

Share.

Comments are closed.