ავტორი: Mariam

ოჰაიოში დაფუძნებული Sol design + consulting-ის ჯილდოს მფლობელი გუნდი იყენებს SketchUp-სა და Sefaira-ს პროცესის ადრეულ ეტაპზე დიზაინის შესახებ გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მისაღებად და კლიენტებისთვის მდგრადი განვითარებისთვის ღირებული ინფორმაციის მისაწოდებლად. საიდუმლო აღარ არის, რომ მდგრადობა და ნახშირბადის გამოყოფის შემცირება დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კომპანია Sol Design + Consulting ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებულ დიზაინს ანიჭებს პრიორიტეტს და აქტიურად უწყობს ხელს მდგრადობის, მობინადრეთა კეთილდღეობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ცინცინატიში დაფუძნებული არქიტექტურული საკონსულტაციო კომპანია სპეციალიზდება LEED, Enterprise Green Communities და Passive House (PHIUS+) სერტიფიკაციებში და მაღალი მიზნების მქონე პროექტებში. მდგრადობისა და დიზაინის ავანგარდი იქნება ეს არქიტექტორის თუ მდგრადობის კონსულტანტის როლი, Sol მიიჩნევს, რომ შესრულების ადრეული ანალიზი მნიშვნელოვანია…

Read More

ამ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ გამოირჩევა არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია Superlimão გამოყენებული მასალების კრეატიულად და მდგრადად გადამუშავებით. ისინი იყენებენ SketchUp-ის 3D მოდელირების ინსტრუმენტებს, რათა შექმნან მოქნილი და ინოვაციური არქიტექტურული დიზაინები. Superlimão — ბრაზილიური დიზაინის სტუდიაა, რომელიც თითოეული პროექტით ინოვაციას ქმნის. მათი რევოლუციური მიდგომები უკვე სტანდარტად იქცა დიზაინსა და არქიტექტურაში მზარდი მდგრადობის მოთხოვნის ფონზე. სტუდია დაარსდა 2002 წელს და მას შემდეგ მთლიანად ხელმძღვანელობს პროექტებს — იდეიდან დასრულებამდე: მყიდველის ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნა, არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინი, სივრცისთვის შესაბამისი ავეჯის დიზაინი და წარმოებაც კი. Superlimão-ს პროექტებისთვის იქმნება ინდივიდუალურად დამზადებული ავეჯი, განათების ელემენტები და აქსესუარები, რომელთაც მდგრადი მასალების გამოყენებით აწარმოებენ. სკეჩაპის გუნდმა ისაუბრა…

Read More

როდესაც პროფესიონალმა ჰოკეის მოთამაშემ, ლინუს ფერნსტრომმა, საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, რომელმაც კარიერის დასულების საფრთე გამოიწვია, გამოჯანრთელების ეს ხანგრძლივი პროცესი მან ახალი კარიერის დასაწყებად და საოცნებო პროექტის განსახორციელებლად გამოიყენა: მისი ოჯახისთვის საოცნებო სახლის პროექტზე მუშაობა დაიწყო. მან გამოიყენა SketchUp თავისი ახალი სახლის დიზაინისთვის – და გზა გაუხსნა ახალი კარიერის დასაწყისს არქიტექტურაში. ჰოკეის კარიერის შუა გზაზე, ლინუსმა და მისმა ოჯახმა იყიდეს მიწის ნაკვეთი, რათა აეშენებინათ სახლი და ეცხოვრათ იქ ზაფხულში, როდესაც ლინუსი ჰოკეისაგან იქნებოდა თავისუფალი. სანამ ამ გეგმას შეასრულებდნენ, ლინუსი დაშავდა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. იმის გამო, რომ ლინუსი ფიზიკურად აქტიური ვერ იქნებოდა გარკვეული დროის მანძილზე, ის მიუბრუნდა იმ სახლის ხაზვას,…

Read More

როდესაც პირველად ვესაუბრე ბენ ჰობარტს, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა იყო მისი მტკიცე რწმენა, რომელიც მისი პროფესიის არჩევისკენ იყო მიმართული. იგი აღნიშნავს: “მე ყოველთვის მსურდა არქიტექტორი გავმხდარიყავი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი. ბავშვობაში უკვე მსურდა სახლების აშენება და უკვე ვეძებდი დიზაინის პროგრამებს, რომლებიც დამეხმარებოდა ამის განხორციელებაში.” ბენი არის არქიტექტურის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტი და მან სხვადასხვა მოდელირების პროგრამის გამოყენება მანამდე დაიწო სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებდა. ის ტექნოლოგიების მოყვარულია, განსაკუთრებით ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლაში და იმის შეცნობაში, თუ რა ახალი ფუნქციები და ინსტრუმენტები შეიძლება დაეხმაროს მას საკუთარი საქმის განვითარებაში. ბენმა SketchUp სამუშაო გამოცდილების მიღების დროს გაიცნო და აღფრთოვანდა იმით, თუ…

Read More

ძველი შენობის ახალი დანიშნულების შენობად გარდაქმნა მდგრადი გზაა არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, რათა შექმნან უნიკალური და შთამაგონებელი სივრცეები. გამოწვევა კი თქვენი წარმოსახვის გამოყენებაში მდგომარეობს. როგორ შეგიძლიათ შეხედოთ ძველ შენობას და წარმოიდგინოთ, როგორ იმუშავებს ის როგორც ესთეტიკურად, ასევე ფუნქციურად მისი ახალი დამქირავებლებისთვის? Bake bar კაფის სივრცე Cacao mill-ში. მუმბაიში მდებარე არქიტექტურული დიზაინის სტუდიას, STaND Design-ს, დაევალა ძველი ქსოვილის ქარხნის გადაკეთება საგანმანათლებლო და ვიზიტორებზე ორიენტირებულ კაკაოს გადამამუშავებელ ცენტრად. ტრანსფორმაციის წარმოსადგენად STaND Design-მა გამოიყენა 3D მოდელირება და SketchUp-ის იმერსიული ვიზუალიზაციის ხელსაწყოები, მათ შორის VR და AR, რათა თავიანთი ხედვა Subko Cacao-სთვის წარედგინათ. ვიზუალიზაციამ აჩვენა, თუ როგორ ჩააშენებდნენ ძველი ქარხნის მშვენიერ კონსტრუქციას თანამედროვე ობიექტში. უნიკალური…

Read More

Neville Johnson არის გაერთიანებულ სამეფოში მდებარე კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია უნიკალურ ავეჯსა და სხვა ინტერიერის დიზაინის ელემენტებში იმ მფლობელებისთვის, რომლებსაც აქვთ დახვეწილი გემოვნება. დიზაინის გუნდი იყენებს SketchUp-ს რთული პროექტების გასამარტივებლად და მომხმარებლის პროექტირების პროცესში ჩასართავად. ყოველ ხელნაკეთ, უნიკალურ ავეჯის ნიმუშს, რომელსაც Neville Johnson ქმნის, წინ უძღვის დიზაინი, რომელიც პროექტს ხედვით, სიცხადითა და მნიშვნელობით ამყარებს. როგორც გუნდი, რომელიც უარყოფს “ყველას ერთი ზომა ერგება” მიდგომას სახლისთვის, ისინი გაერთიანებულ სამეფოში უნიკალური, პრემიუმ კლასის ავეჯის ეტალონად იქცნენ. SketchUp მათ საშუალებას აძლევს, შექმნან ხედვა, რათა Neville Johnson-ის გუნდმა კლიენტები აღაფრთოვანოს ისეთი ნამუშევრებით, რომლებიც ჟურნალის ყდას ან პოპულარულ Instagram Reel-ს დაამშვენებდა. უკვე 30 წელზე მეტია, მანჩესტერში დაფუძნებულმა…

Read More

Neumann/Smith არის არქიტექტურული დიზაინის კომპანია, რომელიც ავითარებს თანამედროვე არქიტექტურული ვიზუალიზაციის სამუშაო პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ გამოცდილ დიზაინერთან, კლეიტონ ვენრიკთან, რომელსაც აქვს ოც წლიანი გამოცდილება როგორც არტისტსა და დიზაინერს, იმის შესახებ, თუ რატომ არის ვიზუალიზაცია მნიშვნელოვანი და რატომ აქვს მნიშვნელობა სხვადასხვა ვიზუალურ ვარიანტებს. 3D ბეჭდური/მულტიმედიური მოდელის დეტალი, რომელიც ასახავს შენობებს გარე მოედანზე გავესაუბრეთ კლეიტონ ვენრიკს, კომპანიის უფროს დიზაინერს, რათა განგვეხილა, თუ როგორ შექმნეს ძლიერი ვიზუალიზაციის პროგრამა და შევკრიბეთ რჩევები სხვა დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის, რომლებსაც სურთ SketchUp-ის გამოყენება მომგებიანი სამუშაო პროცესისთვის. შიდა ვიზუალიზაციის ძალა Neumann/Smith მტკიცედ სჯერა, რომ აუთსორსინგით შესრულებული ვიზუალიზაცია ვერ შეედრება იმ თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რომელსაც შიდა ვიზუალიზაცია ქმნის. არა მხოლოდ დიზაინის…

Read More

აღმოაჩინეთ SketchUp 2025-ის განახლებები. გამოიყენეთ ახალი ვიზუალიზაციისა და თავსებადობის შესაძლებლობები, რათა თქვენი იდეები აქციოთ რეალობად მარტივად და ეფექტურად. SketchUp-ის ეს მოდელი ასახავს თანამედროვე საზოგადოებრივი ცენტრის ექსტერიერს დიდი შუშაბანდიანი კედლებით და შენობის გარეთ მყოფი ადამიანების ფიგურებით. კიდევ ერთი წელი, კიდევ ერთი გაუმჯობესებული ვერსია კიდევ ერთი წელი გვაძლევს ახალ და გაუმჯობესებულ ვერსიას დიზაინის ინსტრუმენტისა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტი კრეატიული პროფესიონალი ენდობა. უახლესი გამოშვება მოიცავს ფოტორეალისტურ მასალებს, შეუფერხებელ თავსებადობასა და კონფიგურირებად კონტენტს – ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ SketchUp-ში უფრო მარტივად და ეფექტურად იმუშაოთ. გაუმჯობესებული ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები SketchUp 2025-ის ახალი თაობის ვიზუალიზაციის მეშვეობით თქვენი კრეატიულობა ახალ დონეზე აიწევს. ფოტორეალისტური მასალები და გარემო გაძლევთ…

Read More

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ინდუსტრიამ 2D ნახაზებიდან 3D მოდელებსა და ვირტუალურ რეალობაზე გადაინაცვლა,ზოგიერთი დიზაინერი კვლავაც ნახაზების ხელით შექმნის და ამ შეგრძნებების მონატრებას განიცდის. ეს არც ისე გასაკვირია, რადგან ადამიანის გონება და ხელები მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ხოლო ხელით მუშაობა გონებისთვის სასარგებლოა. SketchUp-ის iPad ვერსიის გამოშვებამ 2022 წლის დასაწყისში არქიტექტორებს შესაძლებლობა მისცა კვლავ შეექმნათ თავიანთი იდეები ხელით – 3D მოდელირების ძალის მეშვეობით. ჯეიმს აკერსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არქიტექტურული დიზაინისა და ვიზუალიზაციის კონსულტანტია, განსაკუთრებული ინტერესით ეკიდება ხელით შესრულებულ დიზაინსა და რენდერინგს (Apple Pencil-ის მცირე დახმარებით) SketchUp-ის iPad ვერსიაში. რაც მთავარია, მან უკვე სრულყო სამუშაო პროცესიც. ის ქმნის ხელით შესრულებულ რენდერებს დიდი…

Read More

SketchUp-ის განახლებები iPad-ის ვერსიისთვის გაძლევთ მეტ კონტროლს ჯგუფებსა და კომპონენტებზე, დამატებითი იმპორტისა და ექსპორტის შესაძლებლობებს, უფრო მოქნილ ინტერფეისსა და ხელსაწყოების ზოლის მორგების გზებს, ასევე ახალ ინსტრუმენტებს მოდელირების პროცესის გასამარტივებლად. როდესაც SketchUp-ის iPad ვერსია შეიქმნა, მისმა დიზაინერებმა იცოდნენ, რომ მოდელირების თავისუფლება ნებისმიერ ადგილას და Apple Pencil-ით ხატვის შესაძლებლობა თქვენს კრეატიულობას კიდევ უფრო გააძლიერებდა. ახალი გაუმჯობესებები მოდელირების ეფექტურობას ზრდის და დიზაინის პროცესს უფრო პერსონალიზებულს ხდის. SketchUp iPad-ისთვის გთავაზობთ hover-ის მხარდაჭერას, მუქ რეჟიმს (Dark Mode), სრულიად განახლებულ Flip ხელსაწყოს, სასურველი ხელსაწყოების ზოლს, Solid Tools-ს, DWG-ის მხარდაჭერას და სხვა ფუნქციებს, რაც მოდელირების პროცესს უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის. DWG და DXF ფაილების იმპორტი და…

Read More