









ხშირად დასმული კითხვები (F.A.Q)
შემიძლია გადმოვწერო SketchUp-ის საცდელი ვერსია სანამ უშუალოდ ვიყიდი?
დიახ ნამდვილად – ჩამოტვირთეთ უახლესი ვერსია აქ და შედით თქვენი Trimble ID (TID) ანგარიშით, რომ დაიწყოთ თქვენი 7 დღიანი საცდელი პერიოდი. გახსოვდეთ, თითოეულ ადამიანს შეუძლია შექმნას მხოლოდ ერთი Trimble ანგარიში.
შემიძლია თუ არა პროგრამის გამოყენება ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერზე SketchUp-ის გამოწერის შეძენის შემდეგ?
SketchUp გამოწერა დაკავშირებულია კონკრეტული მომხმარებლის Trimble ID ანგარიშთან, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაააქტიუროთ გამოწერა ერთდროულად ორ კომპიუტერზე. V-ray რენდერინგი იმუშავებს მხოლოდ ერთ კომპიუტერზე ერთდროულად.
შესაძლებელია თუ არა ჩემი SketchUp Pro გამოწერის განახლება Studio-თი?
აქტიური SketchUp Pro გამოწერა შეიძლება განახლდეს Studio-თი ფასში სხვაობის გადახდით. დამატებითი გადახდა მოგიწევთ მხოლოდ გამოწერის დარჩენილი დღეებისთვის, პროპორციულად.
შემიძლია რამდენიმე Trimble ანგარიში იყოს აქტიური ერთ კომპიუტერზე?
მხოლოდ ერთი Trimble ანგარიში შეიძლება იყოს აქტიური თითო კომპიუტერზე. კომპიუტერის მომხმარებლების შეცვლა მოითხოვს Trimble ანგარიშების შეცვლას. ინდივიდუალური პროფილები შეიძლება შეიქმნას 3D Warehouse გარემოში Trimble-ისგან დამოუკიდებლად.
მჭირდება ინტერნეტ კავშირი ჩემი SketchUp გამოწერის გამოსაყენებლად?
როდესაც პირველად გაააქტიურებთ SketchUp გამოწერას, უნდა გქონდეთ ინტერნეტთან კავშირი. გარდა ამისა, იმისათვის, რომ არ გამოირთოს ანგარიში კონკრეტულ მოწყობილობაზე, საჭიროა თვეში ერთხელ ინტერნეტთან დაკავშირება.
კვლავ შევძლებ ჩემს SketchUp მოდელებზე წვდომას ჩემი გამოწერის დასრულების შემდეგ?
გამოწერის დასრულების შემდეგ, მასთან დაკავშირებული რედაქტირების ფუნქციები და სერვისები აღარ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მოდელები ხელმისაწვდომი იქნება SketchUp Free-ის უფასო ვერსიით.
რა ემართება SketchUp-ის ყველა ფლაგინს, როდესაც ჩემი გამოწერა დასრულდება?
იმის გამო, რომ ფლაგინები არ არის ხელმისაწვდომი SketchUp-ის უფასო ვერსიაში, თქვენ შეძლებთ მათი გამოყენების გაგრძელებას მხოლოდ გამოწერის განახლების შემდეგ. პროგრამის დანამატები დარჩება თქვენს ფასიან გამოწერაში.
რა ემართება LayOut დოკუმენტებს გამოწერის ვადის ამოწურვის შემდეგ?
LayOut არ იმუშავებს აქტიური გამოწერის გარეშე და მომხმარებელი ვერ შეძლებს თავისი LayOut დოკუმენტების გახსნას ან რედაქტირებას. მომხმარებელს უნდა ახსოვდეს, რომ დროულად შეინახოს ისინი ძველ ვერსიებში ან PDF ფორმატში.
ჩემი გამოწერის დასრულების შემდეგ, კვლავ შევძლებ ჩემს მონაცემებზე წვდომას Trimble Connect-დან?
გამოწერის ბოლოს, Trimble Connect ანგარიში დაუბრუნდება თავისუფალ რეჟიმს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს განაგრძოს გამოყოფილი ქლაუდ სივრცის 10 GB-ის გამოყენება. 10 გბაიტზე მეტი ლიმიტის ნებისმიერი მონაცემი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ read-only ფორმატში.
შემიძლია გადავიტანო ჩემი SketchUp გამოწერა სხვა Trimble მომხმარებლის ანგარიშზე?
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თანამშრომელი წყვეტს შრომით ურთიერთობას, მასთან დაკავშირებული ანგარიში შეიძლება გადავიდეს სხვა ანგარიშზე. ამისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
SketchUp საცდელი ვერსია
ყველაზე ინტუიციური არქიტექტურული და ინტერიერის მოდელირების ონლაინ პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ თქვენი იდეები.
7 დღიანი საცდელი პერიოდისთვის
√ SketchUp ბარაუზერის ვერსია
√ მობილური აპლიკაცია პროექტის გადასახედად
√ 3D Warehouse – შეზღუდული ვარიანტები
√ ძირითადი ფაილების იმპორტი და ექსპორტი
SketchUp Pro
ყველაზე ინტუიციური არქიტექტურული და ინტერიერის მოდელირების ონლაინ პროგრამა თქვენი იდეების ვიზუალიზაციისთვის
₾ 1315,00 + დღგ / წელიწადში
√ ულიმიტო წვდომა Trimble Connect-ზე
√ 3D Warehouse – შეზღუდვების გარეშე
√ ფაილების პროფესიონალური იმპორტი და ექსპორტი
√ SketchUp ეკრანის ვერსია
√ SketchUp Ipad ვერსია დიზაინისთვის
√ “LayOut” –2D ნახაზების მოსამზადებლად
√ შერეული რეალობა პროექტის განსახილველად
√ წინასწარი დიზაინი პროექტის გარემოს ანალიზისთვის
SketchUp Studio
SketchUp Studio არის ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ კომპლექსურ გადაწყვეტას სამუშაო პროცესის დასასრულებლად. პროექტის ანალიზიდან დაწყებული მის რეალურ დროში განხორციელებით დამთავრებული.
₾ 2820,00 + დღგ / წელიწადში
√ Revit პროექტების იმპორტიორი
√ V-Ray პროფესიონალური ვიზუალიზაციის ინსტრუმენტი
SketchUp GO
იმუშავეთ და ითანამშრომლეთ ნებისმიერი ადგილიდან
SketchUp GO-ის გამოწერა გეხმარებათ ითანამშრომლოთ კონცეპტუალურ დიზაინებზე ოფისში, წარუდგინოთ კლიენტებს ადგილზე და შეიტანოთ პროექტში ცვლილებები, პირდაპირ თქვენი iPad-იდან.
₾ 450,00 + დღგ / წელიწადში
√ იმუშავეთ 3D-ში მარტივად
√ შექმენით უკეთესი დიზაინი ერთად
√ Cloud მხარდაჭერა
√ გადაიტანეთ თქვენი პროექტები რეალურ სამყაროში
SketchUp Studio სტუდენტებისთვის
ამ ტიპის ლიცენზიები განკუთვნილია ცალკეული სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის, ინსტრუქტორებისთვის ან უმაღლესი სკოლებისთვის, რათა გამოიყენონ საკლასო ოთახებში ან ინდივიდუალურად სამუშაოდ. ლიცენზიები მუშაობს ელექტრონული ფოსტის დაკავშირებით.
₾ 210,00 + დღგ / წელიწადში
√ SketchUp ეკრანისთვის
√ ულიმიტო წვდომა Trimble Connect -ზე
√ პროფესიონალური იმპორტი და ექსპორტი
√ Style Builder” პრეზენტაციისთვის
√ 3D საწყობის კომპონენტების ბიბლიოთეკა
√ AR მობილური აპლიკაცია
√ წინასწარი დიზაინი პროექტის ანალიზისთვის
√ Sefaira პროექტის დეტალური ანალიზისთვის
√ SketchUp ipad-ისთვის
√ SketchUp Web-ისთვის