მეთიუ ვალერო კარგად ერკვევა SketchUp-ის ეკოსისტემაში. V-Ray-დან დაწყებული, Scan Essentials-ით, Revit Importer-ითა და ფაქტიურად ასობით გაფართოებული ფუნქციით დამთავრებული, მეთიუმ სრულად აითვისა SketchUp-ის ყველაზე ძლიერი და მძლავრი სკეჩაპის პაკეტის, SketchUp Studio-ს, მოქნილობა.

Save the Bay's Hamilton Family Aquarium - conceptual exterior rendering.

Save The Bay-ის ჰამილტონის ოჯახის აკვარიუმი — კონცეპტუალური გარე ვიზუალიზაცია. სურათი მოწოდებულია DBVW Architects-ის მიერ.

ვინ არის მეთიუ ვალერო?

თუ რაიმე კავშირშია SketchUp-თან, დიდი ალბათობით, მეთიუ ვალერო მას უკვე იცნობს. ის არის ვიზუალიზაციის დირექტორი არქიტექტურულ კომპანიაში DBVW Architects, აქვს 20-წლიანი გამოცდილება არქიტექტურულ ინდუსტრიაში და არის SketchUp Studio-ს მომხმარებელი. იგი ასევე არის SketchUp-ის ალფა და ბეტა ტესტერი, იქსთენშენების (გაფართოებების) აქტიური მომხმარებელი და შეიძლება ითქვას, ბოლო ორი ათწლეულის არქიტექტურული ვიზუალიზაციის ენციკლოპედიაც კი. SketchUp-ის საწყისი ეტაპებიდან დღემდე – ვირტუალური რეალობიდან რეალურ დროში რენდერინგამდე – მეთიუმ ეს გზა საკუთარი თვალით ნახა. სკეჩაპის გუნდი მას დაუკავშირდა და ჩაწერა ინტერვიუ, რათა გაერკვიათ თუ რატომ რჩება SketchUp, ამდენი წლის შემდეგაც, მის მთავარ ინსტრუმენტად და, როგორც თავად ამბობს, მის “უსაფრთხო სივრცედ”.

SketchUp-ის მრავალწლიანი თაყვანისმცემლობა მისი ერთადერთი კვალიფიკაცია არ არის. ის არის ვიზუალიზაციის დირექტორი პროვიდენსში (როდ აილენდი) დაფუძნებულ კომპანიაში DBVW Architects. იგი ერთდროულად არის არტისტი, დიზაინერი და კომუნიკაციის სპეციალისტი, რომელიც საკუთარ გუნდს ეხმარება კრიტიკულ დიზაინერულ გადაწყვეტილებებში და მომხმარებლებს – საკუთარი სივრცეების სრულყოფილი ხედვის მიღწევაში. საწყისი ეტაპის მომხმარებლიდან ბეტა ტესტერამდე და საბოლოოდ SketchUp-ის “ჯადოქრობამდე”, მეთიუმ უშუალოდ ნახა და ხელი შეუწყო ამ პლატფორმის განვითარებას. როგორც ამბობს, SketchUp-მა მთლიანად შეცვალა მისი კარიერა.

გვითხარით ცოტა რამ თქვენს შესახებ და თქვენი კომპანიის შესახებ.
მე უკვე 20 წელია, რაც არქიტექტურულ ინდუსტრიაში ვმუშაობ. 2004 წელს არქიტექტურის ხარისხით დავამთავრე უნივერსიტეტი და ტრადიციული არქიტექტორის კარიერული გზა დავიწყე. კომპანია, სადაც ახლა ვმუშაობ, არის DBVW Architects. ჩვენ ვმუშაობთ როგორც მცირე საცხოვრებელ, ხელმისაწვდომ საცხოვრებელ პროექტებზე, ისე უმაღლესი განათლების შენობებზე. ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია ისტორიული შენობების რენოვაცია და შენარჩუნება.

University of Rhode Island - Ballentine Hall conceptual renderings
University of Rhode Island - Ballentine Hall conceptual renderings
University of Rhode Island - Ballentine Hall conceptual renderings
University of Rhode Island - Ballentine Hall conceptual renderings
University of Rhode Island - Ballentine Hall conceptual renderings

როდ აილენდის უნივერსიტეტი – ბალენტინის დარბაზი. კონცეპტუალური რენდერები; დამატებითი სანახავად გამოიყენეთ გამოსახულებაში არსებული ნავიგაცია. სურათები მოწოდებულია DBVW Architects-ის მიერ.

როგორ დაიწყეთ SketchUp-თან მუშაობა?

SketchUp-ს 2005 წელს გავეცანი და მან მთლიანად შეცვალა ჩემი კარიერა. 3D მოდელირებით არქიტექტურის სკოლამდეც კი ვიყავი დაინტერესებული და სწავლის პერიოდში AutoCAD-ში 3D მოდელებს, მარტივ ექსტრუზიებს და ა.შ. ვაკეთებდი. მოდელებს ვაშენებდი და 3D Studio-ს ვიყენებდი. SketchUp-თან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ შემეძლო სწრაფად მემუშავა და საინტერესო გრაფიკა შემექმნა ამ მტკივნეული პროცესის გარეშე.

„დღემდე სხვა პროგრამებში ვარ ჩართული და მაინც მგონია, რომ SketchUp-ს უნდა დავუბრუნდე. ეს ყოველთვის ინტუიციური იყო და ჩემი იდეებისა და აზრების სწრაფად გადმოცემა შემეძლო.“

მახსოვს, როდესაც SketchUp-მა სტილები დანერგა. ეს ჩემთვის დიდი მომენტი იყო. კომპანია, რომელშიც იმ დროს ვმუშაობდი, ღრმად იყო ფესვგადგმული ტრადიციულ არქიტექტურასა და სამეზობლო დაგეგმარებაში. როგორც ამ ტიპის სამუშაოს შემსრულებელი კომპანიების უმეტესობა, ჩვენ ნამდვილად გვინდოდა, რომ ოფისში არსებული ყველა გრაფიკა ხელით დახატული და აკვარელით შესრულებული ყოფილიყო. როდესაც სტილები შემოიღეს, ვიფიქრე: „ღმერთო ჩემო, ეს თამაშის წესების შეცვლაა“. შეგვეძლო ჩვენი SketchUp მოდელები აგვეღო, ესკიზური სტილის ექსპორტი გაფილტრული რენდერინგით გაგვეერთიანებინა და ისე გაგვეკეთებინა, თითქოს ხელით იყო დახატული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიუჟეტის თხრობაში, განსაკუთრებით დიზაინის ადრეულ ეტაპებზე. ჩვენ დავიწყეთ Revit მოდელების იმპორტი SketchUp-ში მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი ესკიზური გამოჩენილიყო. რაც შეეხება სტილიზებული ნახატების შექმნას და ამის სწრაფად გაკეთებას, არა მგონია, რომ ახლა სხვა რამე შეედრება მას.

2008 წელს ასევე ვიყავი საერთაშორისო სტილის შემქმნელის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. ჩემი სტილი, ფანქარი გრაფიკულ ქაღალდზე, მას შემდეგ ერთ-ერთ ჩართულ სტილად არის დაინსტალირებული.

რამ გადაგაწყვეტინათ Studio-ს გამოწერის არჩევა?

მომწონს, რომ SketchUp-ს აქვს კოლაბორაცია Chaos Group-თან და რომ თქვენ გვთავაზობთ V-Ray-ს Studio-ს გამოწერის ნაწილად. ეს იყო ჩემი კომპანიისთვის პროგრამის შესყიდვის უპირატესობა, მაგრამ სინამდვილეში, როდესაც SketchUp-მა წარმოადგინა Scan Essentials, ჩვენ Studio-ზე გადავედით. მეგონა, კიდევ ათი წელი გავიდოდა, სანამ 3D სკანირების შექმნას და SketchUp-ში 3D წერტილოვანი ქლაუდის დანერგვას შევძლებდით.

Conceptual rendering of Real Art Ways historic renovation and expansion in Hartford, CT

Real Art Ways-ის ისტორიული რემონტი და გაფართოება ჰარტფორდში, კონექტიკუტის შტატში. კონცეპტუალური ექსტერიერის რენდერინგი.

DBVW Architects ახორციელებს უამრავ პროექტს, რომლებიც ან ისტორიულ რესტავრაციას ან ძველი შენობების ხელახლა გამოყენებას წარმოადგენს. ჩვენ ვქირაობთ კომპანიას აუთსორსზე, რომელიც ჩვენთვის ახორციელებს არსებული შენობების ლაზერულ სკანირებას და იყენებს წერტილოვანი ღრუბლის მონაცემებს, როგორც საცნობარო მასალას ან აშენებული ვერსიების გენერირებას. წარმოუდგენლად სასარგებლოა წერტილოვანი ღრუბლების SketchUp-ში იმპორტის შესაძლებლობა, განსაკუთრებით ძალიან ადრეულ ფაზაში, როდესაც ჯერ არ გვაქვს დაწყებული მოდელი.

„ყველა ეს ტექნოლოგია გვიადვილებს ცხოვრებას და გვაქცევს უკეთეს დიზაინერებად და მხატვრებად. როდესაც ვინმეს ჩემს ნამუშევარს ვაჩვენებ, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც ჯადოქარი ვარ, მაგრამ სინამდვილეში SketchUp-ის თანამშრომლებმა გახადეს ის ინტუიციური და მარტივი გამოსაყენებელი და ინტეგრირება მოახდინეს SketchUp-ში.“

თქვენ შეგიძლიათ წერტილოვანი ღრუბლების გადაღება თქვენი ტელეფონით ან iPad Pro-თი. ეს ძლიერია სწრაფი შესწავლისთვის ან თუ გჭირდებათ თქვენი დიზაინის შედარება არსებულ პირობებთან, რათა დარწმუნდეთ მის სიზუსტეში. უბრალოდ გამოიტანეთ თქვენი ტელეფონი და დაასკანირეთ რაც შეიძლება მეტი წერტილი. როდესაც ოფისში დაბრუნდებით, შეიტანეთ ეს მონაცემები SketchUp-ში და გამოიყენეთ ის, როგორც საბაზისო მოდელი ზომების დასადასტურებლად.

თქვენ V-Ray ახსენეთ. ეს თქვენი საყვარელი ინსტრუმენტია რენდერინგისთვის?

ჩვენ, როგორც წესი, ვიყენებთ როგორც V-Ray-ს, ასევე Enscape-ს. Enscape-ს ძირითადად მისი სიჩქარის გამო ვიყენებთ. თუ რამის სწრაფად გაკეთება გვჭირდება ან ვირტუალურ რეალობაში ვაკეთებთ რამეს, Enscape ჩვენი არჩევანია. უფრო დახვეწილი სურათებისთვის, V-Ray-ს ვიყენებთ. ეს ნიშნავს, რომ Enscape სწრაფი სამუშაოებისთვისაა, ხოლო V-Ray სრულყოფილი სამუშაოებისთვის.

შეგიძლიათ გაგვაცნოთ ტიპიური კონცეპტუალური დიზაინისა და ვიზუალიზაციის პროექტი?

ჩვენ ვმუშაობდით პროვიდენსში Farm Fresh-ის სახელით ცნობილი ორგანიზაციისთვის ობიექტზე. ისინი ადგილობრივ ფერმებთან თანამშრომლობენ და ფერმერთა ბაზრებს აწყობენ. მათ სურდათ აეშენებინათ ის, რასაც ისინი თავიანთ სასურსათო ცენტრს უწოდებენ. ისინი უმასპინძლებდნენ როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის ბაზრებს და სურდათ სივრცე ადგილობრივი ბიზნესებისთვის. ეს არის საერთო ლოკაციის სივრცეებისა და ოფისების ნაზავი;

Farm Fresh Rhode Island food hub - conceptual exterior rendering

Farm Fresh Rhode Island – ახალი შტაბ-ბინა. კონცეპტუალური ექსტერიერის რენდერინგი.

საწყის ეტაპზე რენდერებს ვქმნით კონცეპტუალური და გაფილტრული სტილით, რათა ვიზუალურად გამოჩნდეს, რომ დიზაინი ჯერ კიდევ პროცესშია და არ შევუქმნათ კლიენტს შთაბეჭდილება, თითქოს საბოლოო ვერსიას ვაწვდით— ეს ჯერ მხოლოდ იდეის წარდგენაა.

მასალებსა და განათებას ვამატებთ V-Ray-ის საშუალებით, ხოლო საბოლოო კომპოზიცია კეთდება Photoshop-ში, სადაც სხვადასხვა ფენებს ვაერთიანებთ. SketchUp-დან გამომაქვს ხაზობრივი გრაფიკა და მასაც Photoshop-ში ვამუშავებ ფილტრებით, რომ მთელი გამოსახულება დარჩეს კონცეპტუალურ სტილში.

ერთ-ერთი გამოსახულება, რომელზეც ვმუშაობდით, წარმოადგენდა რესტორნისა და დასასხდომი სივრცის იდეის შესწავლას. ჩვენთვის რენდერები არასოდეს არის უბრალოდ ვიზუალიზაცია — ეს დიზაინის კვლევის ნაწილია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კლიენტი ითხოვდა სივრცეში ხის ელემენტის იმიტაციას სტრუქტურული ფოლადით და აკუსტიკური პანელებით. მათ სურდათ მასშტაბური გრაფიკა, მასშტაბური ხელოვნება და ინდუსტრიული სტილის შენარჩუნება, რის გამოც ვცდილობდით ამ ელემენტების სხვადასხვა კომბინაციით თამაშს და მათ ინტეგრირებას ვიზუალიზაციებში.

Farm Fresh Rhode Island - conceptual interior rendering
Farm Fresh Rhode Island - conceptual interior rendering
Farm Fresh Rhode Island - conceptual interior rendering
Farm Fresh Rhode Island - conceptual interior rendering
Farm Fresh Rhode Island - conceptual interior rendering
Farm Fresh Rhode Island - conceptual interior rendering
Farm Fresh Rhode Island - conceptual interior rendering

ამ პროექტის საფუძველი Revit-ის მოდელი იყო, თუმცა მასში ვერ ნახავთ იმ დეტალების უმეტესობას, რაც საბოლოო გამოსახულებაში ჩანს. ყველა გარემოსთან დაკავშირებული ელემენტი — ნიშნები, კედლების ხის მოპირკეთება, ჭერის ვენტილატორები, განათება და ვენტილაცია, ჭერზე მოთავსებული მეტალის კონსტრუქცია — ეს ყველაფერი SketchUp-შია მოდელირებული. Revit-ში ასეთ დეტალურ მოდელირებას არ ვაკეთებთ. შემდეგ დიზაინის იდეებს ვამუშავებთ ინტერიერისა და კონცეპტების გუნდთან ერთად, რათა კლიენტს იდეა უკეთ დავანახოთ. მარტო ამ ერთმა პროექტმაც კი გაამართლა ჩვენი Studio გამოწერის ღირებულება, რადგან ძალიან სწრაფად შეგვეძლო კლიენტის ხედვის რეალიზება და გადაწყვეტილებების მიღება.

„SketchUp არის ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენი ოფისი ყოველდღიურად იყენებს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს სწორედ მასთან ერთად.“

პროექტის ფარგლებში SketchUp გამოვიყენეთ დიზაინისყველა მიმართულებით — ინტერიერი, ექსტერიერი და ლანდშაფტი. კლიენტმა კი მიღებული ვიზუალიზაციები გამოიყენა საინვესტიციო კამპანიისთვის საჭირო სახსრების მოსაზიდად. მოგვიანებით ქალაქის მერიამაც მოგვმართა ფეხითმოსიარულეთა ხიდის იდეით და სურდათ, რომ ეს ელემენტიც ჩაგვერთო ვიზუალში. კლიენტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველა ეს დეტალი თავს იყრის SketchUp-ში, რადგან ჩვენი ძირითადი დიზაინ გადაწყვეტილებები Revit-ში კი არა, სწორედ SketchUp-ში მიიღება.

თქვენი ვიზუალიზაციის პროცესი ყველა პროექტში ერთმანეთის მსგავსია?

თითქმის ყველა არაფოტორეალისტური რენდერისთვის სამუშაო პროცესი დაახლოებით ერთნაირია. რენდერინგიდან მიღებული გამოსახულებები ზოგჯერ შეიძლება ზედმეტად სტერილურიც კი მოგვეჩვენოს. ამიტომ ვიზუალს უფრო მეტ სიცოცხლეს და ინტერესს ვამატებთ ტექსტურებითა და “მონახაზი” სტილის დეტალებით.

დიზაინისა და ვიზუალიზაციის კიდევ ერთი მაგალითი არის აკვარიუმის პროექტი ნიუპორტში, როდ-აილენდის შტატში. ეს საკმაოდ მცირე ზომის ობიექტია ორგანიზაციისთვის სახელად ,,Save the Bay’’. ჩვენ ვიმუშავეთ როგორც არსებული შენობის გადაკეთებაზე, ისე ადრეული კონცეფტუალური ვიზუალიზაციები შევქმენით, რომლებიც მათ დასჭირდათ საწყის საინვესტიციო კამპანიაში გამოსაყენებლად.

მათ სჭირდებოდათ გამოსახულებები, რომლებიც დაეხმარებოდა:

ა) თავიანთი თავის წარმოდგენაში ამ სივრცეში,

ბ) შეეძლებოდათ სახელმწიფოსთვის დაენახებინათ, რომ ეს კარგი ლოკაციაა,

გ) და გამოეწვიათ დონორების ინტერესი.

ფაქტობრივად, ეს იყო ნარატივის აგების პროცესიც — ისეთი, რომელიც აღძრავს მოლოდინს და მოტივაციას. ჩვენ ვიზუალში ვამატებთ მათ ბრენდინგს, რეალისტურ ნიშნებსა და ადამიანებს, რომლებიც იყენებენ სივრცეს — რათა შევქმნათ თითქმის ზღაპრული სცენა, რომელსაც კლიენტები ელიან, როცა საკუთარ თავს მომავალ შენობაში წარმოიდგენენ.

Save the Bay's Hamilton Family Aquarium - conceptual interior rendering

,,გადაარჩინეთ ჰამილტონის ყურე’’ საოჯახო აკვარიუმის ინტერიერის კონცეპტუალური რენდერი.

ეს პროექტი კვლავ SketchUp-ში იყო მოდელირებული, ხოლო V-Ray-ით რენდერირებული კონცეპტუალური განწყობის მისაცემად. Revit მოდელი ჩავაგდე SketchUp-ში, სადაც შესრულდა ტექსტურირება და დამუშავება. შემდეგ SketchUp-დან გადავიტანეთ რამდენიმე ფენა: ხაზები, მონახაზური კუთხეები, ადამიანები, ნიშნები და მასალების დამუშავება. ყველა ფენა Photoshop-ში შევაერთეთ, სადაც ვატარეთ ორი ფილტრი — ერთი აკვარელის ეფექტისთვის, მეორე კი ჰაჩის მსგავსი ტექსტურის შესაქმნელად. ბოლოს კიდევ დავამატე ქაღალდის ტექსტურა, რომ აკვარელის ეფექტი უფრო გამოკვეთილი გამხდარიყო — და ეს იყო საბოლოო შედეგი.

რამდენად ხშირად იყენებთ Revit-სა და SketchUp-ს პარალელურად?

ათიდან ცხრა შემთხვევაში Revit-ის მოდელთან ვმუშაობ, რომელსაც უკეთეს ვიზუალს ვუკეთებთ და გადაწყვეტილებების მისაღებად ვიყენებთ. Revit-მოდელის SketchUp-ში გადატანა ყოველთვის ჩვენი სამუშაო პროცესის ნაწილი იყო — ადრე ამას DWG ფაილებით ვაკეთებდით, თუმცა SketchUp-მა 2023 წლის დასაწყისში გამოუშვა სპეციალური Revit Importer. ასევე ვცადეთ დამატებები (plug-ins), რომ Revit-დან SketchUp-ში მოდელი შეგვეტანა, მაგრამ ეს უმეტესად არასახარბიელო იყო.

ძირითადად, Revit ფაილს საკმაოდ ადრეულ ეტაპზე ვიღებთ — უმეტესად სქემატური დიზაინის განვითარების პერიოდში. 3D მოდელი ხშირად ბევრ დამატებით დამუშავებას საჭიროებს და იდეების შემუშავების პროცესშია. დიზაინის კვლევებს და ექსპერიმენტებს SketchUp-ში უფრო სწრაფად ვაკეთებთ, ვიდრე Revit-ში. თუ გვინდა დიზაინში გადაწყვეტილებების მიღება ან კედლების, ფანჯრების გადატანა, ამ ყველაფერს SketchUp-ში ვაკეთებთ.

Real Art Ways entry and ticket counter conceptual interior rendering
Real Art Ways cafe and gallery conceptual interior rendering
Real Art Ways entry and ticket counter conceptual interior rendering
Real Art Ways cafe and gallery conceptual interior rendering
Real Art Ways entry and ticket counter conceptual interior rendering

Real Art Ways-ის ისტორიული რემონტი და გაფართოება ჰარტფორდში, კონექტიკუტის შტატში. კონცეპტუალური ინტერიერის რენდერების სერია;

Revit Importer-ის დიდი უპირატესობა DWG-ისთან შედარებით არის ლოკაციებზე მოდელირების შემთხვევები. თუ DWG ფაილს SketchUp-ში ატვირთავთ, შედეგი ხშირად არადამაკმაყოფილებელი გამოდის. Importer-ით გეომეტრია გადმოდის ძალიან სუფთად და ზუსტად. ძალიან კარგია, რომ ფემილები გადმოდის როგორც კომპონენტები — ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი ინვესტიციის რეალურ ანაზღაურებაზე დოლარებში, მაგრამ რაც შეეხება გამოწერის ღირებულებას, ჩვენ ამას დაახლოებით ერთ კვირაში უკან ვიბრუნებთ. ეს აშკარაა.“

SketchUp-ში ბევრად სწრაფად შეგიძლია დიზაინის სხვადასხვა ვერსიების გაკეთება და გაზიარება; ჩვენ ახლა პროექტის დიზაინის ფაზაში ვართ და გვინდა რამდენიმე ვარიანტის დახვეწა. მე Revit მოდელი SketchUp-ში იმპორტირებული მაქვს და ორ დღეში დავამუშავეთ ყველა დიზაინი, რომლის ნახვაც გვინდოდა. შემდეგ ვიზუალი შევქმენით V-Ray-ის გამოყენებით და დავასრულეთ პროექტი. ეს მხოლოდ სამდღიანი პროცესი იყო, რამაც ბევრი დრო დაგვიზოგა.

დროის დაზოგვაზე საუბრისას, გავიგე, რომ იქსთენშენების დიდი გულშემატკივარი ხართ.

Exstantions, მე მიყვარს ისინი! ალბათ ასზე მეტი იქსთენშენი მაქვს. მაშინაც კი, თუ იქსთენშენი ერთ მარტივ რამეს გააკეთებს, რომ თუნდაც ხუთი წუთი დამიზოგოს, მე მას მაინც დავაყენებ. ხალხი ყოველთვის მოდის ჩემს მაგიდასთან და მეკითხება, არის თუ არა რაიმე ინსტრუმენტი ამის ან იმისთვის. მე მივდივარ იქსტენშენების საწყობში ან SketchUcation-ში და ვაჩვენებ მათ: „დიახ, ამას იქსთენშენით აკეთებ“. SketchUp-ის ევოლუციამ, ნაწილობრივ იქსთენშენების წყალობით, ბოლო ათწლეულში შეცვალა მთლიანი ხედვა. თუ ვინმე მკითხავს, ​​რომელი იქსთენშენები უნდა გამოიყენოს, Profile Builder აუცილებელია და Flex Tools ასევე შესანიშნავია.

„გაფართოებების გარეშე, დავიკარგებოდი. ყოველთვის მინდოდა ჩარჩოში ჩასმული ხელოვნების ნიმუშის გაკეთება, რომელზეც ეწერებოდა: „ამისთვის იქსთენშენი არსებობს!“. ისინი ძალიან სასარგებლოა – ისინი ძალიან ბევრ დროს მიზოგავენ.“

თქვენც იყენებთ LayOut-ს?

მე საკმაოდ ხშირად ვიყენებ LayOut-ს, განსაკუთრებით სწრაფი შესრულებისთვის. ჩვენ გვაქვს InDesign და Illustrator, ყველა ეს ინსტრუმენტი, მაგრამ არის პროექტები, სადაც არცერთის გახსნა არ მიწევს. შემიძლია SketchUp-ის ეკოსისტემაში დავრჩე და SketchUp მოდელიდან პირდაპირ LayOut-ში მასშტაბირებული ნახატების მქონე ნახაზის ფურცლებზე გადავიდე. ეს უამრავ დროს მიზოგავს.

LaPerche Elementary School floor plan rendering

ლაპერშის დაწყებითი სკოლა სმითფილდში, როდ აილენდი. გეგმის რენდერი.

როცა ვმუშაობ რაიონის ან ურბანული გეგმარების კვლევაზე და ვიცი, რომ მოგვიწევს ნახაზებისა თუ რენდერების გაზიარება, ვქმნი საიტის გეგმის სცენას SketchUp-ის ხედებზე დაყრდნობით. ვამზადებ ამ სცენებს წინასწარ და ვაყენებ ტეგებს (Tags), რის შემდეგაც უბრალოდ ვაჭერ ღილაკს “Send to LayOut.” ჩვენ უკვე გვაქვს მზა შაბლონები LayOut-ში, რომ ნახაზები სწორი მასშტაბით გამოჩნდეს და საჭირო სტილები — მაგალითად, ჩრდილების ჩართვა — ავტომატურად ამოქმედდეს.

„ვინც LayOut-ს არ იყენებს, ნამდვილად უნდა დაუთმოს ცოტა დრო. შაბლონის შექმნას მხოლოდ 10-15 წუთი სჭირდება, და როცა მზადაა — სამუდამოდ შეგიძლია გამოიყენო. ვინც LayOut-ს არ იყენებს, ბევრს კარგავს.“

ადრე მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან რენდერს ვაკეთებდით — საიტის გეგმას და რამდენიმე სართულს. ახლა მხოლოდ ერთ რენდერზე აღარ ვჩერდებით — გვჭირდება საიტის გეგმა, სართულების გეგმები და ფასადები; გვჭირდება ოთხი სხვადასხვა შენობის სამ-სამი ხედით. ათი წლის წინ ამას რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა; ახლა კი ორ დღეში ვასრულებთ.

LaPerche Elementary School conceptual maker space rendering
LaPerche Elementary School conceptual classroom rendering
LaPerche Elementary School conceptual library rendering
LaPerche Elementary School conceptual maker space rendering
LaPerche Elementary School conceptual classroom rendering
LaPerche Elementary School conceptual library rendering
LaPerche Elementary School conceptual maker space rendering

თუ ტეგები და ფაილი კარგად არის ორგანიზებული, შეგვიძლია პირდაპირ SketchUp-ის მოდელიდან შევქმნათ საიტის გეგმა და პირდაპირ LayOut-ში გადავგზავნოთ.
ფასადებსა და ჭრილებსაც ანალოგიურად ვამზადებთ — ორგანიზებული სცენებისა და ტეგების დახმარებით.
რენდერებისთვის SketchUp-ის მოდელი შესაძლოა Photoshop-ში გადავიტანოთ, მაგრამ ამ გამოსახულებებს LayOut-ის ნახაზების ნაკრებსაც ვამატებთ.
ეს არის ყველაზე სწრაფი გზა, რომ შევქმნათ პატარა და ეფექტური ნახაზების პაკეტი.

რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა იწყებს მსგავსი პროექტების დაგეგმვასა და ვიზუალიზაციაზე მუშაობას?

LaPerche Elementary School entry — color study conceptual rendering

თითქმის 20 წელია, რაც SketchUp-ს ვიყენებ. ხალხი ყოველთვის მეკითხება: „ვაუ, ეს SketchUp-ში გააკეთე?“
დღესდღეობით შეგიძლია ამ პროგრამითაც იმავე დონის რენდერები შექმნა, რასაც სხვები 3D Studio Max-ში აკეთებენ. ძალიან ამაღელვებელი დროა — პროგრამა იმდენად მომწიფდა, რომ ყველაფერი, რაზეც ოდესღაც ვოცნებობდი (მაგალითად, „ნეტავ ბალახის რენდერი შემეძლოსო“) — ახლა რეალურად შემიძლია გავაკეთო.
ეს არის საოცარი პერიოდი, როცა პროფესიონალურად მუშაობა ერთდროულად სერიოზულიც არის და სასიამოვნოც — თითქოს მთელი დღე თამაშობ.

„SketchUp-მა ჩემი კარიერული გზა შეცვალა და ყოველდღიურად გამიმარტივა ცხოვრება. როგორც დიზაინერისა და პროფესიონალისთვის, ბოლო 10–15 წლის წინსვლის დანახვა წარმოუდგენელ შესაძლებლობებს მანიჭებს — ისეთებს, რაზეც ადრე ვერც ვიფიქრებდი.“

შეიძინე SketchUp

მზად ხარ გამოიყენო ის მოქნილობა, რაც SketchUp-ს ასე ძლიერ და უნიკალურ ხელსაწყოდ აქცევს?
თუ შენ ხარ დამწყები და გინდა მარტივი, ინტუიციური 3D მოდელირების ინსტრუმენტი ან ხარ გამოცდილ პროფესიონალი, ვისაც სჭირდება სანდო პროგრამა გადაწყვეტილებების მისაღებად და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის — SketchUp სწორედ ის ინსტრუმენტია.

და როცა იფიქრებ, რომ ამაზე მეტი უკვე შეუძლებელია, უბრალოდ გაიხსენე მეთიუს სიტყვები:
ამისთვის იქსთენშენი არსებობს.“

სტატიის წყარო: www.sketchup.com

Share.

Comments are closed.