ავტორი: Mariam

SketchUp-ის ოფიციალური გუნდი ესაუბრა მაიკლ კანოზას, პროდუქტის გრაფიკის ანალიტიკოსს, რომელიც მუშაობს სპეციალური ვიზუალური კოლაბორაციის დეპარტამენტში (საინტერესოა ასეთი თანამდებობის დასახელება!), იმის შესახებ, თუ როგორ ინარჩუნებს Steelcase-ი ლიდერობას თანამედროვე სამუშაო სივრცის ტენდენციებში და ქმნის გარემოს, რომელიც ეხმარება ადამიანებს მუშაობაში, სწავლებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. Steelcase დაარსდა 1912 წელს. მათი პირველი პატენტი ეხებოდა მეტალის ნაგვის ყუთს — რითაც ბამბუკის მასალისგან დაწნული კალათის ნაცვლად გამოიყენეს ფოლადი. ეს იმ პერიოდის ქალაქებში სიცოცხლის გადამრჩენი ინოვაცია იყო, სადაც ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა. ამის შემდეგ კომპანიამ გაიდგა ფესვები, როგორც წამყვანმა ოფისის ავეჯის მწარმოებელმა. თუმცა ისინი მხოლოდ ავეჯის მწარმოებლები არ არიან. Steelcase-ი გამოირჩევა თავისი ღრმა ცოდნით კომერციული ინტერიერების სფეროში და ასევე…

Read More

სოტარო იოშიკავა, რომელიც გაიზარდა თავისი მამის, ოსტატი ხუროს, თვალწინ, საუბრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყენა მან SketchUp უპრეცედენტო პროექტში, რათა „კლიენტის საოცნებო კოშკი რეალობად ექცია“. ის ასევე გვიზიარებს თავის ვნებას ტაძრების შენარჩუნების მიმართ, რომლებიც „სულიერი სიმშვიდის წყაროდ“ ითვლება. რამ გიბიძგათ სალოცავებისა და ტაძრების არქიტექტურის სამყაროში შესულიყავით? მამაჩემი, სუკეიო იოშიკავა, სასახლებისა და სალოცავების ოსტატი დურგალია და მე მის ყურებაში გავიზარდე. მასთან ერთად სამშენებლო ობიექტებზე დავდიოდი, ნელ-ნელა ვსწავლობდი დურგლობას. ვფიქრობ, ჩემთვის ბუნებრივი არჩევანი იყო სასახლისა და სალოცავების დურგალი გავმხდარიყავი. მამაჩემის მიღწევებს ძალიან აქებდნენ და მისი დიდების შესახებ ყოველთვის მესმოდა. სწორედ „მამაჩემის ნამუშევრები საოცარია“-ს გამო მიმიზიდა ამ სამყარომ. დღემდე მამაჩემი ჩემი უდიდესი მასწავლებელია. ეს…

Read More

ავსტრალიელი ინტერიერის დიზაინერი სარა ეიმოსი გვიყვება, თუ როგორ ეხმარება კლიენტებს თავიანთი ხედვის დასრულებულ პროექტად ქცევაში. გვიამბე შენ შესახებ, როგორ დაიწყე დიზაინზე მუშაობა. ოთახების სტილიზაციის სფეროში ოთხი წელი ვმუშაობდი — ძირითადად ვახორციელებდი ინტერიერის მოწყობას და ვიზუალურ მომზადებას გაყიდვებისთვის. ყოველდღიურად რამდენიმე ობიექტზე მიწევდა მუშაობა, რაც საშუალებას მაძლევდა სხვადასხვა სტილისა და გეგმარების სივრცეები უკეთ შემესწავლა და გამეგრძელებინა პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება. მანამდე ინტერიერის დიზაინს ვსწავლობდი და ერთ-ერთ კურსზე SketchUp-ის გამოყენებაც ვისწავლე. 2020 წელს საკუთარი საქმიანობა დავიწყე. ეს ბუნებრივად განვითარდა COVID-ის პერიოდში და Instagram-ის მეშვეობით. დაახლოებით ათასი მიმდევარი დამჭირდა, რომ რაღაც რეალურად დაწყებულიყო. რას სთავაზობს კლიენტს Sarah Amos Interiors? ვთავაზობ ინტერიერის დიზაინსა და სტილიზაციას. ადამიანებს…

Read More

აღმოაჩინეთ V-Ray 7-ის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს გაუმჯობესებულ ფუნქციებს — ის მთლიანად გარდაქმნის თქვენს შემოქმედებით პროცესს და გეხმარებათ უფრო სწრაფად, ეფექტურად და შთამბეჭდავად შექმნათ რეალისტური ვიზუალიზაციები. თქვენ შეგიძლიათ გარემოს შექმნა ისე, როგორც არასდროს დარწმუნებულები ვართ, გაგაოცებთ რეალისტური გარემოს შექმნის სიმარტივე. V-Ray 7-ის რევოლუციური Gaussian splats-ის მხარდაჭერით, შეგიძლიათ მარტივად დაარენდეროთ რთული 3D გარემოები ზუსტი ანარეკლებითა და სინათლის გარდატეხით. იქნება ეს შუშით მოპირკეთებული ცათამბჯენების კონტექსტში განთავსება თუ დეტალური ბუნებრივი ლანდშაფტების შექმნა — ფოტორეალისტურ შედეგს უმოკლეს დროში მიიღებთ. გარდა ამისა, ჩვენ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება შთამბეჭდავი პრეზენტაციების შექმნას — ისეთი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზად აჩვენებს თქვენს დიზაინს, არამედ ამარტივებს კლიენტის მხრიდან თქვენი…

Read More

ცნობილი, დიდ ბრიტანეთში მოღვაწე არტ-დირექტორი ლუკ უაითლოკი გვიზიარებს, თუ როგორ ეხმარება არქიტექტორების მიერ შესრულეული ტიპური სამუშაო პროცესები კინოინდუსტრიის ზოგიერთ უდიდეს სტუდიას გადაღებებისთვის დეკორაციების შექმნაში. თუკი ოდესმე გიყურებიათ Disney-ის, Marvel-ის ან Warner Bros-ს ფილმებისთვის, დიდი ალბათობით უკვე ნანახი გაქვთ ლუკ უაითლოკის სასცენო დიზაინის უნარები. ის განსაკუთრებით ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა Avengers: Infinity War და Inception — ფილმებით, რომელთაც კინოსტუდიების სტუდენტები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეისწავლიან. ამ ვიზუალური შედევრების გადასაღები მოედნების შექმნას დიდი ფიქრი და სიზუსტე სჭირდება. ლუკი იყენებს უნიკალურ ინსტრუმენტებს — როგორიცაა iPad-ი და სამეცნიერო ფანტასტიკის კიტბაში— რათა გაამარტივოს სამუშაო პროცესი და შექმნას უჩვეულო გეომეტრიული კომბინაციები მის ხელოვნების ნიმუშებში. ლუკის სამუშაო…

Read More

არქიტექტორი ალბერტო ბეიტია გვიზიარებს, როგორ იყენებს iPad-ს საცხოვრებელი პროექტებისთვის დიზაინის სწრაფი ვიზუალიზაციისა და იდეის გადმოსაცემად. ალბერტო ბეიტიას შთამბეჭდავმა ვიზუალიზაციებმა და iPad-ით შექმნილმა მოდელირების ვიდეოებმა — რომლებიც მიმზიდველ საუნდტრეკს ერწყმის — დიდი პოპულარობა მოიპოვა Instagram-ზე. ჩილეში მოღვაწე არქიტექტორი სპეციალიზდება საცხოვრებელ არქიტექტურაში — მისი პროექტები მოიცავს როგორც დიდი საცხოვრებელი უბნების გენგეგმებს, ისე მაღალი კლასის, პერსონალიზებულ თანამედროვე სახლებს. ალბერტო გვიზიარებს, როგორ გადაიტანა კონცეპტუალური დიზაინის მთელი სამუშაო პროცესი iPad-ზე, რაც მეტ მოქნილობას აძლევს და კლიენტებთან კომუნიკაციას ბევრად აჩქარებს. თქვენი საცხოვრებელი დიზაინის სტილი მართლაც უნიკალურია. შეგიძლიათ გვიამბოთ, საიდან იღებთ შთაგონებას? შთაგონება მოდის კლიენტების გემოვნების, პროექტის მდებარეობისა და საცხოვრებელი არქიტექტურის თანამედროვე ტენდენციების შერწყმისგან. პირველ შეხვედრაზე კლიენტებს…

Read More

სამზარეულო მხოლოდ სამზარეულო არაა — ეს არის სახლის გული, სადაც ტექნოლოგია და ტრადიცია ერთმანეთს ხვდება. გაიგეთ, როგორ შეუძლია V-Ray-ს თქვენს დიზაინს მეტი ენერგია და ემოცია შესძინოს. რეალისტური სამზარეულოს რენდერების შექმნა დიზაინის პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ეს საშუალებას აძლევს როგორც კლიენტებს, ისე ინტერიერის დიზაინერებს, წინასწარ დაინახონ ის პოტენციალი, რასაც მათი ოცნების სამზარეულო შეიძლება ფლობდეს — ისეთი, რასაც უბრალო გეგმა ვერასდროს გადმოსცემს. მაღალი ხარისხის, ფოტორეალისტური 3D რენდერების მეშვეობით კლიენტები ხედავენ მომავალი ინტერიერის სურათს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესში და იღებენ გააზრებულ გადაწყვეტილებებს სივრცის შესახებ — ისეთებს, რომლებიც მათ ხედვასა და საჭიროებებს მაქსიმალურად შეესაბამება. გაიცანით V-Ray: ფოტორეალიზმის ხელოვნება რენდერინგშიგაიცანით V-Ray — ძლიერი და მრავალფუნქციური რენდერინგ…

Read More

უფროსი აპლიკაციების ინჟინერი უილიამ არკლი ჰყვება, როგორ იყენებს მისი კომპანია TGW, საერთაშორისო მიმწოდებელი სასაწყობე ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების სფეროში, SketchUp-ს იმისათვის, რომ იდეიდან მოქმედი გეგმარების მიღებამდე დრო 80%-ით შეამციროს. Stingray Shuttle საცავის სისტემა. შესრულებულია SketchUp-ში. უილიამის როგორც უფროსი აპლიკაციების ინჟინრის როლი მოიცავს მონაცემთა ანალიზს და ღრმა კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეიქმნას ავტომატიზებული სასაწყობე სისტემის ფიზიკური განლაგება. ის ახდენს სისტემის პროექტირებას ისე, რომ იგი სრულად შეესაბამებოდეს კლიენტის საჭიროებებს და მოერგოს მის სივრცეს, ხოლო შემდეგ უზრუნველყოფს ხარჯების დეტალურ გამოთვლას. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, უილიამი კლიენტს გადააბარებს საინჟინრო და რეალიზაციის გუნდებს. ეს კლიენტზე ორიენტირებული პოზიცია მოითხოვს გამართულ კომუნიკაციასა და ვიზუალიზაციის მაღალ უნარებს, რათა კლიენტი მუდმივად პროცესში…

Read More

ეს სტატია თავდაპირველად ვიეტნამურ ენაზე გამოქვეყნდა Konia Group-ის, SketchUp-ის დისტრიბუტორი პარტნიორი კომპანიის, მიერ. Konia Group-მა ინტერვიუ ჩამოართვა არქიტექტორ ტრინ ვუ კუონგს, რომელიც 5D Architecture & Construction-ის დამფუძნებელია. ინტერვიუ შეეხებოდა Le’s Cham Hotel-ს და მის მნიშვნელობას ვიეტნამური არქიტექტურის საზოგადოებისთვის. კუონგმა განათლება მიიღო ჰო ში მინის არქიტექტურის უნივერსიტეტში (UAH), ვიეტნამში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის მონაწილეობდა მრავალ პროექტში, სადაც გააფართოვა თავისი პროფესიული ცოდნა და ჩამოაყალიბა საკუთარი დიზაინის სტილი. 2013 წელს კუონგი გადავიდა ნჰა ჩანგში — სანაპირო ქალაქში, რომელიც ჰო ში მინ სიტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს — და დააარსა 5D Architecture & Construction. რომელი პროგრამული უზრუნველყოფაა თქვენი საყვარელი? „წარსულში ვიყენებდი ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა AutoCAD, GstarCAD…

Read More

ეს სტატია თავდაპირველად ვიეტნამურად გამოაქვეყნა Konia Group-მა, რომელიც SketchUp-ის დისტრიბუტორ პარტნიორებს შორის ერთ-ერთია. ქალაქ ნიაჭანგის პატარა ჩიხში მდებარე Yen Garden-ის რესტორანი და მისი ეზო დამსვენებლებს სიმშვიდის შეგრძნებას ანიჭებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზღვისპირა ქალაქის ხალხმრავალ გარემოში. Yen Garden-ის მხატვრულმა სილამაზემ აღაფრთოვანა Konia Group, რის შემდეგაც კომპანიამ დიზაინის პროცესის დეტალების გასარკვევად მიმართა რესტორანის დიზაინერს, დუი ტუნგს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს: მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ და თქვენი საქმიანობის შესახებ. დუი ტუნგმა ინტერიერის დიზაინი შეისწავლა ვან ლანგის უნივერსიტეტში. წარჩინებით დამთავრების შემდეგ ის ფრილანსერად მუშაობდა, ხოლო მოგვიანებით დააარსა საკუთარი კომპანია — B. Concept. კომპანია მდებარეობს ჰო ჩი მინში, და სწორედ მისი დიზაინერების შექმნილია Yen Garden-ის…

Read More