
როგორც SketchUp პროგრამული უზრუნველყოფის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში, ჩვენ მუდმივად ვიღებთ სხვადასხვა კითხვებს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ. ამიტომ, იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენი საზოგადოების წევრებს უკეთ გაიგონ SketchUp პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციები, ასევე, მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს პროფესიულ საქმიანობაში, ჩვენ ვიწყებთ ონლაინ კითხვა-პასუხის სესიებს! თქვენ დაგვისვამთ და ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვებს.