ავსტრალიელი ინტერიერის დიზაინერი სარა ეიმოსი გვიყვება, თუ როგორ ეხმარება კლიენტებს თავიანთი ხედვის დასრულებულ პროექტად ქცევაში.
გვიამბე შენ შესახებ, როგორ დაიწყე დიზაინზე მუშაობა.
ოთახების სტილიზაციის სფეროში ოთხი წელი ვმუშაობდი — ძირითადად ვახორციელებდი ინტერიერის მოწყობას და ვიზუალურ მომზადებას გაყიდვებისთვის. ყოველდღიურად რამდენიმე ობიექტზე მიწევდა მუშაობა, რაც საშუალებას მაძლევდა სხვადასხვა სტილისა და გეგმარების სივრცეები უკეთ შემესწავლა და გამეგრძელებინა პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება.
მანამდე ინტერიერის დიზაინს ვსწავლობდი და ერთ-ერთ კურსზე SketchUp-ის გამოყენებაც ვისწავლე.
2020 წელს საკუთარი საქმიანობა დავიწყე. ეს ბუნებრივად განვითარდა COVID-ის პერიოდში და Instagram-ის მეშვეობით. დაახლოებით ათასი მიმდევარი დამჭირდა, რომ რაღაც რეალურად დაწყებულიყო.
რას სთავაზობს კლიენტს Sarah Amos Interiors?
ვთავაზობ ინტერიერის დიზაინსა და სტილიზაციას. ადამიანებს ხშირად უკვე აქვთ თავიანთი იდეა, და მე მათ ვეხმარები, ეს ხედვა რეალობად აქციონ. ხშირად შთაგონებას იღებენ სოციალური მედიიდან და უმეტეს შემთხვევაში იციან, რაც სურთ.
ჩემს ამოცანას წარმოადგენს, მათი ხედვა მოერგოს კონკრეტულ გეგმარებას და შევქმნა დიზაინის ვიზუალიზაცია.
ვეხმარები კლიენტებს, უკეთ გაიაზრონ საკუთარი სურვილები და თავდაჯერებულად დაიწყონ მშენებლობა ან რემონტი — უკვე შემუშავებული გეგმით.
მე ვარ შუამავალი პროცესში და დიდი სურვილი მაქვს, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ისეთი სახლი, როგორიც ნამდვილად სურს.
როგორ ირჩევ სტილს?
ფერის გამოყენება არ მაფრთხობს. პირიქით — მიყვარს ფერები, ხის მასალა, სხვადასხვა დეტალი, თეთრი თუ შავი ფურნიტურა და კონტრასტის მეშვეობით გარემოს დინამიურობის მინიჭება.
ფერების შეხამება ჩემი სტიქიაა — იქნება ეს კონტრასტული ბალიშების დამატება თუ კარადების შეფერადება.
თითოეული პროექტი უნიკალურია, თუმცა ზოგად ტენდენციებს მაინც ვამჩნევ. ბევრს იზიდავს ღია ფერის ხე. იშვიათია, რომ კლიენტს სურდეს მუქი და მძიმე ინტერიერი — უფრო აქტუალურია ნათელი, ღია და ნეიტრალური გარემო.
მე პირადად მომწონს კაკლისფერი ტონალობები და ყველაფერი, რაც შუა საუკუნეების სტილს უკავშირდება. მიყვარს დეტალები, რომლებიც ისტორიას ატარებს.

მისაღები ოთახის 3D მოდელის ვიზუალიზაცია Enscape-ის გამოყენებით
როგორ დაიწყე მუშაობა SketchUp-თან?
ინტერიერის დიზაინის სწავლისას ექვსთვიანი მოდული გვქონდა ციფრული მოდელირების შესახებ. AutoCAD-საც შევეხეთ, თუმცა ჩემთვის SketchUp ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. შესაძლებლობა, მუშაობა 3D-ში ტექსტურებითა და ფერებით, სივრცის სხვადასხვა კუთხიდან დათვალიერება — ნამდვილად ძალიან მომხიბვლელი იყო.
“SketchUp-ით დავიწყე და თავიდანვე 3D ფორმატში ვმუშაობდი. ადამიანების უმეტესობა ვიზუალურ აღქმაზეა ორიენტირებული, და 3D მოდელები ინტერიერის დიზაინს უფრო ხელმისაწვდომსა და დროის მხრივ მოქნილს ხდის.”– სარა ეიმოსი
ჩემმა მეუღლემ და მე თაუნჰაუსი ავაშენეთ, და თავიდანვე თავად შევქმენი მისი მოდელი SketchUp-ში, რათა მენახა, როგორ გამოიყურებოდა სივრცე. პროგრამა დამეხმარა ავეჯის შერჩევასა და სხვადასხვა პროექტის დაგეგმვაში.
სწავლის დასრულების შემდეგ დავიწყე მუშაობა ინტერიერის სტილიზაციაში, სადაც ჩემს მენეჯერს რამდენიმე ინტერიერის დიზაინის კლიენტი ჰყავდა. ამ კლიენტებისთვის ვამზადებდი 3D მოდელებს — ავეჯის შერჩევის, ფარდების, კარადების დიზაინის წარსადგენად. კლიენტები ყოველთვის გაოცებულები რჩებოდნენ, როცა ხედავდნენ თავიანთი სახლის პოტენციალს. შესაძლებლობა, წინასწარ დაინახო, როგორ გამოიყურება სივრცე და როგორ ფუნქციონირებს — უბრალოდ შეუფასებელია. მას შემდეგ სხვა პროგრამებთან მუშაობა არც მიცდია.
მიუხედავად იმისა, რომ SketchUp-ს უკვე შვიდი წელიწადზე მეტია ვიყენებ, დღემდე ვაგრძელებ სწავლას! მუდმივად ვპოულობ ახალ ხრიკებს და შესაძლებლობებს, რაც მაოცებს. ეს მართლაც შეუზღუდავი შესაძლებლობების პროგრამაა. ახლა SketchUp უკვე iPad-ზეც არის ხელმისაწვდომი, რაც დამატებით მოტივაციას მაძლევს, ახალი ფუნქციები გამოვცადო.
როგორ ჯდება SketchUp შენ სამუშაო პროცესში?
3D-ში მუშაობა საშუალებას მაძლევს, მთლიან სივრცეს ერთდროულად შევხედო და მოდელის განვითარებისას იდეალური ბალანსი ვიპოვო. მაგალითად, როცა ვქმნი კუნძულის ტიპის სამუშაო ზედაპირს სამზარეულოში, რამდენიმე საათში უკვე ზუსტად ვიცი, რა შესაძლებლობებია მოცემულ სივრცეში და რა – არა. შემდეგ ვიღებ ფოტოებს და ვუზიარებ კლიენტს მიმდინარე დიზაინის ვარიანტებს. ასე ბევრად უფრო მარტივია გადაწყვეტილებების მიღება პროცესის მიმდინარეობისას, ვიდრე ბოლოს, როდესაც უკვე მასშტაბური ცვლილებები გახდება საჭირო.
ჩემს სამუშაო პროცესში ვიყენებ ეტაპობრივ მიდგომას — თავდაპირველად ვიწყებ მარტივი მოცულობითი მოდელით, შემდეგ კი თანმიმდევრულად ვამუშავებ დეტალებს. მაგალითად, სამზარეულოს დაგეგმვისას პირველ რიგში ვმუშაობ კედელზე განთავსებულ კარადებზე, შემდეგ გადავდივარ კუნძულზე, ამის შემდეგ – დამხმარე სივრცეზე, და ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში, ვამატებ გალერეის ტიპის სამზარეულოსაც.
ჩემს გამოცდილებაში, კლიენტებს ყველაზე მეტად სამზარეულოს ნახვა უნდათ და ამის შემდეგ სხვა ოთახები თანდათან იკვეთება. სამზარეულოს შემდეგ, როგორც წესი, სველი წერტილების მოდელირებას ვაკეთებ. ზოგჯერ კლიენტები მთლიანი ღია გეგმარების სივრცის ნახვას ითხოვენ — მაგალითად, სამზარეულოს, სასადილოსა და მისაღებს ერთად.
შემდეგ ვიყენებ Enscape-ს, რათა დავასრულო მოდელი რეალისტური რენდერებით. ამის შემდეგ გადამაქვს პროექტი LayOut-ში, სადაც ვქმნი სამუშაო ნახაზებს — ზომების, შენიშვნებისა და ტექნიკური დეტალების სრული ნაკრებით. როგორც კი მივიღებ მაღალი ხარისხის გამოსახულებებს SketchUp-დან, წარმოვადგენ კონცეპტს კლიენტისთვის.
კლიენტს ვაძლევ დიდ ციფრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს მოდელის პროცესის ვიზუალიზაციებს. ვაყენებ სცენებს მოდელში და თითოეულ მათგანს ვინახავ კონკრეტული ხედვის სახით. როგორც წესი, ვქმნი ოთხ ძირითად ხედს (elevation), ერთ სართულიან გეგმას და 10-12 ხედს სხვადასხვა კუთხიდან. ზოგჯერ SketchUp-ის ანიმაციის ფუნქციით ვამზადებ მოკლე ვიდეოებსაც კლიენტისთვის.

სამზარეულოს 3D მოდელის რენდერი Enscape-ის გამოყენებით
რატომ იყენებ მხოლოდ SketchUp-ს შენი პროექტებისთვის?
ეს არის ერთგვარი „ყველაფერი ერთში“ პლატფორმა. SketchUp-ში შეგიძლია გააკეთო ყველაფერი — 3D მოდელებიდან დაწყებული, ზუსტი ზომების 2D ნახაზებითა და რეალისტური რენდერებით დამთავრებული. სხვა დიზაინის პროგრამების საჭიროება არ მქონია, რადგან SketchUp ყველაფერს ითავსებს.
მომწონს ის ფაქტი, რომ მხოლოდ ერთ მოდელზე ვმუშაობ. ანუ, თუ რამეს შევცვლი SketchUp-ის მოდელში, ის ავტომატურად აისახება როგორც LayOut-ის ნახაზში, ისე Enscape-ის რენდერებში.
ეს მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და ჩემთვის სრულიად ლოგიკურია — განსხვავებით იმ მიდგომისგან, როცა თითოეული ცვლილება ცალ-ცალკე ფაილებში უნდა გააკეთო.
ცვლილებები ყოველთვის იქნება — და როცა ყველაფერი ერთ მოდელზეა მიბმული, ეს ნამდვილად ყველაზე ჭკვიანური გზაა.
როგორ გამოარჩევს ტექნოლოგია Sarah Amos Interiors-ს კონკურენტებისგან?
ჩემი საქმიანობის დიდი ნაწილი ხორციელდება მინიმალური პირისპირ კომუნიკაციით.
მაქვს მახასიათებელი, რომ ყოველთვის ვიწყებ მოკლე სატელეფონო საუბრით, რადგან მნიშვნელოვანია, რომ კლიენტი გრძნობდეს სანდოობას და პიროვნულ კონტაქტს. ეს შეიძლება იყოს როგორც ზუმის, ისე ტელეფონის საშუალებით. Instagram-იც ბევრად უწყობს ხელს, რომ კლიენტმა თქვენ შესახებ ცოტა მეტი შეიტყოს.
იყო შემთხვევები, როცა არც ტელეფონით მისაუბრია კლიენტთან — მხოლოდ მეილი და ტექსტური შეტყობინებები იყო კომუნიკაციის საშუალება. სწორედ ეს არის ტექნოლოგიის უპირატესობა — არ არის აუცილებელი სულ პირისპირ შეხვედრები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მხოლოდ 2D გეგმების ვიზუალიზაციას და არა სრულ დიზაინს.
ზოგი კლიენტს მხოლოდ სურს თავისი გეგმა და განლაგება რეალურად იხილოს, რათა წარმოდგენა ჰქონდეს საბოლოო შედეგზე. ასეთ შემთხვევაში ვქმნი 3D მოდელს და ვაწვდი ვიზუალიზაციებს.
სტილიზაციის პროცესი ბევრად უფრო პირადულია, რადგან ვმუშაობ უშუალოდ კლიენტის სახლში, მათი ავეჯით და მათთან ურთიერთობით.
მე ვთავაზობ მაღალი ხარისხის სამუშაოს და ვეცნობი, რომ კლიენტებს მაქსიმალურად მეტი მასალა მივაწოდო. მაგალითად, სამზარეულოს მოდელის შექმნისას ვამზადებ სართულების გეგმებს და სხვადასხვა კუთხიდან გადაღებულ ხედებს, რომლებსაც კლიენტს ვუზიარებ.
ვიღებ რამდენიმე განახლებულ პაკეტს — ზოგჯერ სამ ან ოთხ ფოლდერს რამდენიმე ვიზუალიზაციის ნაცვლად.
ჩემი მუშაობა ძალიან დეტალურია. ვამოდელირებ ყველაფერს — თუნდაც კარადების კარებზე მცირე დაშორებებს, კონკრეტულ ტიპის ონკანებსა და არჩეულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ბევრ ავეჯსაც თავად ვამოდელირებ, რადგან ეს უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული სივრცესა და კლიენტის ხედვაზე.
თუ 3D Warehouse-ში საჭირო ავეჯის მოდელს ვერ ვპოულობ, საკუთარ ძალებს ვიყენებ და ვქმნი ახალ მოდელს. ხოლო მოძიებული ავეჯის მოდელს ხშირად ვამუშავებ — ვცვლი ფეხის სტილს, ფერს ან ტექსტილს, რათა სრულად შეესაბამებოდეს დიზაინს. თუ კლიენტი ადგილობრივ მაღაზიაში ირჩევს ავეჯს, რომლის მოდელი 3D Warehouse-ში არ არის, მე თავად ვამოდელირებ მას თავიდანვე, რათა ვიზუალიზაცია მაქსიმალურად ზუსტი და რეალისტური გამოვიდეს.

რომელი პროექტი გიყვარს ყველაზე მეტად?
ამ წლის ერთ-ერთი პირველი რემონტის პროექტი იყო ბელგრეივ საუთში (Belgrave South), მელბურნის ერთ-ერთ რაიონში მდებარე სახლი. ეს სახლი 80-იანი წლების დასაწყისში იყო აშენებული და გამოირჩეოდა მაღალი, დახვეწილი ხის ჭერებით. 15-20 წლის წინ სახლში გაკეთდა რემონტი, ამიტომ მისი მდგომარეობა არ იყო პირვანდელი — მხოლოდ ერთი სააბაზანო დარჩა უცვლელი.
კლიენტთან ჩვენი პირველი შეხვედრა ძალიან ხანგრძლივი და ნაყოფიერი იყო — გაგრძელდა 3-4 საათი. ყველა ოთახი ვნახეთ, ვისაუბრეთ და განვიხილეთ სხვადასხვა შეზღუდვები, მაგალითად, ბეტონის საძირკველი და კომუნიკაციების ადგილმდებარეობა, რამაც გარკვეულ ნაწილებზე ცვლილებების განხორციელება გაართულა.
მე ადგილზე ვაკონტროლებდი ყველა ზუსტ ზომას, რომ სრულად ჩამომეყალიბებინა სახლის 3D მოდელი. ეს იყო ‘’დამხმარესთან’’ ერთად შესრულებული სამუშაო პროცესი, რადგან კლიენტს უკვე ჰქონდა ბევრი კარგი იდეა. ჩვენ ერთად ვიპოვნეთ ყველაზე გამართლებული გადაწყვეტილებები, როგორ მოგვეწყო სივრცე და როგორი ვიზუალი მიგვეღო არსებული შეზღუდვებით.
კლიენტს მივაწოდე დეტალური ციფრული პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამზარეულოს, სველი წერტილების, გარდერობისა და სხვა ოთახების 3D მოდელების გამოსახულებებს. LayOut-ის საშუალებით ასევე შევადგინე სრულყოფილი 2D სამუშაო ნახაზების ნაკრები, რომელიც მისი მშენებლისა და სამუშაო ჯგუფისათვის ტექნიკური გზამკვლევი გახდა.
ძალიან ვამაყობდი, როცა ეს პაკეტი კლიენტს მივაწოდე — ყველაფერი იყო წარმოდგენილი, რაც რემონტის დასაწყებად სჭირდებოდა: როგორც თავდაჯერებულობისთვის, ასევე მშენებლების დასაკმაყოფილებლად, რომ თითოეული დეტალი საერთო ხედვის მიხედვით განხორციელებულიყო.



ერთ-ერთი კლიენტი Instagram-ის საშუალებით დამიკავშირდა და მთხოვა, SketchUp-ის სწავლაში დავხმარებოდი. ის ახალ, დიდ სახლს აშენებდა და სურდა საკუთარი ხედვა რეალობად ექცია.
ზუმით ვგეგმავდით შეხვედრებს დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში და ვქმნიდით მის 3D მოდელს და დიზაინს. თავიდან შეხვედრები სწავლების მიზნით იმართებოდა, მაგრამ პროგრესის მატებასთან ერთად, საბოლოოდ მე ვქმნიდი მოდელს, ხოლო ის ჩემს ეკრანზე აკვირდებოდა პროცესს. ის ფაქტობრივად თავად ხელმძღვანელობდა თავისი იდეების განხორციელებას და ხედავდა, როგორ განხორციელდებოდა დიზაინი რეალურ სივრცეში. წლის ბოლოს კლიენტი სრულად მომენდო და მთხოვა, შემექმნა მისთვის კაბინეტი, მთავარი სააბაზანო და სამზარეულოს საბოლოო კონცეფცია.
მოდელირების პროცესში ყოველთვის არის შესაძლებლობა დიზაინის გაუმჯობესებისა — როდესაც სივრცე ნელ-ნელა იკვეთება, იაზრებ, რა ვერ იმუშავებს და ეძებ ალტერნატიულ გზებსა და იდეებს.
ახლა სახლი უკვე დასრულებულია და პრაქტიკულად ზუსტად ჰგავს მოდელს! ეს შესანიშნავი სამფლობელოა და იმედი მაქვს, მომავალი წელს ავალ და მივეხმარები მას თავისი ინტერიერის სტილიზაციაში. ეს იყო ჩემი წლის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი, და ამ პროცესში ჩვენი მეგობრობაც განვითარდა.






რას გაძლევს SketchUp?
SketchUp საშუალებას მაძლევს, წარმატებით შევასრულო ჩემი სამუშაო! ის აერთიანებს კრეატიულობას და ტექნიკურ სიზუსტეს — მაძლევს შესაძლებლობას, შევთავაზო კლიენტებს დეტალურად გათვლილი და პროფესიონალური დიზაინის გადაწყვეტილებები.
დღეს უკვე შემიძლია ჩემი მომსახურება კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციებით გავაფართო, რათა კლიენტებმა უკეთ დაინახონ და გაიგონ, როგორი იქნება საბოლოო შედეგი.
„როცა ადამიანები სახლის აშენებას იწყებენ, ისინი ყიდულობენ ისეთ რამეს, რასაც ვერ ეხებიან და ვერ ხედავენ. წარმოდგენაც არ აქვთ, რა გამოვა ბოლოს. ჩემი მიზანია, სწორედ ამაზე გავცე პასუხი— შევქმნა მაღალი ხარისხის, ფოტორეალისტური გამოსახულებები და იმ დონემდე დავხვეწო მოდელი, რომ მზის სხივების მიმართულებაც კი ზუსტად დავადგინო SketchUp-ის გეოლოკაციის ფუნქციის მეშვეობით. ეს ძალიან ძლიერი საშუალებაა.“
როცა ერთხელ შეეჩვევი, SketchUp საკმაოდ მარტივად გამოსაყენებელია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროგრამასთან მაქვს მუშაობის გამოცდილება — Revit-თან, AutoCAD-თან და სხვა პროგრამებთან— საბოლოოდ მაინც SketchUp-ის ერთგული დავრჩი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი დიზაინის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.
რომელი SketchUp-ის ფლაგინის გარეშე ვერ წარმოიდგენ მუშაობას?
Enscape უდავოდ საუკეთესო რენდერინგის გაფართოებაა SketchUp-ისთვის. მოვსინჯე ხუთი თუ ექვსი სხვადასხვა რენდერინგ პლაგინი, მაგრამ ზოგი ზედმეტად რთული იყო, ზოგიც — ზედმეტად პრიმიტიული. ან არ იძლეოდა საკმარისად კარგ შედეგს, ან რენდერინგს უსასრულოდ დიდი დრო სჭირდებოდა. Enscape-ის შემთხვევაში კი, როგორც კი მზად ვარ რენდერისთვის, მაღალი ხარისხის, რეალისტურ გამოსახულებას რამდენიმე წუთში ვიღებ! და ის ფაქტი, რომ დღეს უკვე SketchUp-ში შეგიძლია რენდერინგი, უბრალოდ ფანტასტიკურია.
ასევე ვიყენებ Architextures-ს — ეს შესანიშნავია მასალებისა და ტექსტურებისთვის, მაგალითად კაფელი, ხის იატაკები და სხვა. შეგიძლია თავადაც შექმნა ტექსტურა და გადმოწერო bump map-იც, რაც ტექსტურას სიღრმეს მატებს და რენდერებს კიდევ უფრო რეალისტურს ხდის. ვფიქრობ, ამ გაფართოების გარეშე იმ შედეგებს, რასაც ვიღებ, უბრალოდ ვერ მივაღწევდი.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი სამუშაო პროცესები საგრძნობლად განვითარდა. დღეს უკვე შემიძლია SketchUp-ში გავაკეთო ბევრი დამატებითი რამ — გამოვიყენო LayOut, შევქმნა ფოტორეალისტური გამოსახულებები — რაც მაძლევს საშუალებას, ვიმუშაო სხვადასხვა ტიპის კლიენტებთან. 3D მოდელირება ყოველთვის კარგი იყო, მაგრამ ახლა ის რომ კლიენტს რეალისტური ვიზუალით შეუძლია ნახოს საბოლოო შედეგი — ეს ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“.

და თქვენ ხართ მზად, დაიწყოთ თქვენი უნიკალური პროექტის დიზაინზე მუშაობა? გახდით SketchUp-ის მომხმარებელი ან სცადეთ უფასო 7 დღიანი ვერსია დღესვე!
სტატიის წაყრო: www.sketchup.trimble.com