ცნობილი, დიდ ბრიტანეთში მოღვაწე არტ-დირექტორი ლუკ უაითლოკი გვიზიარებს, თუ როგორ ეხმარება არქიტექტორების მიერ შესრულეული ტიპური სამუშაო პროცესები კინოინდუსტრიის ზოგიერთ უდიდეს სტუდიას გადაღებებისთვის დეკორაციების შექმნაში.

თუკი ოდესმე გიყურებიათ Disney-ის, Marvel-ის ან Warner Bros-ს ფილმებისთვის, დიდი ალბათობით უკვე ნანახი გაქვთ ლუკ უაითლოკის სასცენო დიზაინის უნარები. ის განსაკუთრებით ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა Avengers: Infinity War და Inception — ფილმებით, რომელთაც კინოსტუდიების სტუდენტები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეისწავლიან. ამ ვიზუალური შედევრების გადასაღები მოედნების შექმნას დიდი ფიქრი და სიზუსტე სჭირდება. ლუკი იყენებს უნიკალურ ინსტრუმენტებს — როგორიცაა iPad-ი და სამეცნიერო ფანტასტიკის კიტბაში— რათა გაამარტივოს სამუშაო პროცესი და შექმნას უჩვეულო გეომეტრიული კომბინაციები მის ხელოვნების ნიმუშებში.

ლუკის სამუშაო პროცესში ძირითადი მიმართულება მონაცვლეობს არსებული სივრცეებიდან კონცეპტუალურ 3D მოდელირებაზე და ისევ უკან — რეალურ სამყაროში. ამ პროცესისთვის მას სჭირდება სწორი ხელსაწყოები: მოდელირება iPad-ზე და კომპიუტერზე, წინასწარ შექმნილი სამეცნიერო-ფანტასტიკური კომპონენტები, 2D დოკუმენტაცია და 3D ბეჭდვა. არ არის გასაკვირი, რომ გადასაღები მოედნის წარმოებასა და არქიტექტურაში ბევრი საერთო მიდგომაა.

მშენებლობის ტექნოლოგიები კინოწარმოებაში
არქიტექტურის, ინჟინერიისა და სამშენებლო ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებული ტექნოლოგიები წლების განმავლობაში მოერგო კინოწარმოების საჭიროებებს, რამაც ლუკის სამუშაო პროცესი გაცილებით მარტივი გახადა. ადრე ის სცენებს ხელით ხატავდა დიდ დაფებზე. დღეს კი მთლიანად გადავიდა ანალოგური ნახაზებიდან SketchUp-ის 3D მოდელირების პროგრამაზე.

კინოინდუსტრია სწრაფად ვითარდება. დიდ ბრიტანეთში ყველა წამყვანი სტუდია ფართოვდება, თუმცა კვალიფიციური კადრების დეფიციტი არსებობს. სწორედ ამიტომ, კლასიკურად განათლებულ არქიტექტორებს უფრო და უფრო იზიდავთ კინოსამყარო, და მათ უკვე არ სჭირდებათ ასისტენტობიდან დაწყება — მათი მოდელირების უნარების მაღალ დონეზე განვითარების გამო. გარდა ამისა, ისეთი უნარებიც, როგორიცაა ტოპოგრაფიული ასახვა და არსებული გარემოს ზუსტი გაზომვა, ასევე დიდ როლს ასრულებს გადასაღები მოედნის შექმნაში.

Luke modeling on iPad from his couch

შეცვალე ესკიზების ბლოკნოტი iPad-ით

როდესაც ლუკი ქმნის 3D მოდელებს გადასაღები მოედნისთვის, მისი პირველი ნაბიჯი არის არსებული სივრცის გააზრება და დეტალური გაზომვა — კარის, კედლებისა და ჭერის — იმ ობიექტზე, სადაც ფილმის გადაღება იგეგმება. ეს მონაცემები მისთვის კრეატიული მუშაობის საწყის საფუძველს წარმოადგენს.

როგორც ბევრ ჩვენგანს, ლუკსაც ადრე ანაზომების ჩანიშვნა ძველი მეთოდით უწევდა — ზომებს ხელით ინიშნავდა ბლოკნოტში. ამის შემდეგ ხანდახან რამდენიმე დღე გადიოდა, სანამ სტუდიაში დაბრუნდებოდა და ცალ-ცალკე გადახედავდა ძნელად გასარჩევ ხელნაწერ ჩანაწერებს 3D მოდელის შესაქმნელად. კინოინდუსტრიის სისწრაფის პირობებში კი მას გაცილებით ეფექტური პროცესი სჭირდებოდა.

2022 წელს SketchUp-მა გამოუშვა iPad-ზე მოდელირების ფუნქცია. ამ შესაძლებლობამ, რომ ზუსტად აღექვა არსებული სივრცე პირდაპირ ციფრულ ფორმატში, ლუკს ადგილზე მუშაობის დრო ორჯერ შეუმცირა — არათუ მარტო გაზომვებზე დახარჯული დრო, არამედ სტუდიაში ხელნაწერის კომპიუტერზე გადატანის პროცესიც. ახლა ის ყოველთვის თან ატარებს iPad-ს, რათა ადგილზევე აიღოს ყველა საჭირო ზომა და შექმნას სრულყოფილი და ზუსტი სართულის გეგმა — ოფისში დაბრუნების საჭიროების გარეშე. რეჟისორებთან შეხვედრისას ლუკი და მისი გუნდი ასევე თან ატარებენ iPad-ს, რათა ადგილზე აჩვენონ, როგორ აპირებენ არსებული სივრცის გარდაქმნას. ის მნიშვნელოვნად ზოგავს დროს იმით, რომ ცვლილებებს შეხვედრისას პირდაპირ iPad-ზე აკეთებენ და აღარ სჭირდებათ შენიშვნების ჩანიშვნა და შემდეგი ეტაპისთვის დამუშავება. განახლებული მოდელის დათვალიერება ყველას შეუძლია რეალურ დროში SketchUp Scenes-ის მეშვეობით.

„SketchUp for iPad შესანიშნავი მობილური ინსტრუმენტია, რომელიც სამუშაო პროცესს მიმარტივებს. Apple Pencil-ის გამოყენებისას თითქოს თავისუფლად ვხატავ ხელით, ოღონდ უკვე 3D-ში. ინტერფეისი ინტუიციურია — მომწონს, რომ ჩამოსაშლელი მენიუების მარტივად მინიმუმამდე შემცირება ან მაქსიმუმამდე გაშლაც შეიძლება. და რაც მთავარია, SketchUp for iPad-ზე მუშაობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს — ყველაფერი უკვე ნაცნობი და მარტივია.“

iPad-დან სტუდიაში

ლუკი სტუდიაში ბრუნდება არსებული სივრცის ანაზომებითა და მოდელირებით — და იდეის ნაპერწკალით, რომელიც უკვე მის თავში ყალიბდება. იმისთვის, რომ დაიწყოს ვერტიკალური ხედებისა და ექსტრუზიების შექმნა, ის გადადის SketchUp-ის სამუშაო მაგიდის აპლიკაციაში, ხსნის iPad-ზე შექმნილ გეგმას და იწყებს თამაშს.

„ჩემი შემოქმედებითი პროცესი ესკიზების ხატვას ჰგავს, მაგრამ უფრო სწრაფი და მარტივი წინასწარ შექმნილი გეომეტრიის წყალობით. SketchUp-ის შესანიშნავი მხარე ის არის, რომ შემიძლია უბრალოდ დიდი ხნის განმავლობაში ვითამაშო, ნივთები გადავაადგილო და გავადიდო ან დავაპატარავო“.

Viewing sci-fi components on iPad.

ლუკს აქვს წინასწარ შექმნილი კომპონენტების ბიბლიოთეკა, რომელსაც ისევ და ისევ იყენებს რთული ფორმების მოდელირებისთვის. ამ პროცესს kitbashing ან model bashing ეწოდება — ეს ნიშნავს სხვადასხვა წინასწარ შექმნილი ელემენტის გაერთიანებას, რათა შეიქმნას სრულიად ახალი ობიექტი. ამ გზით შესაძლებელია ახალი იდეების სწრაფად განხორციელება და შეცდომების ალბათობის შემცირება, რადგან უკვე არსებულ, კარგად ჩამოყალიბებულ კომპონენტებზეა დაყრდნობილი.

მას აქვს სამეცნიერო ფანტასტიკის ტექნოლოგიებისა და გაჯეტების ფორმის greeble-ები, რომელთა 3D ბეჭდვა და ნებისმიერ ზედაპირზე გამოყენება შესაძლებელია. ეს პირველადი ფორმები ადვილად იცვლება და მასშტაბირდება, რაც აჩქარებს მის სამუშაო პროცესს. ლუკი იწყებს მცირე გეომეტრიით და შემდეგ ასრულებს მოცულობების და მასშტაბის განსაზღვრას საწყისი კონსტრუქციის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

„ვერ გეტყვით რამდენჯერ დამჭირვებია ექვსკუთხა საკეტი, ფანჯრის ჩარჩო ან ვიქტორიანული კარები – კარგი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც მათ ერთხელ დავხატავ, მათი ხელახლა დახატა აღარ მიწევს ყოველ ჯერზე.  მე უბრალოდ ვინახავ ჩემი ყველა ძირითადი კომპონენტის დიდ ფაილს, რათა უბრალოდ გადავიტანო ისინი ნებისმიერ მოდელზე, რომელზეც ვმუშაობ.“

ნახატის აგება LayOut-ით

ლუკი გირჩევთ, რაც შეიძლება ადრე იმუშაოთ LayOut-ში, SketchUp-ის 2D დოკუმენტაციის ინსტრუმენტში. როგორც კი საბაზისო მოდელი გექნებათ, მოდელში არსებული კვეთებისა და სცენების გამოყენებით დააყენეთ თქვენი სტანდარტული 2D ხედები, შემდეგ კი ეს სცენები LayOut-ში ხედებად აქციეთ. 3D ფორმატში შეიმუშავეთ დეტალები, პანელები ან ფანჯრების საკეტები; მოდელი დინამიურად არის დაკავშირებული LayOut ფაილთან. შემდეგ ჯერზე, როდესაც LayOut-ს გახსნით, ეს დეტალები ავტომატურად განახლდება თქვენს მიერ უკვე დაყენებულ ხედებში. ამ გზით, თუ მოგთხოვენ მიმდინარე სამუშაო გეგმას, შეგიძლიათ მარტივად ამოიღოთ მოთხოვნილი ნახაზები.

„ხალხი მუშაობს რაღაც უცნაური სისტემით — აკეთებენ მოდელს Rhino-ში და მერე გადაჰყავთ Vectorworks-ში ან AutoCAD-ში, რათა მიიღონ 2D elevation-ები. მაგრამ როგორც კი მოდელში რამეს ცვლი, მთლიანი 2D დოკუმენტაცია თავიდან უნდა გააკეთო. მე კი ვამბობ — უბრალოდ გამოიყენე LayOut. როცა ჩემი უფროსი მოდის და მეკითხება: ‘შემიძლია შენი ამჟამინდელი პროექტის elevation ვნახო?’ – კი, შემიძლია. ვხსნი LayOut-ს პირდაპირ და ვბეჭდავ. აი ეს არის.“

მხატვრული ხელწერა

ისეთი ფილმები, როგორიცაა Alien და Event Horizon, ლუკს დეკორაციების დიზაინში ჩართვისკენ შთააგონებდა, რამაც მის შემოქმედებით გამოხატულებაზე დაუვიწყარი კვალი დატოვა. ლუკის სტილი მასიური და სოლიდურია — გამოირჩევა დიდი ცარიელი სივრცეებით (negative space), სადაც წვრილი ხაზები პრაქტიკულად არ გვხვდება.

მის უნიკალურ ხელწერას მარტივად ამოიცნობთ Avengers-ის მრავალ ფილმში: იარაღები მთლიანად ფარავს პერსონაჟების ხელებს, ხოლო კოსმოსური ხომალდები ინდუსტრიული სტილისაა, მაგრამ ამოჭრილი აქვთ ექვსკუთხა ფორმის ღიობები. ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს შენც შეგიძლია პირდაპირ ვარსკვლავებში გადადგა ფეხი. მისი დიზაინის პარადოქსული სტილი ერთდროულად მძიმეც არის და ჰაეროვანიც.

„SketchUp ისეთი ინტუიციურია, რომ მთლიანად ხსნის ბარიერებს შემოქმედებით თვითგამოხატვაშიიდეების განხორციელება სწრაფად და მარტივად შემიძლია.“

Sci-fi kitbash-ების გამოყენებით შეგიძლია თავად შექმნა კინემატოგრაფიული მაგია. ლუკი გვიჩვენებს, როგორ დავაპროექტოთ გადასაღები მოედანი 3D-ში და როგორ ვაქციოთ მოდელები რეალურ სამუშაო ნახაზებად. მან შექმნა ერთსაათიანი გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ მომავლის კოსმოსური ხომალდის დეკორაცია. ვიდეოს თან ახლავს საჭირო კომპონენტები, რომელთა მეშვეობითაც შენც შეძლებ SketchUp-ში მოდელირებას სწავლის პროცესის პარალელურად.

გაკვეთილში ისწავლი, როგორ დაამატო განათება მოდელში V-Ray-ით და როგორ გააუმჯობესო შედეგი Photoshop-ში. შეგიძლია შექმნა ნამუშევრები პორტფოლიოსთვის და გადადგა პირველი ნაბიჯები გადასაღები მოედნის დიზაინის კარიერისკენ — ან უბრალოდ შეისწავლო, რას შეიძლება მიაღწიო წარმოსახვით.

ეწვიე ლუკის ვებსაიტს, სადაც ნახავ გაკვეთილს, sci-fi კორიდორის SketchUp მოდელს, 80-ზე მეტ სამეცნიერო-ფანტასტიკურ კომპონენტს, საბეჭდად გამზადებულ რენდერებს და Photoshop ფაილებს. გამოიყენე შენი SketchUp უნარები და აღმოაჩინე ახალი კრეატიული შესაძლებლობები.

ტუტორიალის სრულად სანახავად დაგჭირდება SketchUp. შეგიძლია დაიწყო მოდელირება უფასო საცდელი ვერსიით, ან შეარჩიო ის გამოწერა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს სამუშაო პროცესს. SketchUp-ის iPad ვერსია შედის როგორც უფასო საცდელ პაკეტში, ასევე ნებისმიერ ფასიან გამოწერაში.

www.trimble.com

Share.

Comments are closed.