SketchUp არის მძლავრი 3D მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც პოპულარულია ინტერიერის დიზაინერებს შორის მისი მარტივი გამოყენებისა და მრავალფეროვანი ფუნქციების გამო. ამ ბლოგში განვიხილავთ, თუ რატომ არის SketchUp საუკეთესო არჩევანი ინტერიერის დიზაინერებისთვის, რომლებიც ასრულებენ მცირე და საშუალო ზომის პროექტებს.


ინტერიერის დიზაინერი, ბიზნეს ქოუჩი და მენტორი ჯოანი, გვიზიარებს საკუთარ Sketcup გამოცდილებას და მის ბენეფიტებს, რომლებიც ინტერიერის დიზაინერების სამუშაო პროცესს ბევრად უფრო ამარტივებს და რეალურ შედეგს სძენს.
,, როდესაც დიზაინის სკოლაში ვსწავლობდი, გვასწავლიდნენ AutoCAD და Revit პროგრამულ უზრუნველყოფებს. როდესაც სკოლა დავამთავრე, ამ პროგრამებზე წვდომა აღარ მქონდა და მხოლოდ რამდენიმე პატარა პროექტზე ვმუშაობდი. იმ დროს პროგრამის შეძენა რამდენიმე ათას დოლარი ჯდებოდა. კარიერის დაწყების პირველივე წლის განმავლობაში კი ამხელა ხარჯის გაღება ვერ შევძელი, ამიტომ ისევ ქაღალდზე ხაზვას დავუბრუნდი, რაც ძალიან არაეფექტური იყო.
ამ პროგრამების პრობლემა ის არის, რომ თუ ხშირად არ იყენებ, უნარები გეკარგება. ჩემი სამუშაო პროცესი იმდენად არაეფექტური გახდა, რომ AutoCAD-ის ცოდნის განახლებისთვის სკოლაში დაბრუნება მომიწია, მაგრამ ეს შედგებოდა მხოლოდ ღამის გაკვეთილებისგან, კვირაში ორჯერ, სამ-სამი საათის განმავლობაში. მაშინ არ არსებობდა YouTube ვიდეოები, სადაც კითხვებზე პასუხის მოძიება შეიძლებოდა. ეს ძალიან რთული იყო.
თუმცა, დღეს სიტუაცია განსხვავებულია. ამ პროგრამებზე წვდომა უფრო ხელმისაწვდომია – მათი უმეტესობა სააბონენტო სერვისზეა დაფუძნებული. ინტერიერის დიზაინერებისთვის ყველაზე მეტად SketchUp-ს გირჩევთ. ეს ყველაზე ხელმისაწვდომი და შესაფერისი პროგრამაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახლახან იწყებს კარიერას. ნებისმიერ დიზაინერს, ვისაც სურს მომავალ წლებში ინდუსტრიაში წარმატებით იმუშაოს, უნდა შეეძლოს თავისი პროექტების ვიზუალიზაცია და მათი 3D-ში გადატანა. სწორედ ამისთვის არის SketchUp იდეალური.’’- ინტერიერის დიზაინერი ავსტრალიიდან.
ჩვენ კი შეგვიძლია რამდენიმე მიზეზი დაგისახელოთ, თუ რატომ არის SketchUp შესანიშნავი ინსტრუმენტი ინტერიერის დიზაინერებისთვის:
მოსახერხებელი ინტერფეისი
SketchUp-ს აქვს მარტივი ინტერფეისი და ინტუიციური ხელსაწყოები, რაც დიზაინერებს უადვილებს მათი ინტერიერის დიზაინისთვის 3D მოდელების შექმნას. YouTube-ზე ბევრი უფასო ვიდეოა ხელმისაწვდომი, ასევე ბევრი ფასიანი კურსია შემოთავაზებული, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად აითვისოთ პროგრამა.
- ძალიან სწრაფი
SketchUp-ის დახმარებით, დიზაინერებს შეუძლიათ ძალიან სწრაფად შექმნან 3D მოდელები, რაც მათ საშუალებას აძლევს სწრაფად და ეფექტურად განავითარონ იდეები და წარუდგინონ ისინი კლიენტებს. ასვე, რენდერინგის დამატებითი მოდულები, როგორიცაა Enscape და V-Ray, სულ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. მათი გამოყენება არამარტო აუმჯობესებს პრეზენტაციის ხარისხს, არამედ შეიძლება გახდეს დამატებითი შემოსავლის წყარო და გაზარდოს თქვენი დიზაინის ღირებულება.


- ზედმიწევნით ზუსტი
SketchUp-ის 3D მოდელები გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, რაც დიზაინერებს საშუალებას აძლევს ზუსტად დაინახონ, როგორ გამოიყურება მათი დიზაინი რეალურ სივრცეში. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა რთული და დიდ პროექტების შემთხვევაში, სადაც ავეჯისა და მრავალი სხვა ელემენტის შეთავსებაა საჭირო. დიზაინერებს მარტივად შეუძლიათ სხვადასხვა კონცეფციის წარმოდგენა და კლიენტისგან მიღებული უკუკავშირის მიხედვით სწრაფად შეცვალონ და დახვეწონ დიზაინი.
- თავსებადობა დიზაინის სხვა ინსტრუმენტებთან
SketchUp თავსებადია სხვადასხვა დიზაინის პროგრამებთან, როგორებიცაა AutoCAD და Photoshop, რაც დიზაინერებს საშუალებას აძლევს მარტივად ჩართონ SketchUp-ის მოდელები საერთო სამუშაო პროცესში. შეგიძლიათ ჯერ AutoCAD-ში გააკეთოთ გეგმარება, შემდეგ გადაიტანოთ ის SketchUp-ში, მოახდინოთ რენდერირება V-Ray-ის გამოყენებით და საბოლოოდ, Photoshop-ის დახმარებით, კიდევ უფრო რეალისტური გახადოთ გამოსახულება. ეს ქმნის შეუფერხებელ და ეფექტურ სამუშაო პროცესს.
- ხელმისაწვდომობა
SketchUp გთავაზობთ პროგრამის უფასო ერთ კვირიან ვერსიას, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია დაბალი ბიუჯეტის მქონე დიზაინერებისთვის. თუმცა, SketchUp Pro, რომლის ფასიც ასევე ძალიან ხელმისაწვდომია სხვა 3D მოდელირების პროგრამებთან შედარებით, დამატებით ფუნქციებსა და პროფესიონალურ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. SketchUp მუდმივად განახლებადია და წლიდან წლამდე უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ის სწრაფად იკავებს ლიდერის პოზიციას ინტერიერის დიზაინის სფეროში, განსაკუთრებით პატარა და საშუალო ზომის პროექტებისთვის.
რომ შევაჯამოთ, SketchUp არის ძლიერი და მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რომელიც იდეალურად შეესაბამება ინტერიერის დიზაინერების საჭიროებებს. მისი გამოყენების სიმარტივე, სისწრაფე, სიზუსტე, სხვა დიზაინის პროგრამებთან თავსებადობა და ხელმისაწვდომობა მას შესანიშნავ არჩევანად აქცევს 3D მოდელების შესაქმნელად.
დაიწყე Sketchup-ის გამოყენება დღესვე და აამაღლე შენი ცოდნა 3D მოდელირებასა და დიზაინში.
გადადი ლინკზე და მოითხოვე ფასი – Sketchup